https://sputnik-georgia.com/20220604/saqartvelosi-txilis-uxv-mosavals-elodebian-ministris-moadgile-267134354.html
საქართველოში თხილის უხვ მოსავალს ელოდებიან: მინისტრის მოადგილე
საქართველოში თხილის უხვ მოსავალს ელოდებიან: მინისტრის მოადგილე
Sputnik საქართველო
მიმდინარე წელს თხილის მოსავლის საპროგნოზო მოცულობა 65-70 ათას ტონამდეა, რაც თანხობრივად 150 მლნ დოლარის საექსპორტო პოტენციალს წარმოადგენს.
2022-06-04T14:00+0400
2022-06-04T14:00+0400
2022-06-04T14:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24638/83/246388311_0:25:2500:1431_1920x0_80_0_0_1aa0284b02754c3ba4dc1a6ff129b01b.jpg
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. აგვისტოში თხილის უხვი და ხარისხიანი მოსავალია მოსალოდნელი, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი ხანიშვილმა.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროს ზურაბ ჩეკურაშვილთან ერთად, გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში იმყოფებოდა.ხანიშვილმა და ჩეკურაშვილმა რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულებთან და მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრებზე თხილის სექტორში არსებული ვითარება და გამოწვევები განიხილეს, შეხვდნენ მეთხილე ფერმერებს და თხილის ბაღები დაათვალიერეს.„სისტემური მიდგომა, რომელიც ხორციელდება სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მიერ და რომელშიც აქტიურად არიან ჩართული ფერმერები, წარმატებულია“, - განაცხადა ხანიშვილმა.გიორგი ხანიშვილმა და ზურაბ ჩეკურაშვილმა გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში მშენებარე ახალი საშრობი და სასაწყობე ცენტრებიც დაათვალიერეს, სადაც თხილის მოსავლის პირველადი დამუშავება, გარჩევა, შრობა, ლაბორატორიული ანალიზი და დასაწყობება მოხდება.საქართველოში თხილის მოსავლის აღება აგვისტო-სექტემბერში იწყება. პირველად სამეგრელოსა და გურიაში, შემდეგ კი კახეთსა და სხვა რეგიონებში. მიმდინარე წელს თხილის მოსავლის საპროგნოზო მოცულობა 65-70 ათას ტონამდეა, რაც თანხობრივად 150 მლნ დოლარის საექსპორტო პოტენციალს წარმოადგენს.საქართველოდან 2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 20 თებერვლის ჩათვლით პერიოდში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტირებული თხილის მოცულობა 25%-ით (3,9 ათასი ტონით), ხოლო ღირებულება 7%-ით (6,1 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა. ამ პერიოდში განხორციელდა 19,8 ათასი ტონა თხილის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 91,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.ქართული თხილის ექსპორტი ძირითადად ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, ყველაზე მეტ ქართულ თხილს იტალია ყიდულობს.რომელ ქვეყნებში იყიდება ქართული თხილი >>2016 წლიდან აზიური ფაროსანას და სოკოვანი დაავადებების გავრცელების გამო თხილის წარმოება (შესაბამისად, ექსპორტი) მცირდებოდა და 2018 წელს მინიმალურ ნიშნულს, 17 ათას ტონას მიაღწია.ჩატარებული სამუშაოების შედეგად 2020 და 2021 წლებში მავნებლის რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდა, მოხერხდა სასოფლო-სამეურნეო კულტურების გადარჩენა და თხილის უხვი მოსავლის მიღება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24638/83/246388311_258:0:2483:1669_1920x0_80_0_0_db84b5adcf9f3fcb411228f2e6b48e16.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო თხილი მოსავალი მოლოდინი მინისტრი მოადგილე გიორგი ხანიშვილი
საქართველო თხილი მოსავალი მოლოდინი მინისტრი მოადგილე გიორგი ხანიშვილი
საქართველოში თხილის უხვ მოსავალს ელოდებიან: მინისტრის მოადგილე
14:00 04.06.2022 (განახლებულია: 14:36 04.06.2022) მიმდინარე წელს თხილის მოსავლის საპროგნოზო მოცულობა 65-70 ათას ტონამდეა, რაც თანხობრივად 150 მლნ დოლარის საექსპორტო პოტენციალს წარმოადგენს.
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. აგვისტოში თხილის უხვი და ხარისხიანი მოსავალია მოსალოდნელი, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი ხანიშვილმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროს ზურაბ ჩეკურაშვილთან ერთად, გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში იმყოფებოდა.
„ჩვენ ერთობლივად ვახდენთ თხილის წარმოების ზრდის სტიმულირებას და ყოველდღიურად ვხედავთ, რომ ფერმერები რეკომენდაციების გათვალისწინებით უვლიან თხილის ბაღებს, რაც იმის წინაპირობაა, რომ მივიღებთ მაღალი ხარისხის უხვ მოსავალს“, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
ხანიშვილმა და ჩეკურაშვილმა რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულებთან და მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრებზე თხილის სექტორში არსებული ვითარება და გამოწვევები განიხილეს, შეხვდნენ მეთხილე ფერმერებს და თხილის ბაღები დაათვალიერეს.
„სისტემური მიდგომა, რომელიც ხორციელდება სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მიერ და რომელშიც აქტიურად არიან ჩართული ფერმერები, წარმატებულია“, - განაცხადა ხანიშვილმა.
გიორგი ხანიშვილმა და ზურაბ ჩეკურაშვილმა გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში მშენებარე ახალი საშრობი და სასაწყობე ცენტრებიც დაათვალიერეს, სადაც თხილის მოსავლის პირველადი დამუშავება, გარჩევა, შრობა, ლაბორატორიული ანალიზი და დასაწყობება მოხდება.
საქართველოში თხილის მოსავლის აღება აგვისტო-სექტემბერში იწყება. პირველად სამეგრელოსა და გურიაში, შემდეგ კი კახეთსა და სხვა რეგიონებში. მიმდინარე წელს თხილის მოსავლის საპროგნოზო მოცულობა 65-70 ათას ტონამდეა, რაც თანხობრივად 150 მლნ დოლარის საექსპორტო პოტენციალს წარმოადგენს.
საქართველოდან 2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 20 თებერვლის ჩათვლით პერიოდში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტირებული თხილის მოცულობა 25%-ით (3,9 ათასი ტონით), ხოლო ღირებულება 7%-ით (6,1 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა. ამ პერიოდში განხორციელდა 19,8 ათასი ტონა თხილის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 91,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ქართული თხილის ექსპორტი ძირითადად ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, ყველაზე მეტ ქართულ თხილს იტალია ყიდულობს.
2016 წლიდან აზიური ფაროსანას და სოკოვანი დაავადებების გავრცელების გამო თხილის წარმოება (შესაბამისად, ექსპორტი) მცირდებოდა და 2018 წელს მინიმალურ ნიშნულს, 17 ათას ტონას მიაღწია.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად 2020 და 2021 წლებში მავნებლის რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდა, მოხერხდა სასოფლო-სამეურნეო კულტურების გადარჩენა და თხილის უხვი მოსავლის მიღება.