https://sputnik-georgia.com/20210727/zugdidis-sasamarTlom-biZina-esebuas-ganaCeni-gamoutana-252437315.html
ზუგდიდის სასამართლომ ბიძინა ესებუას განაჩენი გამოუტანა
ზუგდიდის სასამართლომ ბიძინა ესებუას განაჩენი გამოუტანა
Sputnik საქართველო
ბიძინა ესებუას მიმართ გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო... 27.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-27T18:29+0400
2021-07-27T18:29+0400
2021-10-19T18:02+0400
ახალი ამბები
შემთხვევები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/06/252222674_0:157:3000:1845_1920x0_80_0_0_aeb74ff05428db3902fe1d6bc5e3b5c0.jpg
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელსაც დაცვის მხარე გაასაჩივრებს, მოსამართლე ნატრული აკობიამ მიიღო.ადვოკატის, სოსო ჯანაშიას ინფორმაციით, ბიძინა ესებუაზე დაკისრებული სახდელი მინიმალური სასჯელია, თუმცა, მისივე თქმით, ესებუა უდანაშაულოა და მხოლოდ იმიტომ არის დაკავებული, რომ ბადრი ესებუას ძმაა.ბიძინა ესებუა პოლიციამ 2020 წლის 4 დეკემბერს დააკავა. მისი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ამოიღეს ორი ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, საკვები პროდუქტები და ტანსაცმელი, რომელიც მას, სავარაუდოდ, მისი ძებნილი ძმისთვის უნდა გადაეცა. ბიძინა ესებუას მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.დაკავებული ბრალს არ აღიარებდა, ძმასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფდა და მიიჩნევდა, რომ მას მანქანაში იარაღი და დანარჩენი ნივთები „ჩაუდეს“. „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმა 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა. შეიარაღებული პირი, რომელიც იდენტიფიცირებულია როგორც ბადრი ესებუა, ბანკის შენობაში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ მან ყველა მძევალი გაათავისუფლა და მიმალვა მოახერხა. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბანკზე თავდასხმის ფაქტს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
https://sputnik-georgia.com/20210623/badri-esebua-saqartveloshia-gomelauri-informacias-avrcelebs-252103751.html
https://sputnik-georgia.com/20210304/zugdidis-sasamartloshi-zmebi-esebuebis-saqmeebis-ganxilva-daiwyo-251069164.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/06/252222674_166:0:2835:2002_1920x0_80_0_0_9b25b15f20416691796d844c7f60c497.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, შემთხვევები, საქართველო
ახალი ამბები, შემთხვევები, საქართველო
ზუგდიდის სასამართლომ ბიძინა ესებუას განაჩენი გამოუტანა
18:29 27.07.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) ბიძინა ესებუას მიმართ გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელსაც დაცვის მხარე გაასაჩივრებს, მოსამართლე ნატრული აკობიამ მიიღო.
ადვოკატის, სოსო ჯანაშიას ინფორმაციით, ბიძინა ესებუაზე დაკისრებული სახდელი მინიმალური სასჯელია, თუმცა, მისივე თქმით, ესებუა უდანაშაულოა და მხოლოდ იმიტომ არის დაკავებული, რომ ბადრი ესებუას ძმაა.
ბიძინა ესებუა პოლიციამ 2020 წლის 4 დეკემბერს დააკავა. მისი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ამოიღეს ორი ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, საკვები პროდუქტები და ტანსაცმელი, რომელიც მას, სავარაუდოდ, მისი ძებნილი ძმისთვის უნდა გადაეცა.
ბიძინა ესებუას მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
დაკავებული ბრალს არ აღიარებდა, ძმასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფდა და მიიჩნევდა, რომ მას მანქანაში იარაღი და დანარჩენი ნივთები „ჩაუდეს“.
„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმა 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა. შეიარაღებული პირი, რომელიც იდენტიფიცირებულია როგორც ბადრი ესებუა, ბანკის შენობაში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ მან ყველა მძევალი გაათავისუფლა და მიმალვა მოახერხა. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბანკზე თავდასხმის ფაქტს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.