https://sputnik-georgia.com/20220812/rodis-gaiafdeba-benzini-saqartvelosi-269374309.html
როდის გაიაფდება ბენზინი საქართველოში
როდის გაიაფდება ბენზინი საქართველოში
Sputnik საქართველო
მინისტრებმა და ავტოგასამართი სადგურების მფლობელებმა ნავთობპროდუქტების სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. 12.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-12T10:12+0400
2022-08-12T10:12+0400
2022-08-12T16:51+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ენერგეტიკა
საქართველოს ეკონომიკა
სოციალური სფერო საქართველოში
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/18/261447335_0:108:3256:1940_1920x0_80_0_0_562320e04baa7f2c9c9187e305ab1a6d.jpg
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. საქართველოს მთავრობას მოლოდინი აქვს, რომ აგვისტოს ბოლოსთვის ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასები საგრძნობლად შემცირდება, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.საწვავზე ფასების ზრდის ბოლო ეტაპი საქართველოში გასული წლის შემოდგომიდან დაიწყო, თუმცა მკვეთრი ნახტომი მიმდინარე წლის თებერვალი–მარტში დაფიქსირდა. კერძოდ, 92 ოქტანობის ბენზინი თითქმის 12%-ით გაძვირდა, ერთი ლიტრის ფასი თითქმის 3,8 ლარს აღწევს, ხოლო 95 ოქტანობის ბენზინი თითქმის 4 ლარი გახდა.დავითაშვილი ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან ერთად მსხვილი სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ნავთობპროდუქტების სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს.ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საწვავის ბაზარზე არსებული პროგნოზები, კონკურენციის საკითხები და მარჟების მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობები განიხილეს.დავითაშვილის ინფორმაციით, კერძო სექტორთან ერთად განიხილება საწვავით მომარაგების იაფი წყაროების მოძიების საკითხები, რამაც შესაძლებელია უზრუნველყოს ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის არსებული ფასების შემცირება.უწყების ხელმძღვანელები მომავალშიც იმსჯელებენ იმ საკითხებზე, თუ როგორ არის შესაძლებელი ამ მიზნის მიღწევა და რამდენად შეუძლიათ მსხვილ კომპანიებს ბევრად უფრო მისაღებ ფასად შესთავაზონ საწვავი მომხმარებლებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/18/261447335_263:0:2994:2048_1920x0_80_0_0_fbc258dea9989990152de297ad18d847.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს ეკონომიკა, სოციალური სფერო საქართველოში, საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს ეკონომიკა, სოციალური სფერო საქართველოში, საქართველოს მთავრობა
როდის გაიაფდება ბენზინი საქართველოში
10:12 12.08.2022 (განახლებულია: 16:51 12.08.2022) მინისტრებმა და ავტოგასამართი სადგურების მფლობელებმა ნავთობპროდუქტების სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს.
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. საქართველოს მთავრობას მოლოდინი აქვს, რომ აგვისტოს ბოლოსთვის ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასები საგრძნობლად შემცირდება, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
საწვავზე ფასების ზრდის ბოლო ეტაპი საქართველოში გასული წლის შემოდგომიდან დაიწყო, თუმცა მკვეთრი ნახტომი მიმდინარე წლის თებერვალი–მარტში დაფიქსირდა. კერძოდ, 92 ოქტანობის ბენზინი თითქმის 12%-ით გაძვირდა, ერთი ლიტრის ფასი თითქმის 3,8 ლარს აღწევს, ხოლო 95 ოქტანობის ბენზინი თითქმის 4 ლარი გახდა.
დავითაშვილი ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან ერთად მსხვილი სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ნავთობპროდუქტების სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს.
ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საწვავის ბაზარზე არსებული პროგნოზები, კონკურენციის საკითხები და მარჟების მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობები განიხილეს.
დავითაშვილის ინფორმაციით, კერძო სექტორთან ერთად განიხილება საწვავით მომარაგების იაფი წყაროების მოძიების საკითხები, რამაც შესაძლებელია უზრუნველყოს ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის არსებული ფასების შემცირება.
უწყების ხელმძღვანელები მომავალშიც იმსჯელებენ იმ საკითხებზე, თუ როგორ არის შესაძლებელი ამ მიზნის მიღწევა და რამდენად შეუძლიათ მსხვილ კომპანიებს ბევრად უფრო მისაღებ ფასად შესთავაზონ საწვავი მომხმარებლებს.