https://sputnik-georgia.com/20220818/azerbaijani-turqeti-saqartvelo-tvirtebis-gadazidvis-procedurebze-setanxmdnen-269582495.html
აზერბაიჯანი, თურქეთი და საქართველო ტვირთების გადაზიდვის პროცედურებს გაამარტივებენ
აზერბაიჯანი, თურქეთი და საქართველო ტვირთების გადაზიდვის პროცედურებს გაამარტივებენ
Sputnik საქართველო
შეთანხმების ფარგლებში გამარტივდება საბაჟო პროცედურები და დაჩქარდება საზღვრის გადალახვის პროცესი. 18.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-18T18:19+0400
2022-08-18T18:19+0400
2022-08-18T22:52+0400
საქართველო
აზერბაიჯანი
თურქეთი
ახალი ამბები
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23802/13/238021395_189:488:2167:1600_1920x0_80_0_0_718c071b0a12444b5cff8725eb100cae.jpg
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. ბაქოში აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის საბაჟო საკითხებზე სამმხრივი კომისიის სხდომა გაიმართა, იუწყება Sputnik–აზერბაიჯანი.კომისიის სხდომაზე ხელი მოაწერეს შეთანხმებას ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის პროექტის ფარგლებში ინფორმაციის საწყისი გაცვლის შესახებ, რაც სატრანზიტო საბაჟო პროცედურების გამარტივებას ემსახურება.შეთანხმების მიზანია პირველადი მონაცემების ელექტრონული გაცვლა იმ საქონლის საბაჟო პროცედურების გასამარტივებლად, რომელთა ტრანსპორტირებაც ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზით ხორციელდება და სამივე ქვეყნის ტერიტორიას გადის.ბაქო-თბილისი-ყარსის გავლით ტვირთების გადაზიდვა 15-ჯერ გაიზარდა>>დოკუმენტი ხელს შეუწყობს ბაქო–თბილისი–ყარსის მეშვეობით ტვირთის უწყვეტი, დროული და ეფექტური გადაზიდვის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი შესაძლებლობების შექმნას. მის ფარგლებში გამარტივდება საბაჟო პროცედურები და დაჩქარდება საზღვრის გადაკვეთის პროცესები. ეს, საბაჟო კონტროლის ურთიერთშეთანხმებული თანამედროვე მეთოდების წყალობით, დაზოგავს დროს.შეთანხმება, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია სატრანსპორტო დერეფნის მიმზიდველობის მხრივ, დადებით გავლენას მოახდენს ეკონომიკური ოპერატორებისა და პორტების ლოგისტიკური შესაძლებლობების ზრდაზე და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მომავალში სატრანზიტო პოტენციალის ამაღლებაში.
საქართველო
აზერბაიჯანი
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23802/13/238021395_241:461:1760:1600_1920x0_80_0_0_dc9cf081972f293b63cebd116b60007a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი , ახალი ამბები, ტრანსპორტი საქართველოში
საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი , ახალი ამბები, ტრანსპორტი საქართველოში
აზერბაიჯანი, თურქეთი და საქართველო ტვირთების გადაზიდვის პროცედურებს გაამარტივებენ
18:19 18.08.2022 (განახლებულია: 22:52 18.08.2022) შეთანხმების ფარგლებში გამარტივდება საბაჟო პროცედურები და დაჩქარდება საზღვრის გადალახვის პროცესი.
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. ბაქოში აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის საბაჟო საკითხებზე სამმხრივი კომისიის სხდომა გაიმართა, იუწყება
Sputnik–აზერბაიჯანი.
კომისიის სხდომაზე ხელი მოაწერეს შეთანხმებას ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის პროექტის ფარგლებში ინფორმაციის საწყისი გაცვლის შესახებ, რაც სატრანზიტო საბაჟო პროცედურების გამარტივებას ემსახურება.
შეთანხმების მიზანია პირველადი მონაცემების ელექტრონული გაცვლა იმ საქონლის საბაჟო პროცედურების გასამარტივებლად, რომელთა ტრანსპორტირებაც ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზით ხორციელდება და სამივე ქვეყნის ტერიტორიას გადის.
დოკუმენტი ხელს შეუწყობს ბაქო–თბილისი–ყარსის მეშვეობით ტვირთის უწყვეტი, დროული და ეფექტური გადაზიდვის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი შესაძლებლობების შექმნას. მის ფარგლებში გამარტივდება საბაჟო პროცედურები და დაჩქარდება საზღვრის გადაკვეთის პროცესები. ეს, საბაჟო კონტროლის ურთიერთშეთანხმებული თანამედროვე მეთოდების წყალობით, დაზოგავს დროს.
შეთანხმება, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია სატრანსპორტო დერეფნის მიმზიდველობის მხრივ, დადებით გავლენას მოახდენს ეკონომიკური ოპერატორებისა და პორტების ლოგისტიკური შესაძლებლობების ზრდაზე და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მომავალში სატრანზიტო პოტენციალის ამაღლებაში.