კრიზისი ბათუმის საკრებულოში: ხელისუფლებამ საარჩევნო კოდექსის შეცვლა გადაწყვიტა

© photo: Sputnik / Seyran Baroyanპოლიციის კორდონი. ბათუმის საკრებულოს შენობა
პოლიციის კორდონი. ბათუმის საკრებულოს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 07.05.2022
გამოწერა
მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ცვლილებების მიღება ბათუმის საკრებულოში პრობლემის მოგვარებას შეუწყობს ხელს.
თბილისი, 7 მაისი – Sputnik. მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ - დემოკრატიულმა საქართველომ“ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მოამზადა, რომლის მიხედვითაც ადგილობრივი საკრებულოების შუალედური არჩევნების შედეგად არჩეული დეპუტატებს უფლებამოსილების აღიარება ავტომატურად მოხდება.
მომზადებული ცვლილებებით, რომელთა რეგისტრაციაც ბიუროზე ორშაბათს იგეგმება, შუალედური არჩევნების შედეგად არჩეული დეპუტატებს უფლებამოსილების აღიარება შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან მე-11 დღეს ავტომატურად უნდა მოხდეს.
მმართველი პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ცვლილებების მიღება ხელს შეუწყობს ბათუმის საკრებულოში პრობლემის მოგვარებას, სადაც შუალედურ არჩევნებში არჩეული მმართველი პარტიის კანდიდატი რამაზ ჯინჭარაძე თანამდებობას ვერ იკავებს, რადგან ოპოზიცია საკრებულოს სხდომებს არ ესწრება. მმართველ პარტიას კი არ ჰყოფნის საკმარისი ხმები იმისათვის, რომ ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება ჰქონდეს.
იმავდროულად, ყოფილი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“, რომელსაც ბათუმის საკრებულოში გადამწყვეტი ხმები აქვს, „ქართულ ოცნების“ ალტერნატივა შესთავაზა: ის ბათუმის საკრებულოში კვორუმში იღებს მონაწილეობს, მმართველი პარტია კი თავის მხრივ შესაძლებელს ხდის სენაკის საკრებულოს მუშაობას, სადაც ასევე კვორუმის არარსებობის გამო მუშაობა დაბლოკილია.
მმართველ პარტიაში გახარიას პარტიის წარმომადგენლების წინადადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
ყველა ახალი ამბავი
0