პარლამენტის საშემოდგომო სესია 6 სექტემბერს გაიხსნება

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 22.08.2022
გამოწერა
სავარაუდოდ, საშემოდგომო სესია მეათე მოწვევის პარლამენტისთვის საკმაოდ დატვირთული იქნება.
თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია 6 სექტემბერს გაიხსნება.
რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის საშემოდგომო სესია სექტემბერის პირველ სამშაბათს იხსნება და დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება.
ეს საშემოდგომო სესია მეათე მოწვევის პარლამენტისთვის საკმაოდ დატვირთული იქნება, რადგან საკანონმდებლო ორგანოში დაახლოებით ათი სამუშაო ჯგუფი ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე მუშაობს და ამ ჯგუფების მიერ მომზადებული კანონპროექტების ინიცირება და განხილვა სწორედ სექტემბრიდან იგეგმება.
პარლამენტს მოუწევს რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილების მიღებაც. მათ შორის, უნდა აირჩიოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ცესკოს წევრები. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარუდგინა.
პაპუაშვილი: პრეზიდენტის მიერ გიორგი კალანდარიშვილის არწარდგენა რადიკალების წახალისებაა>>
უფრო ადრე მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოში" უკმაყოფილება გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურად გიორგი კალანდარიშვილი არ წარუდგინა, რომლის უფლებამოსილება ამ თვეში იწურება.
უკვე ცნობილია, რომ მართველი ძალა პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კანდიდატურებს მხარს არ დაუჭერს.
პასუხი პრეზიდენტს: მმართველი პარტია ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს მხარს არ დაუჭერს>>
გარდა ამისა, საშემოდგომო სესიაზე უნდა მოისმინონ რამდენიმე უწყების წლიური ანგარიში, მათ შორის, სახალხო დამცველის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს პროკურატურის.
პარლამენტი ასევე იმსჯელებს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტზე, რომელიც პარლამენტს 1 ოქტომბრამდე უნდა წარედგინოს და საკანონმდებლო ორგანომ დეკემბრის მესამე პარასკევამდე უნდა დაამტკიცოს, როდესაც საშემოდგომო სესია დაიხურება.
ყველა ახალი ამბავი
0