https://sputnik-georgia.com/20220825/arasamtavroboebma-xelisufleba-samoqalaqo-seqtorze-tavdasxmasi-daadanasaules-269765383.html
ქართულმა არასამთავრობოებმა ხელისუფლება სამოქალაქო სექტორზე შეტევაში დაადანაშაულეს
ქართულმა არასამთავრობოებმა ხელისუფლება სამოქალაქო სექტორზე შეტევაში დაადანაშაულეს
Sputnik საქართველო
სამოქალაქო ორგანიზაციებზე შეტევები მიზნად ისახავს საზოგადოების მხრიდან ხელისუფლების საქმიანობის კონტროლის შეწყვეტას, მიიჩნევენ არასამთავრობო ორგანიზაციები. 25.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-25T17:19+0400
2022-08-25T17:19+0400
2022-08-25T21:38+0400
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/18/249793309_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_31b7d521da1340a352278f3b4bef304a.jpg
თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ აგრესიულ კამპანიას აწარმოებს და ამ კამპანიამ საგანგაშო ნიშნულს უკვე მიაღწია, ნათქვამია 20 არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაში.განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მმართველი პარტია სამოქალაქო სექტორს ახალი ძალით „თავს დაესხა“ მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში საარჩევნო კოდექსში შესწორებების შეტანის საკითხზე სამუშაო ჯგუფში „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) მონაწილეობა დაბლოკა.როგორც უფრო ადრე ჯგუფის ხელმძღვანელმა, დეპუტატმა გივი მიქანაძემ განაცხადა, არასამთავრობო ორგანიზაცია პროცესში ჩართვას შეძლებს მხოლოდ ნეიტრალიტეტის პირობით, ხოლო არასამთავრობოებმა ეს უფლება დაკარგეს, როცა პრემიერისა და მთავრობის გადადგომა მოითხოვეს. ამის შემდეგ ოთხმა ცნობილმა არასამთავრობო ორგანიზაციამ პროტესტის ნიშნად მმართველი პარტიის ყველა სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მმართველი პარტია „იმ ინდივიდებს თუ ორგანიზაციებს ესხმის თავს, რომლებიც აქტიურად აკვირდებიან ხელისუფლების საქმიანობას, აკრიტიკებენ აქამდე არსებულ სახიფათო პოლიტიკას, მოუწოდებენ ხელისუფლებას, გადახედოს მის დღის წესრიგს“.არასამთავრობოებმა პოლიტიკური პარტიების სცენა არ უნდა დაიკავონ - თალაკვაძე>>„მიგვაჩნია, რომ „ქართული ოცნება“ იაზრებს შედეგს, თუმცა მსგავსი რიტორიკითა და ნაბიჯებით მიზანმიმართულად ცდილობს მოშალოს ყველა ბერკეტი, რომელიც საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის სასიცოცხლოდ სჭირდება“, – ნათქვამია განცხადებაში.რეაქციებიუფრო ადრე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ, რომელიც ევროკომისიასთან ერთად აკვირდება 12 პირობის შესრულებას, ხელისუფლებას მოუწოდა, ევროკომისიის პირობების შესრულების მიზნით შექმნილ ყველა სამუშაო ჯგუფში, მათ შორის საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფში, უზრუნველყოს არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა.ევროკავშირის წარმომადგენლობაში აღნიშნეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთობლივი მუშაობა ასევე წარმოადგენს ევროკომისიის 12 პუნქტიდან ერთ-ერთ პირობას.„ანგარიშსწორების დრო არაა“ - ვიცე-სპიკერი ISFED-თან დაკავშირებულ სკანდალზე>>თავის მხრივ, აშშ-ის საელჩოც გამოესარჩლა არასამთავრობო ორგანიზაციას, ISFED-ის მიერ გაწეულ სამუშაოს მაღალი შეფასება მისცა და აღნიშნა, რომ სამუშაო პროცესში მონაწილეობაზე ორგანიზაციისთვის უარის თქმა პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციებს.მმართველი პარტიისთვის საელჩოს განცხადება „შოკისმომგვრელი“ გახდა, განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მან აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის მიზანი რევოლუციურ პროცესებში მონაწილეობაა, ამიტომ მათი ჩართვა სამუშაო პროცესში გამორიცხულია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/18/249793309_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_c65e0a23274110f479d946a065e75845.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
ქართულმა არასამთავრობოებმა ხელისუფლება სამოქალაქო სექტორზე შეტევაში დაადანაშაულეს
17:19 25.08.2022 (განახლებულია: 21:38 25.08.2022) სამოქალაქო ორგანიზაციებზე შეტევები მიზნად ისახავს საზოგადოების მხრიდან ხელისუფლების საქმიანობის კონტროლის შეწყვეტას, მიიჩნევენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ აგრესიულ კამპანიას აწარმოებს და ამ კამპანიამ საგანგაშო ნიშნულს უკვე მიაღწია, ნათქვამია 20 არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მმართველი პარტია სამოქალაქო სექტორს ახალი ძალით „თავს დაესხა“ მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში საარჩევნო კოდექსში შესწორებების შეტანის საკითხზე სამუშაო ჯგუფში „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) მონაწილეობა დაბლოკა.
როგორც უფრო ადრე ჯგუფის ხელმძღვანელმა, დეპუტატმა გივი მიქანაძემ განაცხადა, არასამთავრობო ორგანიზაცია პროცესში ჩართვას შეძლებს მხოლოდ ნეიტრალიტეტის პირობით, ხოლო არასამთავრობოებმა ეს უფლება დაკარგეს, როცა პრემიერისა და მთავრობის გადადგომა მოითხოვეს. ამის შემდეგ ოთხმა ცნობილმა არასამთავრობო ორგანიზაციამ პროტესტის ნიშნად მმართველი პარტიის ყველა სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
„სამოქალაქო ორგანიზაციებზე თავდასხმა „ქართული ოცნების“ მხრიდან ხელისუფლების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის გათიშვის მიზანს ატარებს, რაც ავტორიტარიზმის კიდევ ერთი მკაფიო გამოვლინებაა და მისი ფორმირების შეუქცევად დინებაზე მიანიშნებს“, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.
ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მმართველი პარტია „იმ ინდივიდებს თუ ორგანიზაციებს ესხმის თავს, რომლებიც აქტიურად აკვირდებიან ხელისუფლების საქმიანობას, აკრიტიკებენ აქამდე არსებულ სახიფათო პოლიტიკას, მოუწოდებენ ხელისუფლებას, გადახედოს მის დღის წესრიგს“.
„მიგვაჩნია, რომ „ქართული ოცნება“ იაზრებს შედეგს, თუმცა მსგავსი რიტორიკითა და ნაბიჯებით მიზანმიმართულად ცდილობს მოშალოს ყველა ბერკეტი, რომელიც საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის სასიცოცხლოდ სჭირდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
უფრო ადრე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ, რომელიც ევროკომისიასთან ერთად აკვირდება 12 პირობის შესრულებას, ხელისუფლებას მოუწოდა, ევროკომისიის პირობების შესრულების მიზნით შექმნილ ყველა სამუშაო ჯგუფში, მათ შორის საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფში, უზრუნველყოს არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა.
ევროკავშირის წარმომადგენლობაში აღნიშნეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთობლივი მუშაობა ასევე წარმოადგენს ევროკომისიის 12 პუნქტიდან ერთ-ერთ პირობას.
თავის მხრივ, აშშ-ის საელჩოც გამოესარჩლა არასამთავრობო ორგანიზაციას, ISFED-ის მიერ გაწეულ სამუშაოს მაღალი შეფასება მისცა და აღნიშნა, რომ სამუშაო პროცესში მონაწილეობაზე ორგანიზაციისთვის უარის თქმა პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციებს.
მმართველი პარტიისთვის საელჩოს განცხადება „შოკისმომგვრელი“ გახდა, განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მან აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის მიზანი რევოლუციურ პროცესებში მონაწილეობაა, ამიტომ მათი ჩართვა სამუშაო პროცესში გამორიცხულია.