დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 21 აგვისტო

© photo: Sputnik / Stringerბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 21.08.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 21 აგვისტოა, კვირა. კლებადი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
აჩქარება არაფერში გჭირდებათ. იმოქმედეთ მშვიდად და თანმიმდევრულად, მოერიდეთ ორომტრიალს.
დღის პირველი ნახევარი ძველ საქმეებში გასარკვევად გამოდგება, ასევე სახლის მოსაწესრიგებლად, უსარგებლო ნივთების გადასაყრელად და საოჯახო პრობლემების გადასაჭრელად.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 20 აგვისტო>>
დღის მეორე ნახევარი დაძაბული იქნება, რადგან ადამიანები ყველაფერზე ინერვიულებენ. ეცადეთ, დადებითი განწყობა შეინარჩუნოთ და ასე ვითარება უკეთესად წარიმართება.
ვერძი: სავარაუდოდ, დღე მღელვარების გარეშე არ ჩაივლის. განცდების დიდი ნაწილი პირად ურთიერთობებთან იქნება დაკავშირებული, რომელიც ისე ჰარმონიულად არ აეწყობა, როგორც გინდათ. ეცადეთ, მოერიდოთ კამათსა და ჩხუბს ახლობლებთან. კარგი იქნება, თუ რამე საინტერესოს გააკეთებთ. ეს დადებით განწყობას მოგიტანთ და ბევრ რამეს ახლებურად შეხედავთ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2018
სარძლოების საყურადღებოდ: ერიდეთ სადედამთილოს, თუ მისი ზოდიაქოს ნიშანია...
კურო: დღის დასაწყისი „უღრუბლო“ არ იქნება. შესაძლებელია რაღაც სავალალო შემთხვევები, უიღბლო თანხვედრები, დაყოვნებები საქმიანობაში. ზოგიერთს გეგმების შეცვლა მოუწევს. თანდათანობით გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა, გაუმჯობესდება განწყობა. საღამოს მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები. ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა ადვილი გახდება.
ტყუპი: ეცადეთ, დღის პირველ ნახევარში შეუძლებელი არ მოსთხოვოთ არც საკუთარ თავს და არც ირგვლივ მყოფებს. თუ საქმეები ისე არ ეწყობა, როგორც თქვენ გინდა, ცოტა ხანი დაიცადეთ და მალე ხელსაყრელი დრო დადგება. დღის მეორე ნახევარში შეძლებთ ძველი გეგმების განხორციელებას. კარგი დროა არაფორმალური შეხვედრებისთვის. ადამიანებთან ურთიერთობები არ გაგიჭირდებათ.
კირჩხიბი: დღის პირველი ნახევარი მარტივ და საინტერესო საქმეებს დაუთმეთ, ირგვლივ მყოფებთან ილაპარაკეთ მხოლოდ სასიამოვნო და უმნიშვნელო თემებზე. სერიოზული საკითხების განსახილველად შესაფერისი დრო მოგვიანებით დადგება. დღის მეორე ნახევარში იპოვით პასუხებს თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე. მიხვდებით, ვის შეიძლება ენდოთ და ვის – არა. მოერიდეთ არასანდო ადამიანებს.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2022
ზოდიაქო: დამიმტკიცე ლოგიკურად, რომ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილი
ლომი: რაც არ უნდა გქონდეთ დაგეგმილი დღეისთვის, გაითვალისწინეთ, რომ მისი რეალიზაცია რაც შეიძლება ადრე უნდა დაიწყოთ, რადგან დილა ძალზე ხელსაყრელი დრო იქნება. ცუდად არ ჩაივლის დღის მეორე ნახევარიც, მაგრამ ამ პერიოდში მეტი სიმშვიდე და კატეგორიულობა იქნება თქვენგან საჭირო, რომ საჭირო შედეგი მიიღოთ. მთავარია, ჩანაფიქრი შუა გზაზე არ მიატოვოთ.
ქალწული: დილიდანვე ოცნების კოშკებს ნუ ააგებთ. ამ პერიოდში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება, რომ ცხოვრებას რეალურად შეხედოთ, ობიექტურად შეაფასოთ საკუთარი ძალები და გარემო. დღის მეორე ნახევარი ისეთ საქმეებს დაუთმეთ, სადაც შემოქმედებითი დამოკიდებულება და ფანტაზიაა საჭირო. ბევრ რამეს სრულიად ახლებურად შეხედავთ, გაგიჩნდებათ საინტერესო აზრები.
სასწორი: გააკეთეთ ის, რაც აქამდე ძალიან რთული გეჩვენებოდათ – დღეს ასეთ საქმეებში წარმატებები გელოდებათ. შესაძლებელია მნიშვნელოვანი სიახლეების გაგება. არაა გამორიცხული, რომ ახალ პერსპექტივებთან დაკავშირებით გეგმები შეცვალოთ. დღის მეორე ნახევარი განსაკუთრებულად ხელსაყრელია ურთიერთობებისთვის. კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ ახალ ნაცნობებზე.
სიყვარული  პირველი რომანტიკული ოცნებებიდან იწყება - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2021
ზოდიაქო: შეუთავსებელი და ამავე დროს ერთმანეთისთვის მიმზიდველი წყვილები
მორიელი: დღის დასაწყისში რთული იქნება სიმშვიდის შენარჩუნება. შესაძლოა, რაღაც უცნაური მოვლენები მოხდეს და ამის გამო განერვიულდეთ. მთავარია, რომ წონასწორობა არ დაკარგოთ და ემოციებს არ აჰყვეთ. სიტუაცია მალე გაუმჯობესდება და ახალ შესაძლებლობებს დაინახავთ. დღის მეორე ნახევარში გამოიჩინეთ ინიციატივა პირად ურთიერთობებში. გელოდებათ რომანტიკული სიურპრიზები.
მშვილდოსანი: რთული იქნება სასარგებლო საქმეებზე კონცენტრირება, აზრების მოკრება. არ იჩქაროთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, ჯერ ვითარებაში გაერკვიეთ. განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებში. დილით გაგიჭირდებათ ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა. სამაგიეროდ, ურთიერთობებისთვის შესანიშნავი პერიოდია დღის მეორე ნახევარი.
თხის რქა: დღის პირველ ნახევარში ფრთხილად იყავით. არასასურველია სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება. მოსალოდნელია მცირე გაუგებრობები. ეცადეთ, სირთულეები გულთან ახლოს არ მიიტანოთ. პოზიტიური ტენდენციების გავლენა მალე გაძლიერდება. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა ურთიერთობებისთვის. შესაძლებლობა გექნებათ, მოაგვაროთ დაძაბული ურთიერთობები.
სავსე მთვარე - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2022
გამოიყენეთ მთვარის ენერგეტიკა: მთვარე ზოდიაქოს ნიშნებში, დიეტა და როდის როგორ ვიკვებოთ
მერწყული: ეს დღე უფრო დასვენებისთვის გამოდგება, ვიდრე რთული და სერიოზული საქმეებისთვის. ეცადეთ, გადაერთოთ საზრუნავისგან, შეიცვალოთ გარემო. ახლობლებთან ურთიერთობები განწყობას აგიმაღლებთ, თუ პრობლემებს არ განიხილავთ. დღის მეორე ნახევარში ხელსაყრელი დრო დადგება როგორც საქმიანობის, სწავლის, ისე ურთიერთობებისთვის.
თევზები: დღის დასაწყისი მრავალფეროვანი და საინტერესო იქნება. შეგიძლიათ სრულიად ახალი საქმის დაწყება. პირველ წარმატებულ შედეგებს მალე მიიღებთ. პოზიტიური ტენდენციების გავლენა მძლავრი იქნება დღის მეორე ნახევარშიც. ამ დროს შეგიძლიათ დრო დაუთმოთ ოჯახის საქმეებს, გადაწყვიტოთ ყოფითი საკითხები, იყიდოთ რამე, მათ შორის, დაუგეგმავად.
ყველა ახალი ამბავი
0