https://sputnik-georgia.com/20220824/dabali-wnevis-awevis-metodebi-269734691.html
თუ წნევა დაგივარდათ: ხუთი მარტივი ხერხი, რაც სწრაფად გიშველით
თუ წნევა დაგივარდათ: ხუთი მარტივი ხერხი, რაც სწრაფად გიშველით
Sputnik საქართველო
თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. დაბალი წნევა (ჰიპოტონია) შეიძლება სერიოზული დაავადებებისა თუ სხვა ფარული მიზეზების სიმპტომი იყოს, აცხადებენ ექიმები. 24.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-24T15:12+0400
2022-08-24T15:12+0400
2023-08-17T10:48+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23515/70/235157040_0:270:5184:3186_1920x0_80_0_0_00ecbd8bbdb88b75275190144e728b9e.jpg
თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. დაბალი წნევა (ჰიპოტონია) შეიძლება სერიოზული დაავადებებისა თუ სხვა ფარული მიზეზების სიმპტომი იყოს, აცხადებენ ექიმები.სპეციალისტების თქმით, ადამიანს ჰიპოტონია აქვს, თუ წნევის მაჩვენებელი 90/60-ზე დაბალია.მედიკოსების განმარტებით, ჰიპოტონიას, როგორც წესი, თან ახლავს: ძილიანობა, თავბრუსხვევა, მოდუნება, გულის რიტმის დარღვევა, მხედველობის დაბინდვა, გულისრევა, ოფლიანობა, კონცენტრაციის დაქვეითება.რაც შეეხება გამომწვევ მიზეზებს, უმეტეს შემთხვევებში ჰიპოტონია გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიის, ასევე თირკმელების დაავადებისას ჩნდება. სწორედ ამიტომ გამუდმებული დაბალი წნევის დროს პირველ რიგში სწორედ ეს დაავადებები უნდა გამოირიცხოს.თუ პათოლოგიები გამოირიცხება, ექიმმა პაციენტი ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების დეფიციტზე უნდა შეამოწმოს, რადგან ძალიან ხშირად ჰიპოტონიის მიზეზი რკინისა და ფტოლატების ნაკლებობაა.ამასთან უნდა შემოწმდეს ფარისებრი ჯირკვალიც. მისი ჰორმონების ნაკლებობა ასევე შეიძლება იყოს დაბალი წნევის მიზეზი.ჰიპოტონია ასევე შეიძლება გაჩნდეს რეგულარული უძილობისა და ქრონიკული სტრესის ფონზე.როგორ მოვიყვანოთ ნორმაში დაბალი წნევაექიმების თქმით, აუცილებლად გასათვალისწინებელია ის, რომ 90/60 ნორმალური რიცხვებია და ეს მაჩვენებელი ჰიპოტონიად არ მიიჩნევა. თუ ადამიანი დაბალი წნევის შემთხვევაში თავს ნორმალურად გრძნობს, ე.ი. ეს მისი ორგანიზმის თავისებურებაა და ტონობით შავი შოკოლადის ჭამა საჭირო არ არის.ხოლო თუ დაბალი წნევა დისკომფორტს გიქმნით, უპირველესად ექიმთან უნდა წახვიდეთ, გამომწვევი მიზეზი დაადგინოთ და პრობლემა აღმოფხვრათ. მაგრამ სანამ ექიმთან მიხვალთ, წნევის მალე ასაწევად შეგიძლიათ „შინაურული“ მეთოდებიც გამოიყენოთ, რომლებსაც აქვე გთავაზობთ.შეჭამეთ რაიმე მარილიანი მაგალითად კიტრის მწნილი ან მარილიანი ყველი. ნატრიუმის ქლორიდი (ანუ სუფრის მარილი) არტერიულ წნევას მაღლა სწევს — ზოგჯერ ძალიან მკვეთრადაც, ამიტომაც ეკრძალებათ ჰიპერტონიკებს მარილიანი საკვები.დაიმახსოვრეთ: არ შეიძლება დავარდნილი წნევის მუდმივად მარილიანი საკვებით აწევა. ამან შესაძლოა გულის უკმარისობაც კი გამოიწვიოს, მით უმეტეს, თუ საქმე ასაკოვან ადამიანთან გვაქვს!დალიეთ რამდენიმე ჭიქა წყალიდათვალეთ ჩვეულებრივად რამდენ წყალს სვამთ დღის განმავლობაში და 1,5-ჯერ გაზარდეთ ეს მოცულობა.ჩაიცვით კომპრესიული წინდებიროგორც წესი, ასეთ წინდებსა და გოლფებს ვარიკოზული ვენების დროს იცვამენ ტკივილებისა და შეშუპებების მოსახსნელად. კომპრესიული წინდების მეშვეობით ფეხებიდან განდევნილი სისხლი ორგანიზმის ძირითად სისხლძარღვებში წნევის მატებას იწვევს.მიიღეთ სწორი პოზა ეს მეთოდი კომპრესიული წინდების ერთგვარი ალტერნატივაა:დალიეთ ყავა მართალია, ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდია, მაგრამ ეფექტური მხოლოდ მათთვისაა, ვინც ყავას იშვიათად სვამს. „ყავომანებს“ ეს ნაკლებად ან საერთოდ არ უშველის.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23515/70/235157040_288:0:4896:3456_1920x0_80_0_0_2214b542a97c8b481e0b17d3b61c83bf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. დაბალი წნევა (ჰიპოტონია) შეიძლება სერიოზული დაავადებებისა თუ სხვა ფარული მიზეზების სიმპტომი იყოს, აცხადებენ ექიმები.
სპეციალისტების თქმით, ადამიანს ჰიპოტონია აქვს, თუ წნევის მაჩვენებელი 90/60-ზე დაბალია.
მედიკოსების განმარტებით, ჰიპოტონიას, როგორც წესი, თან ახლავს: ძილიანობა, თავბრუსხვევა, მოდუნება, გულის რიტმის დარღვევა, მხედველობის დაბინდვა, გულისრევა, ოფლიანობა, კონცენტრაციის დაქვეითება.
რაც შეეხება გამომწვევ მიზეზებს, უმეტეს შემთხვევებში ჰიპოტონია გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიის, ასევე თირკმელების დაავადებისას ჩნდება. სწორედ ამიტომ გამუდმებული დაბალი წნევის დროს პირველ რიგში სწორედ ეს დაავადებები უნდა გამოირიცხოს.
თუ პათოლოგიები გამოირიცხება, ექიმმა პაციენტი ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების დეფიციტზე უნდა შეამოწმოს, რადგან ძალიან ხშირად ჰიპოტონიის მიზეზი რკინისა და ფტოლატების ნაკლებობაა.
ამასთან უნდა შემოწმდეს ფარისებრი ჯირკვალიც. მისი ჰორმონების ნაკლებობა ასევე შეიძლება იყოს დაბალი წნევის მიზეზი.
ჰიპოტონია ასევე შეიძლება გაჩნდეს რეგულარული უძილობისა და ქრონიკული სტრესის ფონზე.
როგორ მოვიყვანოთ ნორმაში დაბალი წნევა
ექიმების თქმით, აუცილებლად გასათვალისწინებელია ის, რომ 90/60 ნორმალური რიცხვებია და ეს მაჩვენებელი ჰიპოტონიად არ მიიჩნევა. თუ ადამიანი დაბალი წნევის შემთხვევაში თავს ნორმალურად გრძნობს, ე.ი. ეს მისი ორგანიზმის თავისებურებაა და ტონობით შავი შოკოლადის ჭამა საჭირო არ არის.
ხოლო თუ დაბალი წნევა დისკომფორტს გიქმნით, უპირველესად ექიმთან უნდა წახვიდეთ, გამომწვევი მიზეზი დაადგინოთ და პრობლემა აღმოფხვრათ. მაგრამ სანამ ექიმთან მიხვალთ, წნევის მალე ასაწევად შეგიძლიათ „შინაურული“ მეთოდებიც გამოიყენოთ, რომლებსაც აქვე გთავაზობთ.
მაგალითად კიტრის მწნილი ან მარილიანი ყველი. ნატრიუმის ქლორიდი (ანუ სუფრის მარილი) არტერიულ წნევას მაღლა სწევს — ზოგჯერ ძალიან მკვეთრადაც, ამიტომაც ეკრძალებათ ჰიპერტონიკებს მარილიანი საკვები.
დაიმახსოვრეთ: არ შეიძლება დავარდნილი წნევის მუდმივად მარილიანი საკვებით აწევა. ამან შესაძლოა გულის უკმარისობაც კი გამოიწვიოს, მით უმეტეს, თუ საქმე ასაკოვან ადამიანთან გვაქვს!
დალიეთ რამდენიმე ჭიქა წყალი
დათვალეთ ჩვეულებრივად რამდენ წყალს სვამთ დღის განმავლობაში და 1,5-ჯერ გაზარდეთ ეს მოცულობა.
ჩაიცვით კომპრესიული წინდები
როგორც წესი, ასეთ წინდებსა და გოლფებს ვარიკოზული ვენების დროს იცვამენ ტკივილებისა და შეშუპებების მოსახსნელად. კომპრესიული წინდების მეშვეობით ფეხებიდან განდევნილი სისხლი ორგანიზმის ძირითად სისხლძარღვებში წნევის მატებას იწვევს.
ეს მეთოდი კომპრესიული წინდების ერთგვარი ალტერნატივაა:
თუ ზიხართ, ფეხი ფეხზე გადაიდეთ — ასე ქვედა კიდურებში სისხლის მოცულობას შეამცირებთ და მთავარ სისხლძარღვებში წნევა მოიმატებს. სხვათა შორის, სწორედ ამიტომაა ეს პოზა უკუჩვენებითი ჰიპერტონიკებისთვის.
თუ დგახართ, ფეხები ისე გადააჯვარედინეთ, რომ ბარძაყები მჭიდროდ შეატყუპოთ და ძლიერად მიაჭიროთ ერთმანეთს. ეფექტი იგივე იქნება.
კიდევ ერთი ვარიანტი: დადგით ერთი ფეხი სკამზე და რაც შეიძლება ღრმად გადაიხარეთ წინ მთელი სხეულით.
მართალია, ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდია, მაგრამ ეფექტური მხოლოდ მათთვისაა, ვინც ყავას იშვიათად სვამს. „ყავომანებს“ ეს ნაკლებად ან საერთოდ არ უშველის.