https://sputnik-georgia.com/20220710/baqo-tbilisi-yarsis-gavlit-tvirtebis-gadazidva-15-jer-gaizarda-268374034.html
ბაქო-თბილისი-ყარსის გავლით ტვირთების გადაზიდვა 15-ჯერ გაიზარდა
ბაქო-თბილისი-ყარსის გავლით ტვირთების გადაზიდვა 15-ჯერ გაიზარდა
Sputnik საქართველო
BTK-ის მზარდი როლის გათვალისწინებით, იგეგმება მისი გამტარუნარიანობის გაზრდა
2022-07-10T20:07+0400
2022-07-10T20:07+0400
2022-07-10T20:08+0400
ახალი ამბები
კავკასია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23802/13/238021395_189:488:2167:1600_1920x0_80_0_0_718c071b0a12444b5cff8725eb100cae.jpg
თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. ტვირთების გადაზიდვა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით თითქმის 15-ჯერ გაიზარდა.ბოლო დროს მარშრუტს სულ უფრო ხშირად იყენებს რუსეთი, რომელიც თავისი საქონლის ექსპორტისთვის ახალ დერეფნებს განიხილავს, ნათქვამია Sputnik-აზერბაიჯანის სტატიაში.„როსლესინფორგის“ ცნობით, რომელიც ტყის ინვენტარიზაციისა და ტყის მართვის ამოცანების კომპლექსურ გადაჭრის სფეროში ოპერირებს, მარტში აზერბაიჯანის გავლით ხე-ტყის გადაზიდვები 37%-ით გაიზარდა.თუ ადრე თურქეთში მიწოდების ნახევარზე მეტი გადიოდა სანკტ-პეტერბურგისა და კრასნოდარის საზღვაო პორტებით, ახლა რუსულმა ხე-ტყის გადამზიდავებმა კონტრაქტების შესასრულებლად ყურადღება გადაიტანეს სარკინიგზო დერეფნებზე - ტვირთი მიდის ბაქომდე და იქიდან ბაქო-თბილისი-ყარსის დერეფნით თურქეთამდე.BTK-ის მზარდი როლის გათვალისწინებით, იგეგმება მისი გამტარუნარიანობის გაზრდა, მათ შორის საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების უშუალო მონაწილეობით. მაგალითად, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) პრეზიდენტმა დმიტრი პანკინმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ბანკი მზადაა განიხილოს მონაწილეობა ამ რკინიგზის გამტარუნარიანობის გაზრდაში.მან აღნიშნა, რომ იმ ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა, რომელიც მხარს უჭერს წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს, ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მიმოსვლა გახსნილია აზერბაიჯანი–საქართველო–თურქეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების (2007 წ.) საფუძველზე. პროექტის რეალიზება 2008 წელს დაიწყო, ხოლო რკინიგზაზე სატვირთო მოძრაობის გახსნის ცერემონია 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა.BTK-ს სავარაუდო გამტარუნარიანობა წელიწადში მილიონ მგზავრს და 6,5 მილიონ ტონა ტვირთს შეადგენს. შემდგომში სატრანსპორტო დერეფნის გამტარუნარიანობამ შესაძლოა წელიწადში 3 მილიონი მგზავრი და 20 მლნ ტონა ტვირთი შეადგინოს.წყარო - Sputnik-აზერბაიჯანის
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23802/13/238021395_241:461:1760:1600_1920x0_80_0_0_dc9cf081972f293b63cebd116b60007a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ბაქო-თბილისი-ყარსი რკინიგზა ტვირთები გადაზიდვა 15-ჯერ ზრდა
ბაქო-თბილისი-ყარსი რკინიგზა ტვირთები გადაზიდვა 15-ჯერ ზრდა
ბაქო-თბილისი-ყარსის გავლით ტვირთების გადაზიდვა 15-ჯერ გაიზარდა
20:07 10.07.2022 (განახლებულია: 20:08 10.07.2022) BTK-ის მზარდი როლის გათვალისწინებით, იგეგმება მისი გამტარუნარიანობის გაზრდა
თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. ტვირთების გადაზიდვა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით თითქმის 15-ჯერ გაიზარდა.
ბოლო დროს მარშრუტს სულ უფრო ხშირად იყენებს რუსეთი, რომელიც თავისი საქონლის ექსპორტისთვის ახალ დერეფნებს განიხილავს, ნათქვამია Sputnik-აზერბაიჯანის სტატიაში.
„როსლესინფორგის“ ცნობით, რომელიც ტყის ინვენტარიზაციისა და ტყის მართვის ამოცანების კომპლექსურ გადაჭრის სფეროში ოპერირებს, მარტში აზერბაიჯანის გავლით ხე-ტყის გადაზიდვები 37%-ით გაიზარდა.
თუ ადრე თურქეთში მიწოდების ნახევარზე მეტი გადიოდა სანკტ-პეტერბურგისა და კრასნოდარის საზღვაო პორტებით, ახლა რუსულმა ხე-ტყის გადამზიდავებმა კონტრაქტების შესასრულებლად ყურადღება გადაიტანეს სარკინიგზო დერეფნებზე - ტვირთი მიდის ბაქომდე და იქიდან ბაქო-თბილისი-ყარსის დერეფნით თურქეთამდე.
BTK-ის მზარდი როლის გათვალისწინებით, იგეგმება მისი გამტარუნარიანობის გაზრდა, მათ შორის საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების უშუალო მონაწილეობით. მაგალითად, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) პრეზიდენტმა დმიტრი პანკინმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ბანკი მზადაა განიხილოს მონაწილეობა ამ რკინიგზის გამტარუნარიანობის გაზრდაში.
მან აღნიშნა, რომ იმ ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა, რომელიც მხარს უჭერს წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს, ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მიმოსვლა გახსნილია აზერბაიჯანი–საქართველო–თურქეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების (2007 წ.) საფუძველზე. პროექტის რეალიზება 2008 წელს დაიწყო, ხოლო რკინიგზაზე სატვირთო მოძრაობის გახსნის ცერემონია 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა.
BTK-ს სავარაუდო გამტარუნარიანობა წელიწადში მილიონ მგზავრს და 6,5 მილიონ ტონა ტვირთს შეადგენს. შემდგომში სატრანსპორტო დერეფნის გამტარუნარიანობამ შესაძლოა წელიწადში 3 მილიონი მგზავრი და 20 მლნ ტონა ტვირთი შეადგინოს.