დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 24 აგვისტო

© photo: Sputnik / Vitaly Timkiv / გადასვლა მედიაბანკშივარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 24 აგვისტოა, ოთხშაბათი. კლებადი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
იოლი გზები დღეს საინტერესო არ იქნება, პირიქით, რაც უფრო რთულია გზა, მით უფრო საინტერესოა. ეს ყველა სფეროს შეეხება – სამუშაოს, ყოფას, სიყვარულსაც კი. დღის მახასიათებელია მიზნისკენ სვლა ყველა შესაძლო ხერხის – ეშმაკური კომბინაციების, მრავალსაფეხურიანი გათვლების გამოყენებით. ამიტომ ყველა საკითხში ყურადღებაა საჭირო, რათა სხვების სიტყვებსა და საქციელში რაღაც დამალული არ გამოგვეპაროს.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 23 აგვისტო>>
ვერძი: ასტროლოგები გირჩევენ, დღე ოჯახსა და მეგობრებს მიუძღვნათ. ეს არაა ის დღე, როდესაც გამარჯვებები გელოდებათ ბიზნესში, საქმიანობაში, სწავლაში, მაგრამ ახლობლებთან სრულად შეგიძლიათ წარმოაჩინოთ თქვენი თავი. მათთან ურთიერთობები, მეგობრული მხარდაჭერა, გულწრფელი საუბრები გაგრძნობინებთ, რომ ცხოვრება მშვენიერია. მარტოხელებს სულიერად მონათესავე ადამიანთან შეხვედრის დიდი შანსი გაქვთ.
თავისუფლება - Sputnik საქართველო, 1920, 03.01.2022
ზოდიაქო: ვინ მოგცემთ საუკეთესო რჩევას?
კურო: ურთიერთობების მოძალებულმა სურვილმა, შესაძლოა, უკიდურესი ფორმები მიიღოს, რაც გამოიხატება მომატებულ ლაპარაკსა და მოვლენების ცენტრში ყოფნისკენ სწრაფვაში. თქვენთვის ჩვეულებრივ შიმშილზე უარესი საინფორმაციო შიმშილი გახდება. ნებისმიერ გვერდით მყოფთან შეგიძლიათ ნებისმიერ თემაზე დეტალური საუბარი. თქვენთან შეკამათება ნამდვილად არ ღირს - ეს შეიძლება გულთან ძალიან ახლოს მიიტანოთ.
ტყუპი: სიჯიუტის დღეა - თქვენი გადარწმუნება წარმოუდგენელია. ასევე აზრი არა აქვს თქვენი შეჩერების მცდელობას. სხვათა შორის, ამას თავისი პლუსებიც აქვს, თუ სიჯიუტეს სწორად გამოიყენებთ. დღეს მთების გადადგმა შეგიძლიათ. უფრო ცუდი იქნება, თუ ამ მძლავრ ენერგიას წვრილმანებზე დახარჯავთ, ან რაღაც სისულელეებს „ჩაიხვევთ". იმპულსური მოქმედებები თქვენთვის ძალიან ცუდი შეიძლება აღმოჩნდეს.
კირჩხიბი: დღეს რასაც არ უნდა მოკიდოთ ხელი, ყველაფერში ფატალიზმის გამოჩენა შეგიძლიათ. მოქმედებთ დევიზით: „რაც მოსახდენია, მოხდება". არაა გამორიცხული, რომ რაღაც საქმეებში ბედ-იღბალს მიენდოთ და საბოლოოდ მწარე მარცხი იგემოთ. ეს რომ არ მოხდეს, იღბლის იმედი კი არ უნდა გქონდეთ, არამედ თავად უნდა იმოქმედოთ გონივრულად და კეთილსინდისიერად. ასე წარმატებასაც მალე მიაღწევთ.
ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2021
საუკეთესო კოლეგები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ლომი: დღეს არის რისკი, რომ ვინმემ ან რამემ იმედი გაგიცრუოთ. შესაძლოა. დანაკარგი გქონდეთ, ან თქვენი მოლოდინები არ გაამართლოს ვინმემ, ან მოვლენები ისე არ განვითარდეს, როგორც გსურთ. ასტროლოგები გირჩევენ, არ „ჩაიციკლოთ" იმაზე, რაც არ მოგწონთ. არაა გამორიცხული, რომ თქვენი მოთხოვნები ძალიან პრეტენზიულია. თუ მოთხოვნების თამასას დაწევთ, თავს უფრო ბედნიერად იგრძნობთ.
ქალწული: ხელსაყრელი დღეა სიყვარულის, ნათესაური და მეგობრული, ზოგადად, ყველანაირი ურთიერთობების თვალსაზრისით. წარმატება გელოდებათ იქ, სადაც ვინმეზე დაყრდნობა შეგიძლიათ. ამასთან, აქტიურად აბამთ ახალ ნაცნობობას. კარგი დღეა მოლაპარაკებების, შეთანხმებებზე ხელმოწერების, საქმიანი და პირადი ნაცნობობისთვის. მარტოხელებს ყველანაირი შანსი გაქვთ, საოცნებო ადამიანი გაიცნოთ.
სასწორი: დღეს დაწყებული საქმეები ადვილად წაიწევა წინ და შეიძლება ითქვას, რომ წარმატებით დასრულება „უწერია". ბიზნესში, კარიერასა და სიყვარულში თამამად შეგიძლიათ გადადგათ ნაბიჯი, რომელსაც აქამდე ვერ ბედავდით. შეგიძლიათ საყვარელ ადამიანს ხელი და გული შესთავაზოთ, ხელმძღვანელობას ხელფასის მომატებაზე დაელაპარაკოთ, ან ახალი სამუშაოს ძებნა დაიწყოთ. დღეს ყველა თქვენი მცდელობა წარმატებით დასრულდება.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2019
როგორი მამები არიან ზოდიაქოს ნიშნები
მორიელი: დღეს სურვილი გაგიჩნდებათ, რომ ვინმეს თქვენი გამოცდილება და ცოდნა გაუზიაროთ, ვინმეზე მეურვეობა აიღოთ. მზად ხართ, ბრძენი მრჩევლის როლი შეასრულოთ. თუ თქვენ წინაშე რამე უსამართლობა მოხდება, უკან არ დაიხევთ, რომ სუსტი დაიცვათ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ სამართლიანობა კარგია, მაგრამ „სუსტისა და უმწეოს" ნიღაბს ამოფარებულებს არ მისცეთ უფლება, ცოტა ხანში თავზე დაგასხდნენ.
მშვილდოსანი: წარმატებების მიღწევის ყველანაირი შანსი გაქვთ. მოვლენები თქვენ სასარგებლოდ განვითარდება. შესაძლოა, რამე პროექტში დამსახურებულ გამარჯვებას მიაღწიოთ. კარგი დღეა ადრე დაწყებული საქმეების დასასრულებლად. ვარსკვლავები გაჯილდოებენ ენერგიულობით, საკუთარ ძალებში რწმენით, იღბლიანობით. ასეთი „არსენალით" ნებისმიერ სფეროში შეძლებთ გამარჯვებას.
თხის რქა: თქვენს თითოეულ სიტყვაზე, საქციელზე, გრძნობასა და აზრზეც კი ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. შესაძლოა, რამე გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ და ამ გადაწყვეტილებამ თქვენი მომავალი განსაზღვროს. შეიძლება სერიოზული როლი შეასრულოს უმნიშვნელო მოვლენებმაც. აუცილებელია, გააკონტროლოთ თქვენი სიტყვები და მოქმედებები. გახსოვდეთ, რომ კეთილი საქმე უკან ასმაგად დაგიბრუნდებათ.
ენერგეტიკა  - Sputnik საქართველო, 1920, 22.08.2022
ზოდიაქოს ნიშნები - ენერგეტიკული ვამპირები და დონორები
მერწყული: ადამიანებთან ურთიერთობებში ნებისმიერი უკიდურესობაა მოსალოდნელი. ძალიან ადვილად შეიძლება მოექცეთ სხვისი გავლენის ქვეშ და გადადგათ თქვენთვის წამგებიანი ნაბიჯები. ან შეიძლება პირიქით მოხდეს - თქვენ მოახდინოთ ზეწოლა გვერდით მყოფ ადამიანებზე. ასეა თუ ისე, დღეს თქვენს ურთიერთობებს გარშემომყოფებთან იდეალურს ვერ ვუწოდებთ. ეს რომ კონფლიქტის საბაბი არ გახდეს, ურთიერთობებში ოქროს შუალედი უნდა ეძებოთ.
თევზები: შესანიშნავი დღეა, რომელიც სიმხნევეს, მზის ენერგიასა და უამრავ პოზიტივს მოგიტანთ. ნებისმიერი საქმე, რომელსაც შეეჭიდებით, თითქოს თავისით განვითარდება სწორ გზაზე. გარშემომყოფებს მოხიბლავთ. ბედი სასიამოვნო სიურპრიზებს გიმზადებთ. გელოდებათ ახალი შენაძენები, კარგი სიახლეები, საინტერესო წინადადებები, ურთიერთობები სასიამოვნო ადამიანებთან, რომანტიკული შეხვედრები.
ყველა ახალი ამბავი
0