https://sputnik-georgia.com/20220823/qartuli-ocneba-sokirebulia-amerikis-saelcos-gancxadebit-269708933.html
„ქართული ოცნება“ შოკირებულია აშშ-ის საელჩოს განცხადებით
„ქართული ოცნება“ შოკირებულია აშშ-ის საელჩოს განცხადებით
Sputnik საქართველო
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ის მიზანი რევოლუციურ პროცესებში მონაწილეობაა. 23.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-23T17:33+0400
2022-08-23T17:33+0400
2022-08-23T21:49+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა საქართველოში
აშშ
პოლიტიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/19/261459323_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_0738e7b5e4d5d3c5e8cf563274f530b1.jpg
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. აშშ-ის საელჩოს განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) შესახებ მმართველი პარტიისთვის შოკის მომგვრელი იყო, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ.მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა პარლამენტში ISFED-ის მიწვევაზე იმ სამუშაო ჯგუფის სხდომაზე, რომელსაც საარჩევნო კოდექსში შესწორებების შეტანის საკითხები უნდა განეხილა. აშშ-ის საელჩო გამოესარჩლა არასამთავრობო ორგანიზაციას, ISFED-ის მიერ გაწეულ სამუშაოს მაღალი შეფასება მისცა და აღნიშნა, რომ ორგანიზაციის დაუშვებლობა სამუშაო პროცესთან პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციებს.მან დაამატა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის მიზანია რევოლუციურ პროცესებში მონაწილეობა, ამიტომ მისი ჩართვა სამუშაო პროცესში გამორიცხულია.„ჩვენ „ისფედს“ ვხედავთ პარლამენტის წინ აღმართულ სცენაზე, საიდანაც გაისმის პოლიტიკური მოთხოვნა მთავრობის გადადგომასთან და ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. ანუ აქაც „ისფედი“ რევოლუციური პროცესის უშუალო თანამონაწილედ მოგვევლინა“, – განაცხადა კობახიძემ.„ხალხის ძალის“ ახალი განცხადება - რევოლუციური სცენარი, რომლის კოორდინატორია აშშ-ის საელჩო>>მისი თქმით, როდესაც ასეთი სრული ლუსტრაციის შემდეგ აშშ-ის საელჩო „სამართლიან არჩევნებს“ ერთ-ერთ ყველაზე საიმედო ორგანიზაციას უწოდებს და სურვილს გამოთქვამს, რომ ის სამუშაო პროცესში მონაწილეობდეს, ეს „ქართული ოცნებისთვის“ მოულოდნელი იყო.როგორც კობახიძემ აღნიშნა, მმართველმა პარტიამ არასამთავრობო ორგანიზაციას შესთავაზა, უარი ეთქვა თავის მოთხოვნებზე მთავრობის გადადგომისა და ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ, მაგრამ ორგანიზაციისგან რამდენიმე დღის განმავლობაში პასუხი არ მიუღიათ.
აშშ
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/19/261459323_109:0:1280:878_1920x0_80_0_0_d197f7928a300ab971e866b8a108b042.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში, აშშ , პოლიტიკა, საქართველო
ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში, აშშ , პოლიტიკა, საქართველო
„ქართული ოცნება“ შოკირებულია აშშ-ის საელჩოს განცხადებით
17:33 23.08.2022 (განახლებულია: 21:49 23.08.2022) ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ის მიზანი რევოლუციურ პროცესებში მონაწილეობაა.
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. აშშ-ის საელჩოს განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) შესახებ მმართველი პარტიისთვის შოკის მომგვრელი იყო, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ.
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა პარლამენტში ISFED-ის მიწვევაზე იმ სამუშაო ჯგუფის სხდომაზე, რომელსაც საარჩევნო კოდექსში შესწორებების შეტანის საკითხები უნდა განეხილა. აშშ-ის საელჩო გამოესარჩლა არასამთავრობო ორგანიზაციას, ISFED-ის მიერ გაწეულ სამუშაოს მაღალი შეფასება მისცა და აღნიშნა, რომ ორგანიზაციის დაუშვებლობა სამუშაო პროცესთან პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციებს.
„ისფედთან“ დაკავშირებით საელჩოს განცხადება, როგორც თავადვე უყვართ თქმა, ჩვენთვის შოკისმომგვრელია. „ისფედი“ აქტიურად იყო ჩართული ხმების პარალელური დათვლის გაყალბებაში, რაც უმძიმესი ფაქტი იყო“, – განაცხადა კობახიძემ.
მან დაამატა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის მიზანია რევოლუციურ პროცესებში მონაწილეობა, ამიტომ მისი ჩართვა სამუშაო პროცესში გამორიცხულია.
„ჩვენ „ისფედს“ ვხედავთ პარლამენტის წინ აღმართულ სცენაზე, საიდანაც გაისმის პოლიტიკური მოთხოვნა მთავრობის გადადგომასთან და ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. ანუ აქაც „ისფედი“ რევოლუციური პროცესის უშუალო თანამონაწილედ მოგვევლინა“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, როდესაც ასეთი სრული ლუსტრაციის შემდეგ აშშ-ის საელჩო „სამართლიან არჩევნებს“ ერთ-ერთ ყველაზე საიმედო ორგანიზაციას უწოდებს და სურვილს გამოთქვამს, რომ ის სამუშაო პროცესში მონაწილეობდეს, ეს „ქართული ოცნებისთვის“ მოულოდნელი იყო.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, მმართველმა პარტიამ არასამთავრობო ორგანიზაციას შესთავაზა, უარი ეთქვა თავის მოთხოვნებზე მთავრობის გადადგომისა და ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ, მაგრამ ორგანიზაციისგან რამდენიმე დღის განმავლობაში პასუხი არ მიუღიათ.