https://sputnik-georgia.com/20220817/eqsperti-benzinis-fasi-xelovnuradaa-gazrdili-269519012.html
ბენზინის ფასი საქართველოში ხელოვნურადაა გაზრდილი - ექსპერტი
ბენზინის ფასი საქართველოში ხელოვნურადაა გაზრდილი - ექსპერტი
Sputnik საქართველო
ხელისუფლება უმოქმედოდაა, როდესაც იმედი აქვს, რომ იმპორტიორები საწვავის ფასის შემცირების შესახებ პირობას შეასრულებენ, განაცხადა ექსპერტმა. 17.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-17T11:16+0400
2022-08-17T11:16+0400
2022-08-17T19:08+0400
საქართველოს ეკონომიკა
საქართველო
ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23792/88/237928862_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_c61932e5277ca141f9a16f6f62ccd098.jpg
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. საქართველოში სხვაობა საავტომობილო საწვავის თვითღირებულებასა და ავტოგასამართ სადგურებში ფასს შორის ძალიან დიდია, დანამატი მინიმუმ 1 ლარია, განაცხადა საერთაშორისო პროგნოზირებისა და კვლევების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა შენგელიამ.ფასების ბოლო ზრდა საწვავზე საქართველოში გასული წლის შემოდგომიდან დაიწყო, თუმცა ნახტომისებური ზრდის შემთხვევები მიმდინარე წლის თებერვალი–მარტში დაფიქსირდა. კერძოდ, 92 ოქტანობის ბენზინი ერთ თვეში თითქმის 12%-ით გაძვირდა, მისმა ღირებულებამ (ერთი ლიტრის) დაახლოებით 3,8 ლარი შეადგინა, ხოლო 95 ოქტანობის ბენზინის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს – 4 ლარს მიაღწია.მისი თქმით, ხელისუფლება არ მოქმედებს, როდესაც საწვავის ფასის შემცირებაზე იმპორტიორების დანაპირების შესრულების იმედი აქვს. „ეს ასე არ ხდება“, – აღნიშნა მან.ექსპერტმა მთავრობის ეკონომიკურ გუნდს მოუწოდა, შექმნას სპეციალური სტრუქტურა, რომელიც ამ საკითხზე იმუშავებს.როგორც შენგელიამ აღნიშნა, გარდა ამისა, საერთაშორისო პროგნოზირებისა და კვლევების ცენტრმა ხელისუფლებას არაერთხელ შესთავაზა საკუთარი პროექტი, რომელიც რეალიზაციის შემთხვევაში საწვავზე ფასის 2,5 ლარამდე შემცირების საშუალებას იძლევა. მაგრამ ამ ინიციატივის მიმართ დაინტერესება ჯერ არავის გამოუვლენია, აღნიშნა ექსპერტმა.როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ფასი ივლისსა და აგვისტოში საწვავზე შემცირდა, იმპორტიორებმა პირობა დადეს, რომ აგვისტოს ბოლომდე ის კიდევ უფრო – 20-30 თეთრით დაიკლებს.ღარიბაშვილი: საწვავზე ფასები იკლებს>>მთავრობის მეთაურის განცხადებით, მან ანტიმონოპოლიურ სამსახურს დაავალა, დაიწყოს გამოძიება და შეამოწმოს იმპორტიორების კეთილსინდისიერება, ხოლო თავად ბიზნესმენებს მოუწოდა, შეათანხმონ თავიანთი ქმედებები სახელმწიფოსთან და უბრალო მოქალაქეებთან.ღარიბაშვილმა მაისის დასაწყისში ეკონომიკურ საბჭოს საწვავზე მაღალი ფასების მიზეზში გარკვევა დაავალა.საწვავის ბაზრის მდგომარეობის მონიტორინგის ანგარიშში კონკურენციის სააგენტომ განაცხადა, რომ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავზე ფასი რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით ფორმირდება. ესაა საბაჟო ღირებულება, აქციზი, ფასნამატი, დღგ, საოპერაციო დანახარჯები.კონკურენციის სააგენტომ სამ მსხვილ კომპანიაში რუსეთიდან, ბულგარეთიდან და რუმინეთიდან იმპორტირებული საწვავის ფასები შეამოწმა და დაადგინა, რომ განსხვავებული თვითღირებულების მქონე იმპორტირებული საწვავი საქართველოში იდენტურ ფასებში იყიდება.როდის გაიაფდება ბენზინი საქართველოში - ექსპერტის პასუხი>>საქართველოს საწვავის ბაზარზე დღეს 5 მსხვილი კომპანია ოპერირებს, რომლებსაც მთელ ქვეყანაში დაახლოებით 600 ავტოგასამართი სადგური ეკუთვნის. მათ გარდა არის ასევე ათობით მცირე და საშუალო, ე.წ. არაბრენდირებული კომპანიები, რომლებსაც ჯამში ასევე 600-მდე ავტოგასამართი სადგური აქვთ. კომპანიების ნაწილი საწვავს იძენს საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე, ნაწილი პირდაპირ იმპორტს ახორციელებს.ამჟამად საშუალო ფასი 1 ლიტრ საწვავზე ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე ამგვარია: რეგულარი – 3,39-3,65 ლ, პრემიუმი – 3,59-3,90 ლარი, სუპერი – 4,09-4,29 ლ, ევრო დიზელი – 4,37-4,57 ლ, დიზელი – 4,10-4,50 ლ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23792/88/237928862_141:0:1918:1333_1920x0_80_0_0_a201ba27c2be31b996ab1b2c6df79e5a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეკონომიკა, საქართველო, ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა, საქართველო, ეკონომიკა, ახალი ამბები
ბენზინის ფასი საქართველოში ხელოვნურადაა გაზრდილი - ექსპერტი
11:16 17.08.2022 (განახლებულია: 19:08 17.08.2022) ხელისუფლება უმოქმედოდაა, როდესაც იმედი აქვს, რომ იმპორტიორები საწვავის ფასის შემცირების შესახებ პირობას შეასრულებენ, განაცხადა ექსპერტმა.
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. საქართველოში სხვაობა საავტომობილო საწვავის თვითღირებულებასა და ავტოგასამართ სადგურებში ფასს შორის ძალიან დიდია, დანამატი მინიმუმ 1 ლარია, განაცხადა საერთაშორისო პროგნოზირებისა და კვლევების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა შენგელიამ.
ფასების ბოლო ზრდა საწვავზე საქართველოში გასული წლის შემოდგომიდან დაიწყო, თუმცა ნახტომისებური ზრდის შემთხვევები მიმდინარე წლის თებერვალი–მარტში დაფიქსირდა. კერძოდ, 92 ოქტანობის ბენზინი ერთ თვეში თითქმის 12%-ით გაძვირდა, მისმა ღირებულებამ (ერთი ლიტრის) დაახლოებით 3,8 ლარი შეადგინა, ხოლო 95 ოქტანობის ბენზინის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს – 4 ლარს მიაღწია.
„საწვავის ფასი საქართველოში ხელოვნურად არის გაზრდილი. Platts-ის მიხედვით ნავთობპროდუქტების ღირებულების პირობებშიც კი საქართველოში ძალიან დიდია სხვაობა პროდუქციის თვითღირებულებასა და რეალიზაციის ღირებულებას შორის“, – განუცხადა ექსპერტმა „Sputnik–საქართველოს“.
მისი თქმით, ხელისუფლება არ მოქმედებს, როდესაც საწვავის ფასის შემცირებაზე იმპორტიორების დანაპირების შესრულების იმედი აქვს. „ეს ასე არ ხდება“, – აღნიშნა მან.
ექსპერტმა მთავრობის ეკონომიკურ გუნდს მოუწოდა, შექმნას სპეციალური სტრუქტურა, რომელიც ამ საკითხზე იმუშავებს.
როგორც შენგელიამ აღნიშნა, გარდა ამისა, საერთაშორისო პროგნოზირებისა და კვლევების ცენტრმა ხელისუფლებას არაერთხელ შესთავაზა საკუთარი პროექტი, რომელიც რეალიზაციის შემთხვევაში საწვავზე ფასის 2,5 ლარამდე შემცირების საშუალებას იძლევა. მაგრამ ამ ინიციატივის მიმართ დაინტერესება ჯერ არავის გამოუვლენია, აღნიშნა ექსპერტმა.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ფასი ივლისსა და აგვისტოში საწვავზე შემცირდა, იმპორტიორებმა პირობა დადეს, რომ აგვისტოს ბოლომდე ის კიდევ უფრო – 20-30 თეთრით დაიკლებს.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, მან ანტიმონოპოლიურ სამსახურს დაავალა, დაიწყოს გამოძიება და შეამოწმოს იმპორტიორების კეთილსინდისიერება, ხოლო თავად ბიზნესმენებს მოუწოდა, შეათანხმონ თავიანთი ქმედებები სახელმწიფოსთან და უბრალო მოქალაქეებთან.
ღარიბაშვილმა მაისის დასაწყისში ეკონომიკურ საბჭოს საწვავზე მაღალი ფასების მიზეზში გარკვევა დაავალა.
საწვავის ბაზრის მდგომარეობის მონიტორინგის ანგარიშში კონკურენციის სააგენტომ განაცხადა, რომ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავზე ფასი რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით ფორმირდება. ესაა საბაჟო ღირებულება, აქციზი, ფასნამატი, დღგ, საოპერაციო დანახარჯები.
კონკურენციის სააგენტომ სამ მსხვილ კომპანიაში რუსეთიდან, ბულგარეთიდან და რუმინეთიდან იმპორტირებული საწვავის ფასები შეამოწმა და დაადგინა, რომ განსხვავებული თვითღირებულების მქონე იმპორტირებული საწვავი საქართველოში იდენტურ ფასებში იყიდება.
საქართველოს საწვავის ბაზარზე დღეს 5 მსხვილი კომპანია ოპერირებს, რომლებსაც მთელ ქვეყანაში დაახლოებით 600 ავტოგასამართი სადგური ეკუთვნის. მათ გარდა არის ასევე ათობით მცირე და საშუალო, ე.წ. არაბრენდირებული კომპანიები, რომლებსაც ჯამში ასევე 600-მდე ავტოგასამართი სადგური აქვთ. კომპანიების ნაწილი საწვავს იძენს საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე, ნაწილი პირდაპირ იმპორტს ახორციელებს.
ამჟამად საშუალო ფასი 1 ლიტრ საწვავზე ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე ამგვარია: რეგულარი – 3,39-3,65 ლ, პრემიუმი – 3,59-3,90 ლარი, სუპერი – 4,09-4,29 ლ, ევრო დიზელი – 4,37-4,57 ლ, დიზელი – 4,10-4,50 ლ.