ღარიბაშვილი: საწვავზე ფასები იკლებს

© photo: Sputnikბენზინგასამართი სადგური
ბენზინგასამართი სადგური - Sputnik საქართველო, 1920, 15.08.2022
გამოწერა
ანტიმონოპოლიურ სააგენტოს მიეცა რეკომენდაცია, დაიწყოს გამოძიება და შეამოწმოს იმპორტიორების კეთილსინდისიერება, აღნიშნა პრემიერმა.
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. მიუხედავად იმისა, რომ ივლისსა და აგვისტოში ფასები საწვავზე შემცირდა, იმპორტიორები დაგვპირდნენ, რომ ფასებს აგვისტოს ბოლოსთვის კიდევ უფრო, 20–30 თეთრით შეამცირებენ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
ფასების ზრდა საწვავზე საქართველოში გასული წლის შემოდგომიდან დაიწყო, თუმცა ნახტომისებური ზრდის შემთხვევები მიმდინარე წლის თებერვალ–მარტში დაფიქსირდა. კერძოდ, 92 ოქტანობის ბენზინი ერთ თვეში თითქმის 12%-ით გაძვირდა, მისმა ღირებულებამ (ერთი ლიტრის) დაახლოებით 3,8 ლარი შეადგინა, ხოლო 95 ოქტანობის ბენზინის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს – 4 ლარს მიაღწია.

„ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით საწვავის ფასებს საქართველოში, მჭიდრო კოორდინაციაში ვართ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელობასთან. დღეს, დილით მქონდა საუბარი მათთან. იმის მიუხედავად, რომ ლარი გამყარდა, ასევე საწვავის ფასები პლაცზე არის დაკლებული, ჯერ კიდევ გვაქვს განცდა იმისა, რომ შესაბამისად არ ჰპოვა ასახვა და არ მოხდა პროპორციულად დაკლება. ამიტომ საჭიროა, რომ უფრო გავააქტიუროთ მუშაობა საწვავის იმპორტიორებთან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საწვავის ფასებთან დაკავშირებულ საკითხს პირადად კურირებს.
„გავაგრძელებთ მუშაობას. იმპორტიორები შეგვპირდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ივლისში დააკლეს, აგვისტოშიც დააკლეს 10-10 თეთრით, კიდევ უფრო მეტად აპირებენ დაკლებას, ჯამში 20-30 თეთრით დააკლებენ ფასებს აგვისტოს ბოლომდე, მაგრამ უფრო მეტი გამჭვირვალობაა საჭირო. ჩვენ მოქალაქეებს უნდა მივაწოდოთ მაქსიმალურად დეტალური ინფორმაცია – რა მარჟებით მუშაობენ, რამდენია მათი მოგება და ა.შ.“ – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
როდის გაიაფდება ბენზინი საქართველოში>>
მთავრობის მეთაურის განცხადებით, მან ანტიმონოპოლიურ სამსახურს დაავალა, დაიწყოს გამოძიება და შეამოწმოს იმპორტიორების კეთილსინდისიერება, ხოლო თავად ბიზნესმენებს მოუწოდა, შეათანხმონ თავიანთი ქმედებები სახელმწიფოსთან და უბრალო მოქალაქეებთან.
ყველა ახალი ამბავი
0