https://sputnik-georgia.com/20220318/meputkreebs-parosanastan-brzolis-gonisziebebi-gaacnes-265335860.html
მეფუტკრე ფერმერებს ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები გააცნეს
მეფუტკრე ფერმერებს ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები გააცნეს
Sputnik საქართველო
საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მაშინ ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. 18.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-18T21:40+0400
2022-03-18T21:40+0400
2022-03-18T23:25+0400
საქართველო
აზიური ფაროსანა
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23955/77/239557779_0:151:1600:1051_1920x0_80_0_0_b4c33faaf3b9d4184dab3695258419a4.jpg
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის წარმომადგენლებმა მეფუტკრე ფერმერებს მიმდინარე წელს ფაროსანას საწინააღმდეგოდ დაგეგმილი ღონისძიებები გააცნეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.დასავლეთ საქართველოში მავნებლის საწინააღმდეგო მონიტორინგი აქტიურად მიმდინარეობს. საკოორდინაციო მართვის ცენტრის სპეციალისტები სპეციალურ სადგურებს დაამონტაჟებენ, სადაც წერტილოვანი წამლობები ჩატარდება.მავნებლის საწინააღმდეგო აქტიური წამლობების პერიოდში იმ ადგილებში, სადაც ფუტკრის სკებია განთავსებული, წამლობა უსაფრთხოების წესების სრული დაცვით განხორციელდება.კონკრეტული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მეფუტკრეებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ რეგისტრაცია საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე - www.parosana.ge და SMS-შეტყობინების მეშვეობით მიიღონ დეტალური ინფორმაცია წამლობის დაწყებისა და განხორციელების ვადებზე. საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მაშინ ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა.აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საქართველოს მთავრობამ სპეციალური პროექტი შეიმუშავა, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგი და ქიმიური შეწამვლა. საქართველოს მავნებელთან ბრძოლის მეთოდი მსოფლიოში ერთ-ერთი სამაგალითოა, შესაბამისად, ქვეყანა საკუთარ გამოცდილებას სხვადასხვა ქვეყნებს უზიარებს.2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება.წყარო: სურსათის ეროვნული სააგენტო
https://sputnik-georgia.com/20211014/acharashi-farosanas-winaagmdeg-brzola-grzeldeba-260536769.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23955/77/239557779_0:0:1600:1200_1920x0_80_0_0_0ba7bf75e327c834946246586f8634f5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აზიური ფაროსანა, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, აზიური ფაროსანა, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საზოგადოება, ახალი ამბები
მეფუტკრე ფერმერებს ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები გააცნეს
21:40 18.03.2022 (განახლებულია: 23:25 18.03.2022) საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მაშინ ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა.
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის წარმომადგენლებმა მეფუტკრე ფერმერებს მიმდინარე წელს ფაროსანას საწინააღმდეგოდ დაგეგმილი ღონისძიებები გააცნეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
დასავლეთ საქართველოში მავნებლის საწინააღმდეგო მონიტორინგი აქტიურად მიმდინარეობს. საკოორდინაციო მართვის ცენტრის სპეციალისტები სპეციალურ სადგურებს დაამონტაჟებენ, სადაც წერტილოვანი წამლობები ჩატარდება.
მავნებლის საწინააღმდეგო აქტიური წამლობების პერიოდში იმ ადგილებში, სადაც ფუტკრის სკებია განთავსებული, წამლობა უსაფრთხოების წესების სრული დაცვით განხორციელდება.
„ფუტკრის დასაცავად უმნიშვნელოვანესია მავნებელთან ბრძოლის პროცესში მეფუტკრე ფერმერების ჩართულობა. სწორედ ამიტომ, წინა წლების მსგავსად, ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მათთან თანამშრომლობით, კოორდინირებულად დაიგეგმება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კონკრეტული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მეფუტკრეებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ რეგისტრაცია საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე - www.parosana.ge და SMS-შეტყობინების მეშვეობით მიიღონ დეტალური ინფორმაცია წამლობის დაწყებისა და განხორციელების ვადებზე.
საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მაშინ ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა.
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საქართველოს მთავრობამ სპეციალური პროექტი შეიმუშავა, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგი და ქიმიური შეწამვლა. საქართველოს მავნებელთან ბრძოლის მეთოდი მსოფლიოში ერთ-ერთი სამაგალითოა, შესაბამისად, ქვეყანა საკუთარ გამოცდილებას სხვადასხვა ქვეყნებს უზიარებს.
2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება.