https://sputnik-georgia.com/20220804/parlamentshi-samushao-jgupebi-iqmneba-269187198.html
ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად პარლამენტში სამუშაო ჯგუფები იქმნება
ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად პარლამენტში სამუშაო ჯგუფები იქმნება
Sputnik საქართველო
სამუშაო ჯგუფებში შევლენ არა მარტო დეპუტატები, არამედ შესაბამისი უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 04.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-04T13:40+0400
2022-08-04T13:40+0400
2022-08-04T17:55+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24699/06/246990636_0:0:1853:1043_1920x0_80_0_0_d67decf761777c79d80d75704129994d.jpg
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში სამუშაო ჯგუფები შეიქმნება, განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.მმართველმა პარტიამ 12 პუნქტის შესასრულებლად საკუთარი სამოქმედო გეგმა 1 ივლისს წარმოადგინა. პირველი ეტაპი ითვალისწინებდა საპარლამენტო კომისიებში შესაბამის კანონპროექტებზე მუშაობას.მისი თქმით, სულ იქნება ხუთი სამუშაო ჯგუფი, მათ შორის: დეოლიგარქიზაციაზე, სასამართლო რეფორმაზე, საარჩევნო კოდექსის გადასინჯვაზე, ანტიკორუფციულ ღონისძიებებსა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომ ინსტიტუციურ გაძლიერებაზე მომუშავე ჯგუფები.სამუშაო ჯგუფებში შევლენ არა მარტო დეპუტატები, არამედ შესაბამისი უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, პროცესი გამჭვირვალე იქნება და მასში მაქსიმალურად იქნებიან ჩართული ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები.თავიდან ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაციებზე მუშაობა საპარლამენტო კომიტეტებში მიმდინარეობდა. მმართველ პარტიასთან ერთად მასში მონაწილეობდნენ საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების - „გირჩი“, „საქართველოსთვის“, „ევროპული სოციალისტები“ - წარმომადგენლები.ოპოზიციის ნაწილი ეთანხმება იმ აზრს, რომ ევროკავშირის რეკომენდაციებზე მუშაობა კოორდინირებულად, ყველა მხარის მონაწილეობით უნდა წარიმართოს. თუმცა ზოგიერთი ოპოზიციური პარტია უარს ამბობს მმართველი ძალის მიერ შეთავაზებულ ფორმატებში მუშაობაზე და აცხადებს, რომ მათ არ აწყობთ წინაპირობები. მათ შორის არიან პარტიები „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო საქართველოსთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.ევროკავშირის საბჭომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო. ევროკომისიამ საქართველოსთვის 12 პირობა დაასახელა და აღნიშნა, რომ მხოლოდ მათი შესრულების შემთხვევაში მიენიჭება ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ამ პირობებს შორისაა პოლარიზაციის პრობლემის გადაჭრა საზოგადოებაში, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24699/06/246990636_53:0:1498:1084_1920x0_80_0_0_efc1ed317ceac87eb9aaf8fddc76ca43.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად პარლამენტში სამუშაო ჯგუფები იქმნება
13:40 04.08.2022 (განახლებულია: 17:55 04.08.2022) სამუშაო ჯგუფებში შევლენ არა მარტო დეპუტატები, არამედ შესაბამისი უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში სამუშაო ჯგუფები შეიქმნება, განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.
მმართველმა პარტიამ 12 პუნქტის შესასრულებლად საკუთარი სამოქმედო გეგმა 1 ივლისს წარმოადგინა. პირველი ეტაპი ითვალისწინებდა საპარლამენტო კომისიებში შესაბამის კანონპროექტებზე მუშაობას.
„ვინაიდან 12-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განსაზღვრულია სხვადასხვა მიმართულებით მუშაობა, ამიტომ თითოეულ მიმართულებას ექნება შესაბამისი სამუშაო ჯგუფი. კომიტეტის გადაწყვეტილებით, სამუშაო ჯგუფებში წარმოდგენილია ყველა დაინტერესებული სუბიექტი“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
მისი თქმით, სულ იქნება ხუთი სამუშაო ჯგუფი, მათ შორის: დეოლიგარქიზაციაზე, სასამართლო რეფორმაზე, საარჩევნო კოდექსის გადასინჯვაზე, ანტიკორუფციულ ღონისძიებებსა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომ ინსტიტუციურ გაძლიერებაზე მომუშავე ჯგუფები.
სამუშაო ჯგუფებში შევლენ არა მარტო დეპუტატები, არამედ შესაბამისი უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, პროცესი გამჭვირვალე იქნება და მასში მაქსიმალურად იქნებიან ჩართული ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები.
თავიდან ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაციებზე მუშაობა საპარლამენტო კომიტეტებში მიმდინარეობდა. მმართველ პარტიასთან ერთად მასში მონაწილეობდნენ საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების - „გირჩი“, „საქართველოსთვის“, „ევროპული სოციალისტები“ - წარმომადგენლები.
ოპოზიციის ნაწილი ეთანხმება იმ აზრს, რომ ევროკავშირის რეკომენდაციებზე მუშაობა კოორდინირებულად, ყველა მხარის მონაწილეობით უნდა წარიმართოს. თუმცა ზოგიერთი ოპოზიციური პარტია უარს ამბობს მმართველი ძალის მიერ შეთავაზებულ ფორმატებში მუშაობაზე და აცხადებს, რომ მათ არ აწყობთ წინაპირობები. მათ შორის არიან პარტიები „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო საქართველოსთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
ევროკავშირის საბჭომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო. ევროკომისიამ საქართველოსთვის 12 პირობა დაასახელა და აღნიშნა, რომ მხოლოდ მათი შესრულების შემთხვევაში მიენიჭება ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ამ პირობებს შორისაა პოლარიზაციის პრობლემის გადაჭრა საზოგადოებაში, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.