https://sputnik-georgia.com/20220816/rodis-gaiafdeba-benzini-saqartvelosi-eqspertis-pasuxi-269505371.html
როდის გაიაფდება ბენზინი საქართველოში - ექსპერტის პასუხი
როდის გაიაფდება ბენზინი საქართველოში - ექსპერტის პასუხი
Sputnik საქართველო
იმპორტდამოკიდებულ საქართველოში საწვავის ღირებულება განისაზღვრება ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ფასებით S&P Global Platts-ის მეთოდის მიხედვით
2022-08-16T20:20+0400
2022-08-16T20:20+0400
2022-08-16T23:06+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
საქართველოს ენერგეტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/18/261447345_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_49378135e3abc17f39617421e99de20f.jpg
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. აგვისტოში საქართველოში საავტომობილო საწვავის ღირებულება კლებას განაგრძობს, განაცხადა საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა.ფასების ზრდა საწვავზე საქართველოში გასული წლის შემოდგომიდან დაიწყო, თუმცა ნახტომისებური ზრდის შემთხვევები მიმდინარე წლის თებერვალი–მარტში დაფიქსირდა. კერძოდ, 92 ოქტანობის ბენზინი ერთ თვეში თითქმის 12%-ით გაძვირდა, მისმა ღირებულებამ (ერთი ლიტრის) დაახლოებით 3,8 ლარი შეადგინა, ხოლო 95 ოქტანობის ბენზინის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს – 4 ლარს მიაღწია.მისი თქმით, იმპორტდამოკიდებულ საქართველოში საწვავის ღირებულება განისაზღვრება ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ფასებით S&P Global Platts-ის მეთოდის მიხედვით. დღეს საწვავის ფასი ყველა ქვეყანაში იკლებს.კავშირის მონაცემებით, ბოლო დროს მსოფლიოში ნავთობის ფასი იკლებს. კერძოდ, 15 აგვისტოს მდგომარეობით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე 1 ბარელის ნავთობის ფასი 95,10 დოლარამდე დაეცა (-3,05). ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე – 89,41 დოლარამდე (-2,68).ღარიბაშვილი: საწვავზე ფასები იკლებს >>მთვრალაშვილის თქმით, ფასის კლება განსაკუთრებით შესამჩნევია არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე, სადაც ბენზინის შეძენა შესაძლებელია საშუალოდ 3 ლარად. რაც შეეხება დიზელის საწვავს, ის 30-40 თეთრით გაიაფდა. ფასები ბრენდირებულ სადგურებზეც შემცირებულია როგორც ბენზინზე, ისე დიზელის საწვავზე.საქართველოს საწვავის ბაზარზე დღეს 5 მსხვილი კომპანია ოპერირებს, რომლებსაც მთელ ქვეყანაში დაახლოებით 600 ავტოგასამართი სადგური ეკუთვნის. მათ გარდა არის ასევე ათობით მცირე და საშუალო, ე.წ. არაბრენდირებული კომპანიები, რომლებსაც ჯამში ასევე 600-მდე ავტოგასამართი სადგური აქვთ. კომპანიების ნაწილი საწვავს იძენს საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე, ნაწილი პირდაპირ იმპორტს ახორციელებს.დღეისათვის 1 ლიტრი საწვავის საშუალო საცალო ფასები ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე შემდეგია:რეგულარის ტიპის ბენზინი – 3,39-3,65 ლარი, პრემიუმის ტიპის ბენზინი – 3,59-3,90 ლარი, სუპერის ტიპის ბენზინი – 4,09-4,29 ლარი, ევრო დიზელის საწვავი – 4,37-4,57 ლარი, დიზელის საწვავი – 4,10-4,50 ლარი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/18/261447345_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_04a425207e0e9d5952dc75dc3ebb511d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ბენზინი გაიაფება საქართველო ექსპერტი ვანო მთვრალაშვილი პასუხი
ბენზინი გაიაფება საქართველო ექსპერტი ვანო მთვრალაშვილი პასუხი
როდის გაიაფდება ბენზინი საქართველოში - ექსპერტის პასუხი
20:20 16.08.2022 (განახლებულია: 23:06 16.08.2022) იმპორტდამოკიდებულ საქართველოში საწვავის ღირებულება განისაზღვრება ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ფასებით S&P Global Platts-ის მეთოდის მიხედვით.
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. აგვისტოში საქართველოში საავტომობილო საწვავის ღირებულება კლებას განაგრძობს, განაცხადა საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა.
ფასების ზრდა საწვავზე საქართველოში გასული წლის შემოდგომიდან დაიწყო, თუმცა ნახტომისებური ზრდის შემთხვევები მიმდინარე წლის თებერვალი–მარტში დაფიქსირდა. კერძოდ, 92 ოქტანობის ბენზინი ერთ თვეში თითქმის 12%-ით გაძვირდა, მისმა ღირებულებამ (ერთი ლიტრის) დაახლოებით 3,8 ლარი შეადგინა, ხოლო 95 ოქტანობის ბენზინის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს – 4 ლარს მიაღწია.
მთვრალაშვილის თქმით, იმის პარალელურად, რომ მსოფლიო ბაზარზე ფასების კლება დაიწყო და ეროვნული ვალუტა გამყარდა, საწვავის გაიაფება საქართველოშიც დაიწყო. ეს ტენდენცია გაგრძელდება და უახლოეს მომავალში საწვავი კიდევ უფრო გაიაფდება. ფასების კლება აგვისტოშიც გაგრძელდება, აღნიშნა მან.
მისი თქმით, იმპორტდამოკიდებულ საქართველოში საწვავის ღირებულება განისაზღვრება ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ფასებით S&P Global Platts-ის მეთოდის მიხედვით. დღეს საწვავის ფასი ყველა ქვეყანაში იკლებს.
კავშირის მონაცემებით, ბოლო დროს მსოფლიოში ნავთობის ფასი იკლებს. კერძოდ, 15 აგვისტოს მდგომარეობით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე 1 ბარელის ნავთობის ფასი 95,10 დოლარამდე დაეცა (-3,05). ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე – 89,41 დოლარამდე (-2,68).
მთვრალაშვილის თქმით, ფასის კლება განსაკუთრებით შესამჩნევია არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე, სადაც ბენზინის შეძენა შესაძლებელია საშუალოდ 3 ლარად. რაც შეეხება დიზელის საწვავს, ის 30-40 თეთრით გაიაფდა. ფასები ბრენდირებულ სადგურებზეც შემცირებულია როგორც ბენზინზე, ისე დიზელის საწვავზე.
საქართველოს საწვავის ბაზარზე დღეს 5 მსხვილი კომპანია ოპერირებს, რომლებსაც მთელ ქვეყანაში დაახლოებით 600 ავტოგასამართი სადგური ეკუთვნის. მათ გარდა არის ასევე ათობით მცირე და საშუალო, ე.წ. არაბრენდირებული კომპანიები, რომლებსაც ჯამში ასევე 600-მდე ავტოგასამართი სადგური აქვთ. კომპანიების ნაწილი საწვავს იძენს საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე, ნაწილი პირდაპირ იმპორტს ახორციელებს.
დღეისათვის 1 ლიტრი საწვავის საშუალო საცალო ფასები ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე შემდეგია:
რეგულარის ტიპის ბენზინი – 3,39-3,65 ლარი, პრემიუმის ტიპის ბენზინი – 3,59-3,90 ლარი, სუპერის ტიპის ბენზინი – 4,09-4,29 ლარი, ევრო დიზელის საწვავი – 4,37-4,57 ლარი, დიზელის საწვავი – 4,10-4,50 ლარი.