https://sputnik-georgia.com/20220808/mmartveli-partia-ceskos-tavmjdomareobis-kandidatebs-mxars-ar-dauchers-269285899.html
პასუხი პრეზიდენტს: მმართველი პარტია ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს მხარს არ დაუჭერს
პასუხი პრეზიდენტს: მმართველი პარტია ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს მხარს არ დაუჭერს
Sputnik საქართველო
ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარეობაზე წარდგენილი ხუთი კანდიდატიდან პარლამენტს დასამტკიცებლად თამარ ალფაიძის და რევაზ ეგაძის კანდიდატურები შესთავაზა. 08.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-08T19:21+0400
2022-08-08T19:21+0400
2022-08-08T22:31+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
ცესკო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0a/249176241_0:0:1001:563_1920x0_80_0_0_570704a874a772edfb711ac3ae438a4a.jpg
თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. პრეზიდენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილ კანდიდატებს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა არ ექნებათ, განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან.მიუხედავად იმისა, რომ შეტანილი იყო განაცხადი, საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის პოსტის პრეტენდენტად არ წარუდგინა ამჟამად მოქმედი თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურა. კალანდარიშვილს უფლებამოსილების ვადა აგვისტოს შუა რიცხვებში ეწურება.კალანდარიშვილი ცესკოს თავმჯდომარე ორჯერ გახდა ექვს–ექვსი თვით და ორივეჯერ მხოლოდ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით – მას მხარი დაუჭირა უბრალო უმრავლესობამ და არა დეპუტატების 2/3-მა.მისი თქმით, აბსოლუტურად გაუგებარია მოტივაცია, რომლითაც პრეზიდენტმა იმოქმედა და იხელმძღვანელა.„როგორც მისი (სალომე ზურაბიშვილის) განცხადებებიდან ჩანს, ეს არის მისი პოლიტიკური პოზიციის გამოვლენა... ის უნდა ყოფილიყო მიუკერძოებელი და ობიექტურ მონაცემებზე დაყრდნობით უნდა მიეღო გადაწყვეტილება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.როგორც ადრე საკუთარ განცხადებაში პრეზიდენტმა აღნიშნა, იგი ეჭვქვეშ არ აყენებს ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის პროფესიონალიზმს, გამოცდილებას და საქმიანობას.საქართველოს პრეზიდენტმა ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის კანდიდატურის აცილების მიზეზი დაასახელა>>>მაგრამ, ზურაბიშვილის თქმით, მისი გადაწყვეტილება მიზნად ისახავს პროცესში ახალი პროფესიონალების ჩართვის ხელშეწყობას, ცესკოს დემოკრატიულ და ინსტიტუციურ გაძლიერებას, ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე ასარჩევად ფართო პოლიტიკური კონსენსუსისა და მაღალი ლეგიტიმაციის მქონე კანდიდატურების გამოვლენას.იმის თაობაზე, რომ გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე პროფესიონალიზმითა და კეთილსინდისიერებით გამოირჩეოდა, ორშაბათს განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.მისი თქმით, კალანდარიშვილის წინააღმდეგ, მათ შორის ბოლო არჩევნებზე, დისკრიმინაციული კამპანია მიმდინარეობდა.პარლამენტის სპიკერმა სინანულით აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.„ეს არის სამწუხარო სიგნალი პრეზიდენტის მხრიდან საჯარო მოხელეების მიმართ, რომ ფასდება არა კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი, არამედ გადაწყვეტილებები მიიღება იმის მიხედვით, თუპოლიტიკურად რამდენად ჩათვლის ვინმე ამას საჭიროდ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.„გაკვირვებული ვარ“ - ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას აფასებს>>>მისი თქმით, კალანდარიშვილს პარლამენტის მრავალპარტიული მხარდაჭერა ჰქონდა, თუმცა ცდილობენ ისე წარმოაჩინონ, თითქოს მას მხოლოდ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ უჭერდა მხარს.კალანდარიშვილმა დეპუტატების ხმების 2/3-ის მიღება ვერ შეძლო, რადგანაც მას მხარი არ დაუჭირეს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა. „ნაციონალურ მოძრაობას“ სხვა გეგმა - რადიკალური გეგმა აქვს სიტუაციის არევის“.ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარეობაზე წარდგენილი ხუთი კანდიდატიდან პარლამენტს დასამტკიცებლად თამარ ალფაიძის (ლექტორი და სახელმძღვანელოების ავტორი იურისპრუდენციაში) და რევაზ ეგაძის (ცესკოს სწავლების მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი) კანდიდატურები წარუდგინა.საკონკურსო კომისიის მიერ პრეზიდენტისთვის წარდგენილ სიაში, ალფაიძესთან და ეგაძეთან ერთად, ცესკოს მოქმედი თავმჯდომარეც იყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0a/249176241_19:0:908:667_1920x0_80_0_0_d53b9a63490f39f1fc2e33567cec0e60.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ცესკო, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ცესკო, ახალი ამბები
პასუხი პრეზიდენტს: მმართველი პარტია ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს მხარს არ დაუჭერს
19:21 08.08.2022 (განახლებულია: 22:31 08.08.2022) ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარეობაზე წარდგენილი ხუთი კანდიდატიდან პარლამენტს დასამტკიცებლად თამარ ალფაიძის და რევაზ ეგაძის კანდიდატურები შესთავაზა.
თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. პრეზიდენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილ კანდიდატებს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა არ ექნებათ, განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან.
მიუხედავად იმისა, რომ შეტანილი იყო განაცხადი, საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის პოსტის პრეტენდენტად არ წარუდგინა ამჟამად მოქმედი თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურა. კალანდარიშვილს უფლებამოსილების ვადა აგვისტოს შუა რიცხვებში ეწურება.
კალანდარიშვილი ცესკოს თავმჯდომარე ორჯერ გახდა ექვს–ექვსი თვით და ორივეჯერ მხოლოდ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით – მას მხარი დაუჭირა უბრალო უმრავლესობამ და არა დეპუტატების 2/3-მა.
„ალბათ ჩვენც გვექნება ამასთან დაკავშირებით ჩვენი ხედვა და არ დავუჭერთ მხარს პრეზიდენტის ამ არამოტივირებულ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, აბსოლუტურად გაუგებარია მოტივაცია, რომლითაც პრეზიდენტმა იმოქმედა და იხელმძღვანელა.
„როგორც მისი (სალომე ზურაბიშვილის) განცხადებებიდან ჩანს, ეს არის მისი პოლიტიკური პოზიციის გამოვლენა... ის უნდა ყოფილიყო მიუკერძოებელი და ობიექტურ მონაცემებზე დაყრდნობით უნდა მიეღო გადაწყვეტილება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
როგორც ადრე საკუთარ განცხადებაში პრეზიდენტმა აღნიშნა, იგი ეჭვქვეშ არ აყენებს ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის პროფესიონალიზმს, გამოცდილებას და საქმიანობას.
მაგრამ, ზურაბიშვილის თქმით, მისი გადაწყვეტილება მიზნად ისახავს პროცესში ახალი პროფესიონალების ჩართვის ხელშეწყობას, ცესკოს დემოკრატიულ და ინსტიტუციურ გაძლიერებას, ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე ასარჩევად ფართო პოლიტიკური კონსენსუსისა და მაღალი ლეგიტიმაციის მქონე კანდიდატურების გამოვლენას.
იმის თაობაზე, რომ გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე პროფესიონალიზმითა და კეთილსინდისიერებით გამოირჩეოდა, ორშაბათს განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, კალანდარიშვილის წინააღმდეგ, მათ შორის ბოლო არჩევნებზე, დისკრიმინაციული კამპანია მიმდინარეობდა.
„სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა საკუთარი გადაწყვეტილებით ხელი შეუწყო ამ დისკრედიტაციის კამპანიას“, – განაცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
პარლამენტის სპიკერმა სინანულით აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.
„ეს არის სამწუხარო სიგნალი პრეზიდენტის მხრიდან საჯარო მოხელეების მიმართ, რომ ფასდება არა კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი, არამედ გადაწყვეტილებები მიიღება იმის მიხედვით, თუპოლიტიკურად რამდენად ჩათვლის ვინმე ამას საჭიროდ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, კალანდარიშვილს პარლამენტის მრავალპარტიული მხარდაჭერა ჰქონდა, თუმცა ცდილობენ ისე წარმოაჩინონ, თითქოს მას მხოლოდ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ უჭერდა მხარს.
კალანდარიშვილმა დეპუტატების ხმების 2/3-ის მიღება ვერ შეძლო, რადგანაც მას მხარი არ დაუჭირეს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა. „ნაციონალურ მოძრაობას“ სხვა გეგმა - რადიკალური გეგმა აქვს სიტუაციის არევის“.
ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარეობაზე წარდგენილი ხუთი კანდიდატიდან პარლამენტს დასამტკიცებლად თამარ ალფაიძის (ლექტორი და სახელმძღვანელოების ავტორი იურისპრუდენციაში) და რევაზ ეგაძის (ცესკოს სწავლების მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი) კანდიდატურები წარუდგინა.
საკონკურსო კომისიის მიერ პრეზიდენტისთვის წარდგენილ სიაში, ალფაიძესთან და ეგაძეთან ერთად, ცესკოს მოქმედი თავმჯდომარეც იყო.