https://sputnik-georgia.com/20220325/saqartvelosi-farosanastan-brzolis-procesi-warmatebulad-seafases-265493133.html
საქართველოში ფაროსანასთან ბრძოლის პროცესი წარმატებულად შეაფასეს
საქართველოში ფაროსანასთან ბრძოლის პროცესი წარმატებულად შეაფასეს
Sputnik საქართველო
საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მაშინ ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. 25.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-25T16:23+0400
2022-03-25T16:23+0400
2022-03-25T21:17+0400
აზიური ფაროსანა
საქართველო
ახალი ამბები
საქართველოს სოფლის მეურნეობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23715/55/237155552_0:127:3681:2198_1920x0_80_0_0_1202a7287a319847c7c5fe1bf4821659.jpg
თბილისი, 25 მარტი – Sputnik. აშშ-ის პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორმა გრეგ კრავჩუკმა საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროცესი წარმატებულად შეაფასა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გრეგ კრავჩუკი სამეგრელოსა და გურიაში აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას გაეცნო. ამერიკელ პროფესორს მიმდინარე ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია ფაროსანას მართვის საკოორდინაციო ცენტრში მიაწოდეს.უწყების ინფორმაციით, გრეგ კრავჩუკი მეთხილე ფერმერებს შეხვდა და მავნებელთან ბრძოლის შედეგებზე ინფორმაცია მათგან მოისმინა. თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დღეისათვის მავნებლის პოპულაცია კონტროლირებადია.გრეგ კრავჩუკმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არსებული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ლაბორატორიაც დაათვალიერა, სადაც მავნებლებზე სამეცნიერო კვლევები აქტიურად მიმდინარეობს.გრეგ კრავჩუკი საქართველოში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მოწვევით და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ს G-HIP პროექტის მხარდაჭერით იმყოფება.საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მაშინ ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა.აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საქართველოს მთავრობამ სპეციალური პროექტი შეიმუშავა, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგი და ქიმიური შეწამვლა. საქართველოს მავნებელთან ბრძოლის მეთოდი მსოფლიოში ერთ-ერთი სამაგალითოა, შესაბამისად, ქვეყანა საკუთარ გამოცდილებას სხვადასხვა ქვეყნებს უზიარებს.2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება.
https://sputnik-georgia.com/20220318/meputkreebs-parosanastan-brzolis-gonisziebebi-gaacnes-265335860.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23715/55/237155552_291:0:3390:2324_1920x0_80_0_0_c28caec9c342e76a210796fe74fb19ae.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აზიური ფაროსანა, საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს სოფლის მეურნეობა
აზიური ფაროსანა, საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქართველოში ფაროსანასთან ბრძოლის პროცესი წარმატებულად შეაფასეს
16:23 25.03.2022 (განახლებულია: 21:17 25.03.2022) საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მაშინ ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა.
თბილისი, 25 მარტი – Sputnik. აშშ-ის პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორმა გრეგ კრავჩუკმა საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროცესი წარმატებულად შეაფასა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გრეგ კრავჩუკი სამეგრელოსა და გურიაში აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას გაეცნო. ამერიკელ პროფესორს მიმდინარე ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია ფაროსანას მართვის საკოორდინაციო ცენტრში მიაწოდეს.
უწყების ინფორმაციით, გრეგ კრავჩუკი მეთხილე ფერმერებს შეხვდა და მავნებელთან ბრძოლის შედეგებზე ინფორმაცია მათგან მოისმინა. თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დღეისათვის მავნებლის პოპულაცია კონტროლირებადია.
გრეგ კრავჩუკმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არსებული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ლაბორატორიაც დაათვალიერა, სადაც მავნებლებზე სამეცნიერო კვლევები აქტიურად მიმდინარეობს.
„ის, რაც გაკეთდა, არის წინ გადადგმული ნაბიჯი; შთაბეჭდილების ქვეშ ვარ პერსონალით და აქ არსებული აღჭურვილობით, შენობა-ნაგებობებით, საკარანტინო დაწესებულებების ხელმისაწვდომობით. ეს ყველაფერი არის ვითარების მკვეთრად გაუმჯობესება“, – განაცხადა გრეგ კრავჩუკმა.
გრეგ კრავჩუკი საქართველოში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მოწვევით და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ს G-HIP პროექტის მხარდაჭერით იმყოფება.
საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მაშინ ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა.
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საქართველოს მთავრობამ სპეციალური პროექტი შეიმუშავა, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგი და ქიმიური შეწამვლა. საქართველოს მავნებელთან ბრძოლის მეთოდი მსოფლიოში ერთ-ერთი სამაგალითოა, შესაბამისად, ქვეყანა საკუთარ გამოცდილებას სხვადასხვა ქვეყნებს უზიარებს.
2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება.