„ვეძებთ“: გომელაურმა „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის შესახებ კომენტარი გააკეთა

© Ministry of Internal Affairs of Georgiaვახტანგ გომელაური
ვახტანგ გომელაური - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2022
გამოწერა
ბადრი ესებუა პოლიციელების თვალთახედვიდან ნახევარი მილიონი დოლარით ხელში 2020 წელს გაქრა.
თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა კვლავ იძებნება, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.
ესებუა ნახევარი მილიონი დოლარი გამოსასყიდით პოლიციის თვალთახედვიდან 2020 წლის ოქტომბერში გაქრა.
„ძებნაზეა დასმული და ანუ ვეძებთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს გომელაურმა.
„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმა 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა. შეიარაღებული პირი, რომელიც იდენტიფიცირებულია როგორც ბადრი ესებუა, ბანკის შენობაში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ მან ყველა მძევალი გაათავისუფლა და მიმალვა მოახერხა. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
ზუგდიდის სასამართლომ ბიძინა ესებუას განაჩენი გამოუტანა>>
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბანკზე თავდასხმის ფაქტს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა.
პოლიციამ დააკავა ძებნილის ძმა ბიძინა ესებუა. ბიძინა ესებუას მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0