პაპუაშვილი: პრეზიდენტის მიერ გიორგი კალანდარიშვილის არწარდგენა რადიკალების წახალისებაა

© photo: Sputnik / Stringerცესკო
ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 21.08.2022
გამოწერა
ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის არ წარდგენა - კეთილსინდისიერი და პროფესიონალი საჯარო მოხელეების დისკრედიტაციაა, მიაჩნია პარლამენტის სპიკერს
თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რადიკალური ოპოზიცია წაახალისა იმით, რომ ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატთა სიაში გიორგი კალანდარიშვილი არ შეუყვანა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
„ქართულ ოცნებაში“ უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის პოსტის პრეტენდენტად არ წარუდგინა ამჟამად მოქმედი თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურა, რომლის უფლებამოსილების ვადა აგვისტოს შუა რიცხვებში იწურება.
„დასაბუთება იყო პოლიტიკური, თითქოს იქიდან გამომდინარე, რომ კვალიფიციური უმრავლესობა ვერ მოიპოვა ორჯერ. ვთქვათ, ნაკლები შანსი ჰქონდა კვალიფიციური უმრავლესობის მოპოვების, ეს ჩემი აზრით, არის ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგის წახალისება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რადიკალური ოპოზიციის წახალისება არ არის სწორი. მისივე თქმით, არავის წარუდგენია კალანდარიშვილის კვალიფიკაციის, პროფესიონალიზმის და მათ შორის მიუკერძოებლობის მიმართ რაიმე არგუმენტი.
„უბრალოდ, პოლიტიკურ პოზიციას აფიქსირებდა ოპოზიცია და ცდილობდა ამ კანდიდატის ჩაგდებას. ეს გახლავთ კვალიფიციური, კეთილსინდისიერი და პროფესიონალი საჯარო მოხელეების დისკრედიტაცია. აქედან გამომდინარე, მე ძალიან ვწუხვარ, რომ ასე მოხდა“, – განაცხადა პაპუაშვილი.
საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი წარუდგინა. განაცხადის შეტანის მიუხედავად, ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი სიაში არ აღმოჩნდა.
პრეზიდენტმა საკუთარი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ცესკოს მოქმედმა თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა უკვე ორჯერ ვერ მოიპოვა პარლამენტის წევრთა ხმების 2/3, რაც საჭიროა აღნიშნულ თანამდებობაზე 5 წლის ვადით ასარჩევად.
პასუხი პრეზიდენტს: მმართველი პარტია ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს მხარს არ დაუჭერს >>
ზურაბიშვილის თქმით, მისი გადაწყვეტილება მიზნად ისახავს პროცესში ახალი პროფესიონალების ჩართვის ხელშეწყობას, ცესკოს დემოკრატიულ და ინსტიტუციურ გაძლიერებას, ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე ასარჩევად ფართო პოლიტიკური კონსენსუსისა და მაღალი ლეგიტიმაციის მქონე კანდიდატურების გამოვლენას.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნეიტრალური სტატუსი დაკარგა და მიკერძოებული გახდა – ასე გამოეხმაურა მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის აღნიშნულ გადაწყვეტილებას.
ყველა ახალი ამბავი
0