რამდენმა ადამიანმა ითხოვა თავშესაფარი საქართველოში ბოლო სამ თვეში

© Sputnik / STRINGERადამიანები ჩემოდნებით
ადამიანები ჩემოდნებით - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2022
გამოწერა
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოდან სხვა ქვეყნის სულ 53 მოქალაქე გააძევეს.
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად უცხო ქვეყნის 441 მოქალაქე დარეგისტრირდა, საიდანაც 242 პირი უკრაინის მოქალაქეა, 34 კი – რუსეთის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში (აპრილი, მაისი, ივნისი) როგორც თავშესაფრის მაძიებელთა, ისე ჰუმანიტარული სტატუსის მიმღებ პირთა რაოდენობა გაიზარდა.
უწყების მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად დარეგისტრირებული 441 პირიდან ყველაზე მეტი – 242 პირი უკრაინის მოქალაქეა, 34 – რუსეთის ფედერაციის მოქალაქე; ირანის – 48, თურქეთის – 44; ეგვიპტის – 11.
2022 წლის მეორე კვარტალში ჰუმანიტარული სტატუსი უცხო ქვეყნის სულ 201-მა მოქალაქემ მიიღო, მათგან ყველაზე მეტი – 185 პირი უკრაინის მოქალაქეა; ავღანეთის – 7; იემენის – 3; სირიის – 3.
თავშესაფრის მიღების წესებს ბოროტად ვეღარ გამოიყენებენ - პარლამენტი კანონს აზუსტებს>>
გარდა ამისა, დროის აღნიშნულ პერიოდში ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა უცხო ქვეყნის სულ 8 მოქალაქეს, ხოლო სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა უცხო ქვეყნის 238 მოქალაქეს.
სამ თვეში საქართველოდან სხვა ქვეყნის სულ 53 მოქალაქე გააძევეს, მათ შორის აზერბაიჯანის მოქალაქეა – 9; რუსეთის – 2; ირანის – 9 და თურქეთის – 5.
რაც შეეხება პირველი კვარტლის მონაცემებს, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში (იანვარი - მარტი) საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად უცხო ქვეყნის 364 მოქალაქე იყო რეგისტრირებული, საიდანაც ყველაზე მეტი – 126 ადამიანი უკრაინის, ხოლო 21 – რუსეთის მოქალაქეა.
ყველა ახალი ამბავი
0