ფორუმი „არმია-2022“ - როგორ ტექნიკას მიიღებენ რუსეთის შეიარაღებული ძალები

© photo : Ministry of Defense of the Russia
  - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2022
გამოწერა
საერთაშორისო სამხედრო-ტექნიკურმა ფორუმმა „არმია-2022-მა“ მიიზიდა ათობით ათასი სპეციალისტისა და მონაწილის ყურადღება 72 ქვეყნიდან, დაადასტურა რუსეთის ლიდერობა მაღალი თავდაცვითი ტექნოლოგიების სფეროში, დაუსახა პარტნიორებს სამეცნიერო-სამეწარმეო ორიენტირები, დააჩქარა რუსული ჯარისა და ფლოტის გადაიარაღება.
ფორუმის მსვლელობისას, 15-21 აგვისტოს, ხელი მოეწერა 525 მილიარდი რუბლის ღირებულების 36 სახელმწიფო კონტრაქტს რუსეთის 24 მწარმოებელთან, ანუ თავდაპირველი გეგმა, რომელიც 36 სახელმწიფო კონტრაქტის გაფორმებას ითვალისწინებდა, გადაჭარბებულია.
რუსეთის შეიარაღებული ძალები საშუალოვადიან პერსპექტივაში მიიღებენ ტექნიკის 3700 ახალ ერთეულს.
  - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2022
ფორუმი „არმია-2022“: შეიარაღების ათასი უახლესი ნიმუში 72 ქვეყნიდან
უკრაინაში ბრძოლის ველზე ტექნიკის გამოყენების, რუსული სამრეწველო პოტენციალისა და მსოფლიოში შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სახელმწიფოს თავდაცვითი შეკვეთა შეცვალა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თანამედროვე და ეფექტური საბრძოლო ტექნიკის შესყიდვას.
რუსეთის შეიარაღებული ძალები მიიღებს უახლეს კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტებს РС-28 „სარმატს“, საზენიტო-სარაკეტო სისტემებს С-500 „პრომეთეს“, ჰიპერბგერით რაკეტებს „ცირკონსა“ და „კინჟალს“, მზვერავ თანამგზავრებს „ლოტოს-М-ს“, ბომბდამშენებს Су-34-ს, დამრტყმელ ვერტმფრენებს Ка-52М და Ми-28НМ-ს, ტანკებს Т-90М, Т-80БВ და Т-72Б3, ჯავშანტრანსპორტიორებს БТР-82А-ს, რაკეტებს „ისკანდერ-М-ს“, გემსაწინააღმდეგო რაკეტებს „ონიქსს“, მართულ საავიაციო რაკეტებს „ჰაერი-მიწა“, მართულ ბომბებს УАБ-20-ს, უპილოტო საფრენ აპარატებს „ინოხოდეცს“, „ორლან-10-ს“, „ორლან-30-ს“, ელერონ-3-ს“, ასევე სამ დიზელ-ელექტრულ წყალქვეშა ნავებს. სია არასრულია, თუმცა პრიორიტეტები ნათელია.
რუსეთი აპირებს თავდაცვის ეშელონირებული სისტემის განმტკიცებას და სრულყოფას საბრძოლო მოხმარების ყველა სფეროში - დედამიწის ორბიტიდან ოკეანის ფსკერამდე.
  - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2022
პუტინი: რუსეთი დაინტერესებულია სხვა ქვეყნებთან ერთობლივი სამხედრო წვრთნებით
დასავლეთის ქვეყნები 24 თებერვლის შემდეგ საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ რუსეთის ორი მთავარი მოკავშირე - ჯარი და ფლოტია, ხოლო დასავლელ პარტნიორებთან შეთანხმებებს ჩალის ფასი აქვს. აშშ-სა და მათ სატელიტებს შეუძლიათ დოკუმენტი სათავისოდ განმარტონ, საკუთარი წესებით შეასწორონ ან უბრალოდ გააუქმონ.

განსაკუთრებული ინტერესი

იოლი არ არის მაღალი თავდაცვითი ტექნოლოგიების „ოკეანეში“ ორიენტირება - „არმია-2022-ის“ საგამოფენო მოედნებმა რუსეთის 30 სუბიექტში დაიტია შეიარაღებისა და ტექნიკის 28 ათასზე მეტი ნიმუში, მიიზიდა 1,9 მლნ დამთვალიერებლის, მათ შორის, 85 უცხო სახელმწიფოს დელეგაციის ყურადღება.
„როსობორონექსპორტის“ გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრ მიხეევმა აღნიშნა, რომ სპეციალისტებისა და საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია მეხუთე თაობის გამანადგურებელმა Су-57-მა და ტანკმა Т-14 „არმატამ“. გაერთიანებული ავიამშენებელი კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა იური სლუსარმა ისაუბრა Су-57-ის სახომალდე ვარიანტის შემუშავებაზე.
ფორუმი „არმია“ ტრადიციულად ხელს უწყობს რუსული მაღალტექნოლოგიური სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტს. „როსობორონექსპორტმა“ ოპერატიულად გააფორმა 390 მლნ დოლარის ღირებულების ორი კონტრაქტი. გაგრძელება
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0