https://sputnik-georgia.com/20220818/txilis-gadamamusavebeliaxali-sawarmo-guriasi-269572058.html
გურიაში თხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა
გურიაში თხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა
Sputnik საქართველო
თხილი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პროდუქტია, აღნიშნა მინისტრმა. 18.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-18T14:39+0400
2022-08-18T14:39+0400
2022-08-18T20:40+0400
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ახალი ამბები
საქართველო
გურია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23935/44/239354410_0:306:3264:2142_1920x0_80_0_0_78e22500a5fa6d7d0a1418faa371762b.jpg
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფოს მხარდაჭერით თხილის გადამამუშავებელი და საშრობი ახალი ქარხანა გაიხსნა, იუწყება სოფლის განვითარების სააგენტო.ქარხანა თანამედროვე სტანდარტებით არის აღჭურვილი და წელიწადში 300–500 ტონა თბილის გადამუშავება შეუძლია. აქ დასაქმებულია 20 ადამიანი.კომპანია „მეგაგრო“ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ბენეფიციარია. საწარმოში 680.440 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 250 ათასი ლარი გრანტია, ხოლო 300 ათასი ლარი კომპანიამ „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში მიიღო.გარდა ამისა, კომპანიამ, „ტექნიკური დახმარების პროგრამის“ წყალობით სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი ISO 22000 დანერგა, სადაც სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსებამ 30 ათასი ლარი შეადგინა. კომპანია პროდუქციის რეალიზაციას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე გეგმავს.„თხილი ჩვენთვის მნიშვნელოვანი აგრარული პროდუქტია. ბაზარი სრულად დივერსიფიცირებულია და პროდუქცია თითქმის მთლიანად ევროკავშირში გადის“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.საქართველოში თხილის უხვ მოსავალს ელოდებიან: მინისტრის მოადგილე>>ოთარ შამუგია ახალ საწარმოს გურიაში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან ერთად ეწვია. მინისტრის ინფორმაციით, გასულ წელს დაახლოებით 114 მლნ დოლარის ქართული თხილის ექსპორტი განხორციელდა, რაც რამდენჯერმე აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. მინისტრის თქმით, საჭიროა ამ ტენდენციის შენარჩუნება,შამუგია ასევე შეეხო მავნებლების პრობლემას და აღნიშნა, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა მეთხილეობის დარგის სერიოზული გამოწვევაა.სოფლის განვითარების სააგენტოს გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსებულია 196 საწარმო. სახელმწიფო თანადაფინანსებამ 95,8 მლნ ლარი შეადგინა. ამავე პროგრამის ფარგლებში გურიაში თანადაფინანსებულია 13 საწარმო, სახელმწიფოს თანადაფინანსებამ 5,8 მლნ ლარი შეადგინა.საქართველოში ფაროსანასთან ბრძოლის პროცესი წარმატებულად შეაფასეს>>თხილის სექტორის განვითარებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიცა 226 შეღავათიანი აგროკრედიტი (40 მლნ ლარზე მეტი). კერძოდ, გურიაში გაიცა 3,5 მლნ ლარის ოდენობის 11 შეღავათიანი სესხი.
საქართველო
გურია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23935/44/239354410_0:0:3264:2448_1920x0_80_0_0_1b0044e7f094b53306aba169a74ea150.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს სოფლის მეურნეობა, ახალი ამბები, საქართველო, გურია
საქართველოს სოფლის მეურნეობა, ახალი ამბები, საქართველო, გურია
გურიაში თხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა
14:39 18.08.2022 (განახლებულია: 20:40 18.08.2022) თხილი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პროდუქტია, აღნიშნა მინისტრმა.
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფოს მხარდაჭერით თხილის გადამამუშავებელი და საშრობი ახალი ქარხანა გაიხსნა, იუწყება სოფლის განვითარების სააგენტო.
ქარხანა თანამედროვე სტანდარტებით არის აღჭურვილი და წელიწადში 300–500 ტონა თბილის გადამუშავება შეუძლია. აქ დასაქმებულია 20 ადამიანი.
კომპანია „მეგაგრო“ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ბენეფიციარია. საწარმოში 680.440 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 250 ათასი ლარი გრანტია, ხოლო 300 ათასი ლარი კომპანიამ „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში მიიღო.
გარდა ამისა, კომპანიამ, „ტექნიკური დახმარების პროგრამის“ წყალობით სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი ISO 22000 დანერგა, სადაც სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსებამ 30 ათასი ლარი შეადგინა. კომპანია პროდუქციის რეალიზაციას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე გეგმავს.
„თხილი ჩვენთვის მნიშვნელოვანი აგრარული პროდუქტია. ბაზარი სრულად დივერსიფიცირებულია და პროდუქცია თითქმის მთლიანად ევროკავშირში გადის“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.
ოთარ შამუგია ახალ საწარმოს გურიაში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან ერთად ეწვია. მინისტრის ინფორმაციით, გასულ წელს დაახლოებით 114 მლნ დოლარის ქართული თხილის ექსპორტი განხორციელდა, რაც რამდენჯერმე აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. მინისტრის თქმით, საჭიროა ამ ტენდენციის შენარჩუნება,
შამუგია ასევე შეეხო მავნებლების პრობლემას და აღნიშნა, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა მეთხილეობის დარგის სერიოზული გამოწვევაა.
„სახელმწიფო წლებია ფერმერებთან ერთად ებრძვის ამ მავნებელს; გვაქვს კონკრეტული შედეგები, რაც გამოიხატება მოსავლიანობის ზრდაში. წელს გაცილებით უხვი მოსავალი გვექნება, ვიდრე 2018-2019 წლებში, თუმცა, რჩება გამოწვევები ხარისხის კუთხით“, – განაცხადა შამუგიამ.
სოფლის განვითარების სააგენტოს გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსებულია 196 საწარმო. სახელმწიფო თანადაფინანსებამ 95,8 მლნ ლარი შეადგინა. ამავე პროგრამის ფარგლებში გურიაში თანადაფინანსებულია 13 საწარმო, სახელმწიფოს თანადაფინანსებამ 5,8 მლნ ლარი შეადგინა.
თხილის სექტორის განვითარებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიცა 226 შეღავათიანი აგროკრედიტი (40 მლნ ლარზე მეტი). კერძოდ, გურიაში გაიცა 3,5 მლნ ლარის ოდენობის 11 შეღავათიანი სესხი.