ნატახტრიდან ამბროლაურის მიმართულებით დამატებით ფრენები დაინიშნა

© Sputnik / Alexander Imedashviliნატახტრის აეროპორტი
ნატახტრის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2022
გამოწერა
ამბროლაურის მიმართულებით დამატებითი რეისები „გემო-ფესტი 2022”-ის გამო შესრულდება.
თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. ნატახტრიდან ამბროლაურის მიმართულებით 25 და 28 აგვისტოს დამატებით ორი რეისი შესრულდება. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დამატებითი რეისები „გემო-ფესტი 2022“-თან დაკავშირებით დაინიშნა.
25 აგვისტოს ნატახტარი–ამბროლაურის მიმართულების დამატებითი რეისი 16:00 საათზე შესრულდება, 28 აგვისტოს კი, რეგულარულის გარდა, დამატებითი რეისი ამბროლაურიდან ნატახტრის მიმართულებით 14:10 საათზე შესრულდება.
„გემო-ფესტი 2022“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ხელშეწყობით 26-27 აგვისტოს ამბროლაურის ცენტრალურ პარკში გაიმართება.
ქვე ჩამოდით, ქვე ჭამეთ და ქვე გაერთეთ: რაჭაში ჭამა-სმის ფესტივალი გაიმართება>>
„გემო-ფესტის“ მიზანია ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია და გასტრონომიული მიმართულებით ახალი ტურისტული სერვისების განვითარება. გემრიელი ჭამა-სმის ფესტივალი წელს ამბროლაურში პირველად გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, 2022 წლის შემდეგ ის ყოველწლიური ფესტივალის სახეს მიიღებს.
ყველა ახალი ამბავი
0