მოსაზრება: ნატოს იარაღის „სუსტი წერტილები“

© photo: Sputnik / Victor Antoniuk / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2022
გამოწერა
რუსეთის სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ დაამსხვრია მითი დასავლური შეიარაღების სიძლიერის შესახებ. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ 21 აგვისტოს განაცხადა, რომ რუს სპეციალისტებს ხელში ჩაუვარდათ აშშ-ის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული თითქმის ყველა იარაღის ნიმუშები – ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა HIMARS, სარაკეტო კომპლექსი Stinger, ჰაუბიცა М777, ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი Javelin და NLAW. მათ შორისაა აგრეთვე ნატოს ჯავშანმანქანები და სასროლი იარაღი.
სერგეი შოიგუმ აღნიშნა, რომ აშშ და ნატოს სხვა წევრები უკრაინას აწვდიან მხოლოდ „ძველმანებს“, მართლაც ახალი ტექნიკა კი ძალიან ცოტაა. რუსი სპეციალისტები წარმატებით სწავლობენ ალაფს, რათა ეფექტურად შეებრძოლონ მათ. დასავლური შეიარაღება გამოირჩევა დაბალი საიმედოობით და საბრძოლო მახასიათებლებით, მნიშვნელოვნად ჩამორჩება რუსულ ანალოგებს. მაგალითად, „კორნეტი“ სამიზნეს ორჯერ დიდ მანძილზე (5500 მ დღისით და 3500 მ ღამით) აღწევს, ვიდრე Javelin (2500 მ).
  - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2022
ფორუმი „არმია-2022“ - როგორ ტექნიკას მიიღებენ რუსეთის შეიარაღებული ძალები
ამერიკული გამოცემა Politico-ს მონაცემებით, ვაშინგტონი არ ამხელს სრულ ინფორმაციას უკრაინაში იარაღის მიწოდების თაობაზე. მაგალითად, რადიოლოკაციური რაკეტების საწინააღმდეგო AGM-88 HARM-ის ინტეგრაცია უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების გამანადგურებლების МиГ-29-ის კომპლექსში პენტაგონში მხოლოდ მათი დონბასში გამოყენებიდან ორი კვირის შემდეგ დაადასტურეს.

სასწაული არ მოხდა

უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის პირველი სერიოზული იმედგაცრუება გახდა Javelin FGM-148. 2022 წლის დასაწყისისთვის კიევმა რამდენიმე ასეული საკულტო კომპლექსი მიიღო, 24 თებერვლის შემდეგ კი - კიდევ 7 ათასი. დამამზადებელი ფირმის Raytheon-ის საცდელი გამოყენების შედეგადაც კი FGM-148-ის 11 გაშვებიდან სამიზნეს მხოლოდ სამი მოხვდა.
უკრაინაში ბრძოლის ველზე რაკეტების გამოყენების შედეგები კიდევ უფრო სავალალოა. რუსულ ტანკებთან ბრძოლაში ამერიკულმა რაკეტამ გაანადგურა დინამიკური დაცვის ბლოკები, დააზიანა ზოგიერთი დეტალი, თუმცა ჯავშანმა დარტყმას გაუძლო. რაც უფრო რთულია გამოყენების პირობები, მით უფრო ნაკლებად ეფექტურია Javelin.
  - Sputnik საქართველო, 1920, 11.08.2022
მიმოხილვა: რუსული დრონი „სირიუსი“ ფრთებს შლის
მოწოდებული Javelin-ების მნიშვნელოვანი ნაწილი ან რუსული მხარის ალაფი გახდა, ან განადგურდა საწყობებზე თავდასხმის შედეგად.
FGM-148-ის კომპლექსების ნაწილი ევროპის, აზიისა და აფრიკის შავ ბაზარზე მოხვდა (ერთეულის ფასია 600 ათასი დოლარი).
აგვისტოს დასაწყისში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემების ნახევარი და მათი 200 რაკეტა დაკარგა.
კიდევ უფრო სუსტი აღმოჩნდა ჰაუბიცა М-777. აგვისტოს დასაწყისში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აშშ-ის მიერ გადმოცემული 107 ერთეულიდან 33 ჰაუბიცა დაკარგა.
გერმანული Panzerhaubitze-2000 დასავლეთში ერთ-ერთ ყველაზე მაღალტექნოლოგიურ და ეფექტურ საარტილერიო სისტემად ითვლება. ზაფხულის განმავლობაში უკრაინამ 20 ასეთი დანადგარი მიიღო. თუმცა ამ იარაღს არ შეუტანია გარდატეხა დონბასში ბრძოლის ველზე.
PzH-2000-ს აქვს გასროლის შეზღუდული რაოდენობა (დღე-ღამეში100-მდე), სისტემა არამდგრადია ტემპერატურის ცვალებადობის მიმართ, იწონის 55 ტონაზე მეტს...
  - Sputnik საქართველო, 1920, 06.08.2022
მიმოხილვა: რუსული სნაიპერული შაშხანა ამერიკულ Barret-ს ჯაბნის
მისი რუსული ანალოგი ავტომატიზაციით, საიმედოობით, სიზუსტითა და მანძილით (80 კმ) გაცილებით უსწრებს გერმანულ Panzerhaubitze-2000-ს.
თურქული მზვერავი-დამრტყმელი უპილოტო აპარატები Bayraktar TB2 უკრაინაში რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებისთვის იოლ სამიზნეს წარმოადგენს. ისინი კარგად ჩანს რადარების ეკრანებზე, არ რეაგირებს რადიოლოკაციური სადგურის დასხივებაზე და მისი პირველი ფრენა, როგორც წესი, უკანასკნელიცაა.
საერთო ჯამში ნახევარ წელიწადში ჩამოგდებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების 1796 უპილოტო აპარატი. ადრე მსუბუქ Switchblade 300-ს იყენებდნენ ავღანეთში თალიბების წინააღმდეგ. იქ მათი მეშვეობით არაფერი შეცვლილა. ვერც უკრაინაში ახდენს გავლენას ვითარებაზე.
ფრანგული გაზეთის Le Figaro-ს კორესპონდენტი კრამატორსკში აღნიშნავს, რომ დონბასში „აშშ-ის თუ ევროპის მიერ მოწოდებული ისეთი ტექნიკის მიღწევები, როგორიცაა Caesar, ჰაუბიცა М-777 ან HIMARS, ჯერჯერობით შორეულ დაპირებად რჩება“.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0