https://sputnik-georgia.com/20220818/saarcevno0-kodeqssi-cvlilebebis-ganxilva-skandalit-daiwyo-269590824.html
საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხილვა სკანდალით დაიწყო
საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხილვა სკანდალით დაიწყო
Sputnik საქართველო
არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ ჩაერთონ პროცესში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ნეიტრალიტეტს ინარჩუნებენ, განაცხადა მმართველი პარტიის წარმომადგენელმა.
2022-08-18T23:31+0400
2022-08-18T23:31+0400
2022-08-19T09:44+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/12/252352026_0:240:1280:960_1920x0_80_0_0_c82f07ef0ff5fc35e41337a8ee337c35.jpg
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. მმართველმა პარტიამ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრაზე ერთ-ერთი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების მიწვევაზე უარი თქვა, რასაც მორიგი სკანდალი მოჰყვა.საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა და ყველა იმ ხარვეზის აღმოფხვრა, რომელიც OSCE/ODIHR-ის და ევროპული საბჭო/ვენეციის კომისიის მიერ არის გამოვლენილი, ევროსაბჭოს 12 პირობიდან ერთ-ერთია, რომელთა შესრულების შემთხვევაში მიენიჭება ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.„სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე „სამართლიანი არჩევნები” არ დავუშვით და ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა. ამას აქვს თავისი საფუძველი, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ამ პროცესში უნდა მონაწილეობდნენ მხოლოდ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ინარჩუნებენ ნეიტრალიტეტს. „სამართლიანმა არჩევნებმა“ ეს ნეიტრალიტეტი დაკარგა, როდესაც პარლამენტის წინ მიმდინარე ბოლო შეკრების დროს ისინი ითხოვდნენ პრემიერ-მინისტრის გადაყენებას, მთავრობის გადაყენებას, ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებას და ამ პროცესში მონაწილეობას“, - განაცხადა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, მმართველი პარტიის წარმომადგენელმა გივი მიქანაძემ. მან იგულისხმა არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება, რომელიც უკავშირდებოდა ახალგაზრდული ორგანიზაცია „სირცხვილიას“ მოთხოვნას მთავრობის გადადგომასთან დაკავშირებით.მან აღნიშნა, რომ სამუშაო ჯგუფის კარები ღიაა მხოლოდ ნეიტრალური არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვია სკანდალი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე, რომელიც პროტესტის ნიშნად დატოვა სხვა ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციის, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა ნიკოლოზ სიმონიშვილმა.კრიზისი ბათუმის საკრებულოში: ხელისუფლებამ საარჩევნო კოდექსის შეცვლა გადაწყვიტა >>„ჩემთვის მიუღებელი იყო იმ შეხვედრაზე ყოფნა, სადაც ჩემს კოლეგებს არ მიესალმებიან და არ უშვებენ. ვერ ვიტყვით, რომ ბოიკოტს ვაცხადებთ, უბრალოდ ვერ ვიქნებით იმ შეხვედრაზე, სადაც ჩემი კოლეგები არ იქნებიან. ვფიქრობ, აქ მნიშვნელოვანია, რომ პროცესი არ დაზიანდეს, თუმცა მეორე მხრივ, დაუშვებელია, აქ არ იყვნენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები“, - განაცხადა სიმონიშვილმა.არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ დირექტორი ნინო დოლიძე აცხადებს, რომ მმართველ ძალა კრიტიკის ეშინია.„მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ „სამართლიანი არჩევნები“ არ იყოს სამუშაო ჯგუფში, რაც ძალიან სამწუხარო და ჩვენთვის გაუგებარია, ეს წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების უფლების შეზღუდვას და დევნას მისი აზრის გამო, იმის გამო, რომ ჩვენი ორგანიზაცია ხშირად არის ხოლმე კრიტიკული“, - განაცხადა დოლიძემ.ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად პარლამენტში სამუშაო ჯგუფები იქმნება >>მმართველ პარტიაში სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილება დისკრიმინაციად არ მიაჩნიათ.„როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ განაცხადა, რომ არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება, რომელმაც რეკომენდაციები უნდა შეასრულოს, უნდა წავიდეს სახლში, შეიქმნას ტექნიკური მთავრობა და თავად ეს არასამთავრობო ორგანიზაცია, მათი წარმომადგენლები მოგვევლინონ პრემიერ-მინისტრებად, მინისტრებად, აქ ნეიტრალიტეტის დიდი დოზით დარღევაა“, - განაცხადა დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა.რა სახით გაგრძელდება ჯგუფის მუშაობა და მიიღებენ თუ არა მასში მონაწილეობას სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, ცნობილი მომდევნო სხდომაზე გახდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/12/252352026_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_d90cd8e4389140709a1de4ea761c2598.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საარჩევნო კოდექსი ცვლილებები განხილვა სკანდალი
საარჩევნო კოდექსი ცვლილებები განხილვა სკანდალი
საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხილვა სკანდალით დაიწყო
23:31 18.08.2022 (განახლებულია: 09:44 19.08.2022) არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ ჩაერთონ პროცესში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ნეიტრალიტეტს ინარჩუნებენ, განაცხადა მმართველი პარტიის წარმომადგენელმა.
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. მმართველმა პარტიამ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრაზე ერთ-ერთი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების მიწვევაზე უარი თქვა, რასაც მორიგი სკანდალი მოჰყვა.
საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა და ყველა იმ ხარვეზის აღმოფხვრა, რომელიც OSCE/ODIHR-ის და ევროპული საბჭო/ვენეციის კომისიის მიერ არის გამოვლენილი, ევროსაბჭოს 12 პირობიდან ერთ-ერთია, რომელთა შესრულების შემთხვევაში მიენიჭება ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
ამ საკითხზე პარლამენტში სამუშაო ჯგუფის სხდომა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების პროტესტით დაიწყო, რომელიც 27 წლის განმავლობაში არჩევნების თემატიკაზე მომუშავე ერთ-ერთი უმსხვილესი არასამთავრობო ორგანიზაციის - „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) - წარმომადგენლების სხდომაზე არდაშვებას მოყვა.
„სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე „სამართლიანი არჩევნები” არ დავუშვით და ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა. ამას აქვს თავისი საფუძველი, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ამ პროცესში უნდა მონაწილეობდნენ მხოლოდ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ინარჩუნებენ ნეიტრალიტეტს. „სამართლიანმა არჩევნებმა“ ეს ნეიტრალიტეტი დაკარგა, როდესაც პარლამენტის წინ მიმდინარე ბოლო შეკრების დროს ისინი ითხოვდნენ პრემიერ-მინისტრის გადაყენებას, მთავრობის გადაყენებას, ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებას და ამ პროცესში მონაწილეობას“, - განაცხადა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, მმართველი პარტიის წარმომადგენელმა გივი მიქანაძემ. მან იგულისხმა არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება, რომელიც უკავშირდებოდა ახალგაზრდული ორგანიზაცია „სირცხვილიას“ მოთხოვნას მთავრობის გადადგომასთან დაკავშირებით.
მან აღნიშნა, რომ სამუშაო ჯგუფის კარები ღიაა მხოლოდ ნეიტრალური არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.
ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვია სკანდალი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე, რომელიც პროტესტის ნიშნად დატოვა სხვა ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციის, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა ნიკოლოზ სიმონიშვილმა.
„ჩემთვის მიუღებელი იყო იმ შეხვედრაზე ყოფნა, სადაც ჩემს კოლეგებს არ მიესალმებიან და არ უშვებენ. ვერ ვიტყვით, რომ ბოიკოტს ვაცხადებთ, უბრალოდ ვერ ვიქნებით იმ შეხვედრაზე, სადაც ჩემი კოლეგები არ იქნებიან. ვფიქრობ, აქ მნიშვნელოვანია, რომ პროცესი არ დაზიანდეს, თუმცა მეორე მხრივ, დაუშვებელია, აქ არ იყვნენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები“, - განაცხადა სიმონიშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ დირექტორი ნინო დოლიძე აცხადებს, რომ მმართველ ძალა კრიტიკის ეშინია.
„მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ „სამართლიანი არჩევნები“ არ იყოს სამუშაო ჯგუფში, რაც ძალიან სამწუხარო და ჩვენთვის გაუგებარია, ეს წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების უფლების შეზღუდვას და დევნას მისი აზრის გამო, იმის გამო, რომ ჩვენი ორგანიზაცია ხშირად არის ხოლმე კრიტიკული“, - განაცხადა დოლიძემ.
მმართველ პარტიაში სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილება დისკრიმინაციად არ მიაჩნიათ.
„როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ განაცხადა, რომ არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება, რომელმაც რეკომენდაციები უნდა შეასრულოს, უნდა წავიდეს სახლში, შეიქმნას ტექნიკური მთავრობა და თავად ეს არასამთავრობო ორგანიზაცია, მათი წარმომადგენლები მოგვევლინონ პრემიერ-მინისტრებად, მინისტრებად, აქ ნეიტრალიტეტის დიდი დოზით დარღევაა“, - განაცხადა დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა.
რა სახით გაგრძელდება ჯგუფის მუშაობა და მიიღებენ თუ არა მასში მონაწილეობას სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, ცნობილი მომდევნო სხდომაზე გახდება.