https://sputnik-georgia.com/20220823/angarissworebis-dro-araa-isfed-skandali-levan-ioseliani-269712472.html
„ანგარიშსწორების დრო არაა“ - ვიცე-სპიკერი ISFED-თან დაკავშირებულ სკანდალზე
„ანგარიშსწორების დრო არაა“ - ვიცე-სპიკერი ISFED-თან დაკავშირებულ სკანდალზე
Sputnik საქართველო
ლევან იოსელიანი გაუმართლებლად მიიჩნევს ორგანიზაციის დაბლოკვას იმის გამო, რომ რომელიღაც აქციას ვიღაც ესწრებოდა. 23.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-23T18:49+0400
2022-08-23T18:49+0400
2022-08-23T22:10+0400
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/12/252352824_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_e44ba6ce706be406510c04b6b26a70dd.jpg
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) დაბლოკვა იმ სამუშაო ჯგუფში, რომელიც საარჩევნო კოდექსში შესწორებებს განიხილავს, მმართველი პარტიის მხრიდან არასწორია, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დეპუტატმა ოპოზიციური პარტია „მოქალაქეებიდან“ ლევან იოსელიანმა.მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა პარლამენტში ISFED-ის მიწვევაზე იმ სამუშაო ჯგუფის სხდომაზე, რომელსაც საარჩევნო კოდექსში შესწორებების შეტანის საკითხები უნდა განეხილა. როგორც ჯგუფის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ განაცხადა, არასამთავრობო ორგანიზაცია პროცესში ჩართვას შეძლებს მხოლოდ ნეიტრალიტეტის პირობით, ხოლო არასამთავრობოებმა ეს უფლება დაკარგეს, როცა პრემიერისა და მთავრობის გადადგომა მოითხოვეს. ამის შემდეგ ოთხმა მსხვილმა არასამთავრობო ორგანიზაციამ პროტესტის ნიშნად მმართველი პარტიის ყველა სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.ვიცე-სპიკერი მიიჩნევს, რომ გაუმართლებელია ორგანიზაციის დაბლოკვა იმის გამო, რომ „ვიღაც რომელიღაც აქციას ესწრებოდა“. მით უფრო, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას საარჩევნო საკითხებში ყველაზე მეტი გამოცდილება აქვს, აღნიშნა იოსელიანმა.„კი, მოუვიდათ შეცდომა 2020 წლის არჩევნებზე, მაგრამ ეს შეცდომა „ისფედმა” აღიარა. მისი ხელმძღვანელი გადადგა“, – დასძინა იოსელიანმა.„ქართული ოცნება“ შოკირებულია აშშ–ის საელჩოს განცხადებით>>უფრო ადრე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მაშინ ISFEED ერთი თვის განმავლობაში მალავდა ხმების პარალელური დათვლის რეალურ შედეგებს. პროტესტის ნიშნად სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების გასვლას სამუშაო ჯგუფებიდან, რომლებიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად პირობების შესრულებაზე მუშაობენ, პაპუაშვილმა „არაჯანსაღი სოლიდარობა“ და „კორპორატივიზმი“ უწოდა.„არაჯანსაღი სოლიდარობა“ - პაპუაშვილმა არასამთავრობო სექტორი გააკრიტიკა>>მანამდე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ, რომელიც ევროკომისიასთან ერთად აკვირდება პირობების შესრულებას, მოუწოდა ხელისუფლებას, რომ ევროკომისიის პირობების შესრულების მიზნით შექმნილ ყველა სამუშაო ჯგუფში, მათ შორის საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფში, არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა უზრუნველყოს.ევროკავშირის წარმომადგენლობაში აღნიშნეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთობლივი მუშაობა ასევე წარმოადგენს ევროკომისიის 12 პუნქტიდან ერთ-ერთ პირობას.„ხალხის ძალის“ ახალი განცხადება - რევოლუციური სცენარი, რომლის კოორდინატორია აშშ-ის საელჩო>>ამასთან, აშშ-ის საელჩო გამოესარჩლა არასამთავრობო ორგანიზაციას, ISFED-ის მიერ გაწეულ სამუშაოს მაღალი შეფასება მისცა და აღნიშნა, რომ ორგანიზაციისთვის უარის თქმა სამუშაო პროცესში მონაწილეობაზე პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციებს.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/12/252352824_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_f958f6f316fbe6a4fd1e7d344ad9a751.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, აშშ
პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, აშშ
„ანგარიშსწორების დრო არაა“ - ვიცე-სპიკერი ISFED-თან დაკავშირებულ სკანდალზე
18:49 23.08.2022 (განახლებულია: 22:10 23.08.2022) ლევან იოსელიანი გაუმართლებლად მიიჩნევს ორგანიზაციის დაბლოკვას იმის გამო, რომ რომელიღაც აქციას ვიღაც ესწრებოდა.
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) დაბლოკვა იმ სამუშაო ჯგუფში, რომელიც საარჩევნო კოდექსში შესწორებებს განიხილავს, მმართველი პარტიის მხრიდან არასწორია, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დეპუტატმა ოპოზიციური პარტია „მოქალაქეებიდან“ ლევან იოსელიანმა.
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა პარლამენტში ISFED-ის მიწვევაზე იმ სამუშაო ჯგუფის სხდომაზე, რომელსაც საარჩევნო კოდექსში შესწორებების შეტანის საკითხები უნდა განეხილა. როგორც ჯგუფის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ განაცხადა, არასამთავრობო ორგანიზაცია პროცესში ჩართვას შეძლებს მხოლოდ ნეიტრალიტეტის პირობით, ხოლო არასამთავრობოებმა ეს უფლება დაკარგეს, როცა პრემიერისა და მთავრობის გადადგომა მოითხოვეს. ამის შემდეგ ოთხმა მსხვილმა არასამთავრობო ორგანიზაციამ პროტესტის ნიშნად მმართველი პარტიის ყველა სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
„ისფედთან” დაკავშირებული საკითხი მარტივი და ნათელია – ორგანიზაციას, რომელსაც არ გაუკეთებია არცერთი მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო განცხადება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, მგონია, რომ საარჩევნო ჯგუფებში წარმოდგენილი უნდა იყოს... ვფიქრობ, ახლა ასეთი ტიპის ანგარიშსწორების დრო არ არის, როდესაც უფრო დიდი გამოწვევა გვაქვს ქვეყანას წინ, რაც დაკავშირებულია კანდიდატის სტატუსის მიღებასთან“, – განუცხადა იოსელიანმა ჟურნალისტებს.
ვიცე-სპიკერი მიიჩნევს, რომ გაუმართლებელია ორგანიზაციის დაბლოკვა იმის გამო, რომ „ვიღაც რომელიღაც აქციას ესწრებოდა“. მით უფრო, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას საარჩევნო საკითხებში ყველაზე მეტი გამოცდილება აქვს, აღნიშნა იოსელიანმა.
„კი, მოუვიდათ შეცდომა 2020 წლის არჩევნებზე, მაგრამ ეს შეცდომა „ისფედმა” აღიარა. მისი ხელმძღვანელი გადადგა“, – დასძინა იოსელიანმა.
უფრო ადრე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მაშინ ISFEED ერთი თვის განმავლობაში მალავდა ხმების პარალელური დათვლის რეალურ შედეგებს. პროტესტის ნიშნად სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების გასვლას სამუშაო ჯგუფებიდან, რომლებიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად პირობების შესრულებაზე მუშაობენ, პაპუაშვილმა „არაჯანსაღი სოლიდარობა“ და „კორპორატივიზმი“ უწოდა.
მანამდე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ, რომელიც ევროკომისიასთან ერთად აკვირდება პირობების შესრულებას, მოუწოდა ხელისუფლებას, რომ ევროკომისიის პირობების შესრულების მიზნით შექმნილ ყველა სამუშაო ჯგუფში, მათ შორის საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფში, არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა უზრუნველყოს.
ევროკავშირის წარმომადგენლობაში აღნიშნეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთობლივი მუშაობა ასევე წარმოადგენს ევროკომისიის 12 პუნქტიდან ერთ-ერთ პირობას.
ამასთან, აშშ-ის საელჩო გამოესარჩლა არასამთავრობო ორგანიზაციას, ISFED-ის მიერ გაწეულ სამუშაოს მაღალი შეფასება მისცა და აღნიშნა, რომ ორგანიზაციისთვის უარის თქმა სამუშაო პროცესში მონაწილეობაზე პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციებს.