https://sputnik-georgia.com/20220807/rawasi-wama-smis-festivali-gaimarteba-269261415.html
ქვე ჩამოდით, ქვე ჭამეთ და ქვე გაერთეთ: რაჭაში ჭამა-სმის ფესტივალი გაიმართება
ქვე ჩამოდით, ქვე ჭამეთ და ქვე გაერთეთ: რაჭაში ჭამა-სმის ფესტივალი გაიმართება
Sputnik საქართველო
ფესტივალი წელს ამბროლაურში გაიმართება, 2022 წლის შემდეგ კი ყოველწლიური ფესტივალის სახეს მიიღებს.
2022-08-07T12:35+0400
2022-08-07T12:35+0400
2022-08-07T12:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
რაჭა-ლეჩხუმი
ტურიზმი საქართველოში
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23708/37/237083774_0:80:1000:643_1920x0_80_0_0_c1c92e5aa71201e4b35d275e8642d6ad.jpg
თბილისი, 7 აგვისტო - Sputnik. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გასტროტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ახალი პროექტი „გემო ფესტი“ წამოიწყო.ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, პირველ ფესტივალს 26-27 აგვისტოს ამბროლაური უმასპინძლებს. ფესტივალზე რაჭის, ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამზარეულოები იქნება წარმოდგენილი.ფესტივალის სტუმრებს ელოდება ასევე სამეწარმეო ბაზრობები, მუსიკალური და გასართობი სივრცეები დიდებისთვის და პატარებისთვის.პროექტის მიზანი რეგიონებში ადგილობრივი კერძების პოპულარიზაცია, ახალი გემოების აღმოჩენა, გასტრონომიული მიმართულებით ახალი ტურისტული სერვისების შექმნა და განვითარებაა.„გემო ფესტი“ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ხორციელდება.პროექტის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამოცდილ შეფ-მზარეულებთან ერთად ფესტივალში მონაწილეების მსურველთა შერჩევა და მომზადება დაიწყო.ფესტივალის მონაწილეების მოძიებასა და მომზადებაში ჩართულები არიან სოფლის განვითარების სააგენტო, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის მხარის ადმინისტრაცია და გასტრონომიული ასოციაციები.2022 წლის შემდეგ „გემო-ფესტი“ ყოველწლიური ფესტივალის სახეს მიიღებს.
საქართველო
რაჭა-ლეჩხუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23708/37/237083774_19:0:982:722_1920x0_80_0_0_d1877d5974844aec3670822fe880366c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რაჭა გემო-ფესტი ფესტივალი ამბროლაური
რაჭა გემო-ფესტი ფესტივალი ამბროლაური
ქვე ჩამოდით, ქვე ჭამეთ და ქვე გაერთეთ: რაჭაში ჭამა-სმის ფესტივალი გაიმართება
ფესტივალი წელს ამბროლაურში გაიმართება, 2022 წლის შემდეგ კი ყოველწლიური ფესტივალის სახეს მიიღებს.
თბილისი, 7 აგვისტო - Sputnik. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გასტროტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ახალი პროექტი „გემო ფესტი“ წამოიწყო.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, პირველ ფესტივალს 26-27 აგვისტოს ამბროლაური უმასპინძლებს. ფესტივალზე რაჭის, ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამზარეულოები იქნება წარმოდგენილი.
ფესტივალის სტუმრებს ელოდება ასევე სამეწარმეო ბაზრობები, მუსიკალური და გასართობი სივრცეები დიდებისთვის და პატარებისთვის.
პროექტის მიზანი რეგიონებში ადგილობრივი კერძების პოპულარიზაცია, ახალი გემოების აღმოჩენა, გასტრონომიული მიმართულებით ახალი ტურისტული სერვისების შექმნა და განვითარებაა.
„გემო ფესტი“ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამოცდილ შეფ-მზარეულებთან ერთად ფესტივალში მონაწილეების მსურველთა შერჩევა და მომზადება დაიწყო.
ფესტივალის მონაწილეების მოძიებასა და მომზადებაში ჩართულები არიან სოფლის განვითარების სააგენტო, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის მხარის ადმინისტრაცია და გასტრონომიული ასოციაციები.
2022 წლის შემდეგ „გემო-ფესტი“ ყოველწლიური ფესტივალის სახეს მიიღებს.