https://sputnik-georgia.com/20220818/icxak-hercogi-269561310.html
დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა ისრაელსა და თურქეთს შორის: ჰერცოგმა კომენტარი გააკეთა
დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა ისრაელსა და თურქეთს შორის: ჰერცოგმა კომენტარი გააკეთა
Sputnik საქართველო
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. თელ-ავივი მიესალმება ისრაელისა და თურქეთის მიერ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენას, რის თაობაზეც... 18.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-18T10:32+0400
2022-08-18T10:32+0400
2023-07-20T15:46+0400
მსოფლიო დღეს
პოლიტიკა
ისრაელი
თურქეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/12/269560912_0:0:2135:1202_1920x0_80_0_0_9b3ff2679f4345431bd9960bd70c038c.jpg
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. თელ-ავივი მიესალმება ისრაელისა და თურქეთის მიერ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენას, რის თაობაზეც შეთანხმება უკვე მიღწეულია, განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა.მისი თქმით, ისრაელი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ახლო აღმოსავლეთში კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებას და პარტნიორულ სულისკვეთებას.იცხაკ ჰერცოგი დარწმუნებულია, რომ ყველა რელიგიის წარმომადგენლებს, მათ შორის მუსლიმებს, ებრაელებსა და ქრისტიანებს, „შეუძლიათ და უნდა იცხოვრონ ერთად და მშვიდობიანად“.მანამდე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გაავრცელა განცხადება, რომ ანკარამ ისრაელში ელჩის დანიშვნა გადაწყვიტა, რომლის კანდიდატურასაც მალე წარუდგენენ ქვეყნის პრეზიდენტს. ისრაელსა და თურქეთს შორის ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა 2010 წელს, როცა ისრაელის სპეცრაზმმა თურქეთიდან ღაზის სექტორში შესული გემი Mavi Marmara დაიპყრო. 2018 წლის მაისში ანკარამ თურქეთში ისრაელის ელჩს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა იმ საპროტესტო აქციების ფონზე, რომლებიც ისრაელის დაარსებიდან 70 წლის იუბილეს და აშშ-ის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანას მოჰყვა ღაზის სექტორში. მაშინდელ შეტაკებებში 59 პალესტინელი დაიღუპა, 2,7 ათასზე მეტი კი დაშავდა.
ისრაელი
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/12/269560912_0:0:2135:1602_1920x0_80_0_0_13c2ff05ef4ec51e3247830486a672b4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ისრაელი , თურქეთი , მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა, ისრაელი , თურქეთი , მსოფლიოს ახალი ამბები
დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა ისრაელსა და თურქეთს შორის: ჰერცოგმა კომენტარი გააკეთა
10:32 18.08.2022 (განახლებულია: 15:46 20.07.2023) თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. თელ-ავივი მიესალმება ისრაელისა და თურქეთის მიერ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენას, რის თაობაზეც შეთანხმება უკვე მიღწეულია, განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა.
„ძალიან ვაფასებ თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენას. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც გასულ წელს დავიწყეთ და რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესებას, ორმხრივი ტურიზმის განვითარებას და ისრაელისა და თურქი ხალხის მეგობრობას“, — დაწერა ჰერცოგმა სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ისრაელი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ახლო აღმოსავლეთში კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებას და პარტნიორულ სულისკვეთებას.
იცხაკ ჰერცოგი დარწმუნებულია, რომ ყველა რელიგიის წარმომადგენლებს, მათ შორის მუსლიმებს, ებრაელებსა და ქრისტიანებს, „შეუძლიათ და უნდა იცხოვრონ ერთად და მშვიდობიანად“.
მანამდე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გაავრცელა განცხადება, რომ ანკარამ ისრაელში ელჩის დანიშვნა გადაწყვიტა, რომლის კანდიდატურასაც მალე წარუდგენენ ქვეყნის პრეზიდენტს.
ისრაელსა და თურქეთს შორის ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა 2010 წელს, როცა ისრაელის სპეცრაზმმა თურქეთიდან ღაზის სექტორში შესული გემი Mavi Marmara დაიპყრო. 2018 წლის მაისში ანკარამ თურქეთში ისრაელის ელჩს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა იმ საპროტესტო აქციების ფონზე, რომლებიც ისრაელის დაარსებიდან 70 წლის იუბილეს და აშშ-ის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანას მოჰყვა ღაზის სექტორში. მაშინდელ შეტაკებებში 59 პალესტინელი დაიღუპა, 2,7 ათასზე მეტი კი დაშავდა.