დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 23 აგვისტო

© NASA / ESA, and the Hubble SM4 ERO Teamვარსკვლავური სისტემა „ეტა–კილია"
ვარსკვლავური სისტემა „ეტა–კილია - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 23 აგვისტოა, სამშაბათი. კლებადი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსიმფარველობს.
დღეს ადამიანები მომთხოვნი გახდებიან, მაგრამ ამან შეიძლება კონფლიქტები და ჩხუბი გამოიწვიოს. სრულყოფისკენ სწრაფვა მუშაობაში გამოიყენეთ. დღევანდელი დღის მახასიათებელია პუნქტუალობა, ამიტომ ის არ მიესადაგება სასიყვარულო გატაცებებს. ნაცნობობა და ურთიერთობების დაწყება დღეს ნიშნავს, რომ ეს სერიოზული და ხანგრძლივი კავშირი იქნება.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 22 აგვისტო>>
ვერძი: დღეს არც კი ეცადოთ გეგმების განხორციელებას, განსაკუთრებით იმ პუნქტების, რომლებზეც ბევრი რამაა მომავალში დამოკიდებული. თუ ამ რჩევას არ გაითვალისწინებთ, მოემზადეთ იმისთვის, რომ დღევანდელი წამოწყებები შუა გზაზე შეიძლება გაჩერდეს ან საერთოდ ჩაიშალოს. ამასთან, ნებისმიერი წამოწყება უამრავ საზრუნავს გაგიჩენთ. ამიტომ სჯობს, თუნდაც ერთი დღე მოიცადოთ და უფრო ხელსაყრელ დღეს იმოქმედოთ.
მამაკაცი ხელში ნიღბით - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2019
ორ(მრავალ)ცოლიანობა ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
კურო: გაქვთ შანსი, რომ რომელიმე ადრე შექმნილი პრობლემა გამოასწოროთ. ასევე შესაძლებელია, რომ რამე მოულოდნელ მოვლენას სწორი მიმართულება მისცეთ და საჭირო კალაპოტში მოაქციოთ. თუნდაც ვითარება თქვენთვის არახელსაყრელი მიმართულებით განვითარდეს, გწამდეთ, რომ ამაში თქვენთვის პლუსებისა და მინუსების მოძებნას შეძლებთ. ხომ გაგიგიათ,პესიმისტი თითოეულ შესაძლებლობაში საფრთხეს ხედავს, ხოლო ოპტიმისტი თითოეულ საფრთხეში – შესაძლებლობას.
ტყუპი:ვარსკვლავებიგირჩევენ, დღეს თქვენს ფინანსებს მიხედოთ. ხართ ყურადღებიანი, გამძაფრებულია ლოგიკური აზროვნება, ამიტომ ადვილად შეძლებთ საკუთარი ბიუჯეტის დაგეგმვას ან გათვლებში შეცდომების პოვნას. ანალიტიკური უნარები დაგეხმარებათ, გაარკვიოთ, როგორ გაზარდოთ კაპიტალი. უნდა გამოიყენოთ დღევანდელი შანსი, რომ ფულთან დაკავშირებული თქვენი მოქმედებები (გარდა სარისკო და დაუფიქრებელი ქმედებებისა) წარმატებული იქნება.
კირჩხიბი: დღეს თქვენს ცხოვრებაში სამ რამეს არა აქვს ადგილი: სიტყვას „იქნებ“, ინტუიციასა და ბრმა იღბალს – მათ შეიძლება მწარედ დაგაღალატონ. არ უნდა გქონდეთ იმედი იმისა, რომ „ბედნიერი შემთხვევის“ წყალობით რაღაც კარგი მოხდება. თუ გინდათ, წარმატებას მიაღწიოთ, ყველა ნაბიჯი, მოქმედება, სიტყვა ლოგიკურად უნდა აწონ–დაწონოთ და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში სავალალო გაუგებრობებია მოსალოდნელი.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2018
სიტყვები, რომლებსაც ზოდიაქოს ნიშნების განრისხება შეუძლია
ლომი: თქვენში ემოციები მომძლავრდება, მაგრამ, ამავე დროს, ისინი წონასწორობაში იქნება. ეს დაგეხმარებათ, რომ მოვლენებს ჩაუღრმავდეთ. გარშემომყოფების განწყობა, მათი საქციელის მოტივები და ზოგიერთ შემთხვევაში აზრებიც კი თქვენთვის საიდუმლო არ იქნება. შესაძლოა, გარკვეულწილად ტელეპათიის ნიჭიც კი იგრძნოთ. გამოიყენეთ ეს ვითარება იმისთვის, რომ თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიტუაციის არსს ჩაწვდეთ.
ქალწული: არ ღირს გარშემომყოფების ნდობა – ნებსით თუ უნებლიეთ, მათ შეიძლება დაგაღალატონ. ეს განსაკუთრებით უცნობ და ნაკლებად ნაცნობ ადამიანებს ეხება. თუ კარგად დააკვირდებით, შეიძლება დაინახოთ, რომ ვიღაც შეგნებულად გვნებთ, ავრცელებს ჭორებს ან ინტრიგებს ხლართავს თქვენ წინააღმდეგ. ასეთი შემთხვევები რომ აიცილოთ თავიდან, დღეს თქვენი წარმატების გასაღები ფხიზლად ყოფნა და ყურადღებიანობაა.
სასწორი: დღეს შეიძლება ძალზე მომთხოვნი იყოთ როგორც საკუთარი თავის, ისე გარშემომყოფების მიმართ. გაქვთ ყველაფრის გაკონტროლების სურვილი; გეგმიდან ნებისმიერი გადახვევა, შესაძლოა, პირად შეურაცხყოფად მიიღოთ. ასეთი განწყობა აისახება ირგვლივ მყოფ ადამიანებზე, მაგრამ ასევე უსაყვედურებთ საკუთარ თავსაც. გაიაზრეთ, რომ ყველაფერი თქვეზე არაა დამოკიდებული – ასე ცხოვრება უფრო მარტივი გახდება.
თეთრი ღამე ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2019
ბოშური ჰოროსკოპი - გაიგეთ თქვენი და თქვენი ახლობლების თვისებები ახალი რაკურსით
მორიელი: შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ ნებისმიერ წამოწყებაში მხარდაჭერა მიიღოთ. ეს, პირველ რიგში, სიყვარულსა და ურთიერთობებს ეხება – თუ აპირებთ რომანტიკულ ნაცნობობას, გრძნობების გამჟღავნებას ან ერთობლივი ცხოვრების გეგმებზე საუბარს, ამაზე უკეთეს დროს ვერ ნახავთ. ასევე კარგი დღეა საქმიანი კონტაქტებისთვის. მეგობრული, კოლეგიალური თუ სასიყვარულო თანამშრომლობა აუცილებლად გამოიღებს ნაყოფს.
მშვილდოსანი: წარმატების მიღწევის გარანტი დღეს სიფრთხილეა, რადგან შეიქმნება უამრავი დაძაბული მომენტი, როდესაც კონფლიქტამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი. მოსალოდნელია უთანხმოებები და ურთიერთობების გარჩევები საყვარელ ადამიანთან, კამათი კოლეგებთან. დღემ რომ მშვიდად ჩაიაროს, ჩუმად და წყნარად აკეთეთ თქვენი საქმე,არ აჰყვეთ პროვოკაციებს და აღიჭურვეთმოთმინებით.
თხის რქა: დღეს ბედი თქვენი სიმტკიცის გამოცდას მოაწყობს, მაგრამ გაქვთ ძალა, რომ ამას დაუპირისპირდეთ. სავარაუდოდ, მოგიწევთ საკუთარი ინტერესების დაცვა, გარშემომყოფების თავდასხმის მოგერიებაც. ეს რომ არ მოხდეს, სჯობს, თავი შეიკავოთ, მშვიდად მოიძიოთ საჭირო არგუმენტები და წარუდგინოთ მოპაექრე მხარეს. თუ ემოციებს არ აჰყვებით, ნებისმიერი სიტუაციიდან შეძლებთ გამოსვლას.
მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2018
ტიბეტური ჰოროსკოპი და ცხრილი – რომელი ცხოველია თქვენი მფარველი დაბადების წლის მიხედვით
მერწყული: სასიამოვნო სიახლეების, მოვლენების, სიურპრიზების დღეა, მაგრამ პარადოქსი ისაა, რომ შეიძლება ეს ღირსეულად ვერ დააფასოთ და აპათია დაგეუფლოთ კიდეც, უკმაყოფილება გამოთქვათ. შესაძლოა, ამის მიზეზი ის იყოს, რომ ბოლო დროს ემოციები დაგიგროვდათ, ან, უბრალოდ, დაიღალეთ. სჯობს, გამოფხიზლდეთ და კარგ სიახლეებს, რაც ბედმა დღეს მოგიმზადათ, სათანადოდ დახვდეთ.
თევზები: დღეს თქვენში საოცარი ორგანიზატორული ნიჭი გაიღვიძებს. შესაძლოა, მოგიწიოთ, მაგალითად, განყოფილების მართვა, ღონისძიების ან ახალი პროექტის ორგანიზება და ხელმძღვანელობა. სახლში კი მოიფიქრებთ, როგორ არ მოიწყინოს არავინ ირგვლივ. და თქვენ წარმოდგენაში ეს გამოიხატება, მაგალითად, სახლის საფუძვლიან დალაგებაში ოჯახის წევრების ძალებით...
ყველა ახალი ამბავი
0