მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბელარუსის პრემიერი: დასავლეთი მზადაა მინსკთან მუშაობისთვის

© photo: Sputnik / Viktor Tolochko
  - Sputnik საქართველო, 1920, 15.08.2022
გამოწერა
თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. ბელარუსის ექსპორტმა „არამეგობრულ ქვეყნებში“ ექვსი თვის განმავლობაში 3,5 მილიარდი დოლარი შეადგინა ჯამური 17 მილიარდი დოლარიდან, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა რომან გოლოვჩენკომ.
მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნებიდან მოდის სიგნალები, რომ მზად არიან იმუშაონ ბელარუსთან. პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ბელარუსული საწვავი ხის მასალა ევროპას ენერგომომარაგების საკითხში დაეხმარება.

„ვფიქრობ, რომ რაიმე სახის გამოფხიზლება მაინც მოხდება. უფრო მეტიც, ჩვენთან მუშაობის მზადყოფნის შესახებ ბევრი სიგნალია. სანქციები, რომლებიც რუსეთსა და ბელარუსს დაუწესეს, რიკოშეტით ურტყამს მათ დამწესებლებს“, — განაცხადა გოლოვჩენკომ.

როგორც ბელარუსის პრემიერმა აღნიშნა, ევროპა „უმძიმესი ზამთრისთვის“ ემზადება და მოსახლეობას ელექტროენერგიის შეზღუდულად მოხმარებისკენ მოუწოდებს. ხოლო ბელარუსული საწვავი ხის მასალა, საწვავი გრანულები, მინისტრის აზრით, დაეხმარება ევროპის მოსახლეობის პრობლემების გადაჭრას.
„ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან მალე ვიხილავთ გარკვეულ ცვლილებებს. ადამიანი ხმას ყოველთვის, როგორც იტყვიან, მაცივრით აძლევს“, — დასძინა გოლოვჩენკომ.
დასავლეთის ქვეყნებმა ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება 2020 წლიდან დაიწყეს. თავიდან ეს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით აიხსნებოდა, რომელსაც ოპოზიცია არ ეთანხმებოდა, შემდეგ კი - მიგრაციული კრიზისით. ახლა მინსკს უკრაინაში რუსული ჯარების შეყვანისთვის ხელშეწყობაში ადანაშაულებენ. ბელარუსის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში არ მონაწილეობს.
ყველა ახალი ამბავი
0