თბილისში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის მინისტრების შეხვედრა გაიმართება

© Ministry of Internal Affairs of Georgia / Ministry of Foreign Affairs of Georgiaსაქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის დროშები
საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2022
გამოწერა
გარდა ქართველ და თურქ კოლეგებთან სამმხრივი შეხვედრისა, ნაბიევი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრსაც შეხვდება.
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. თბილისში აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს სატრანსპორტო სექტორზე პასუხისმგებელი მინისტრების სამმხრივი შეხვედრა გაიმართება.
აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი რაშად ნაბიევი 23 აგვისტოს საქართველოში გაემგზავრება, რათა მონაწილეობა მიიღოს ქართველ და თურქ კოლეგებთან შეხვედრაში, იუწყება Sputnik–აზერბაიჯანი.
ვიზიტის ფარგლებში ნაბიევი ასევე შეხვდება საქართველოს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს.
უფრო ადრე ბაქოში აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის საბაჟო საკითხებზე სამმხრივი კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც ხელი მოაწერეს შეთანხმებას ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის პროექტის ფარგლებში ინფორმაციის საწყისი გაცვლის შესახებ, რაც სატრანზიტო საბაჟო პროცედურების გამარტივებას ემსახურება.
სატვირთო ავტომობილი - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2022
საქართველო სატრანზიტო ტვირთის მოსაზიდად ყაზახეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
დოკუმენტი ხელს შეუწყობს ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის ხაზის მეშვეობით ტვირთის უწყვეტი, დროული და ეფექტური გადაზიდვის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი შესაძლებლობების შექმნას. მის ფარგლებში გამარტივდება საბაჟო პროცედურები და დაჩქარდება საზღვრის გადაკვეთის პროცესები. ეს, საბაჟო კონტროლის ურთიერთშეთანხმებული თანამედროვე მეთოდების წყალობით, დაზოგავს დროს.
ამას გარდა, თვის დასაწყისში ტაშკენტში გაიმართა დიალოგის ფორმატის პირველი შეხვედრა „უზბეკეთი–აზერბაიჯანი–თურქეთი“, რომელშიც მონაწილეობდნენ სამი ქვეყნის მინისტრები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საგარეო პოლიტიკის, ეკონომიკისა და ტრანსპორტის საკითხებზე.
ბაქო-თბილისი-ყარსის გავლით ტვირთების გადაზიდვა 15-ჯერ გაიზარდა>>
მხარეებმა გადაწყვიტეს აქტიურად გამოიყენონ ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის ყველა შესაძლებლობა, მათ შორის, თურქეთისა და აზერბაიჯანის საერთაშორისო პორტები, ასევე საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი „ჩრდილოეთი–სამხრეთი“ და „აღმოსავლეთი–დასავლეთი“.
სხდომის შედეგების მიხედვით ხელი მოეწერა ტაშკენტის დეკლარაციას, რომელიც სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პრიორიტეტებს განსაზღვრავს უახლოეს პერსპექტივაში.
ყველა ახალი ამბავი
0