რომელ ქვეყნებში იყიდება ქართული თხილი

© photo: Sputnik / Stringerთხილის წარმოება
თხილის წარმოება - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2022
გამოწერა
ქართული თხილის ექსპორტი ძირითადად ევროპის, აგრეთვე მეზობელი ქვეყნების ბაზრებზე ხორციელდება.
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. საქართველოდან 2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 20 თებერვლის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა 19,8 ათასი ტონა თხილის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 91,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
უწყების ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტირებული თხილის მოცულობა 25%-ით (3,9 ათასი ტონით), ხოლო ღირებულება 7%-ით (6,1 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა.
ქართული თხილის ექსპორტი ძირითადად ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება – იტალიაში (8.245 ტონა), გერმანიაში (3.763 ტონა), ესპანეთში (638 ტონა), ჩეხეთში (504 ტონა), პოლონეთში (379 ტონა), ლიეტუვაში (403 ტონა), საფრანგეთში (378 ტონა), ბულგარეთში (144 ტონა), საბერძნეთში (71 ტონა), ლატვიაში (70 ტონა), ესტონეთში (98 ტონა), ბელგიაში (41 ტონა), უნგრეთში (22 ტონა), ხორვატიაში (20 ტონა).
ქართული თხილი ექსპორტზე ასევე გადის: სომხეთში (1.380 ტონა), ჩინეთში (785 ტონა), რუსეთში (443 ტონა), უკრაინაში (361 ტონა), ალჟირში (241 ტონა), საუდის არაბეთში (326 ტონა), ბელარუსში (283 ტონა), ერაყში (168 ტონა), შვეიცარიაში (173 ტონა), მექსიკაში (120 ტონა), კანადაში (120 ტონა), არგენტინაში (119 ტონა), აზერბაიჯანში (82 ტონა), არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (75 ტონა), ყაზახეთში (45 ტონა), თურქეთში (92 ტონა), უზბეკეთში (66 ტონა), ტუნისში (27 ტონა), გაერთიანებულ სამეფოში (22 ტონა), ყირგიზეთში (44 ტონა), იორდანიაში (30 ტონა).
საქართველოში თხილის მოსავლის აღება აგვისტო-სექტემბერში იწყება. პირველად სამეგრელოსა და გურიაში, შემდეგ კი კახეთსა და სხვა რეგიონებში.
მიმდინარე წელს თხილის მოსავლის საპროგნოზო მოცულობა 65-70 ათას ტონამდეა, რაც თანხობრივად 150 მლნ დოლარის საექსპორტო პოტენციალს წარმოადგენს.
როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნავენ, 2016 წლიდან აზიური ფაროსანას და სოკოვანი დაავადებების გავრცელების გამო თხილის წარმოება (შესაბამისად, ექსპორტი) მცირდებოდა და 2018 წელს მინიმალურ ნიშნულს, 17 ათას ტონას მიაღწია.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად 2020 და 2021 წლებში მავნებლის რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდა, მოხერხდა სასოფლო-სამეურნეო კულტურების გადარჩენა და თხილის უხვი მოსავლის მიღება.
წყარო - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ყველა ახალი ამბავი
0