არცერთ ქართველს საქართველოსთან დაპირისპირება არ მოუგია - თალაკვაძემ არახამიას უპასუხა

© press-service of the Parliament of Georgiaარჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2022
გამოწერა
უკრაინის რადის ფრაქცია „ხალხის მსახურის" ლიდერმა გუშინ კვლავ გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება.
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. უკრაინის რადის ფრაქცია „ხალხის მსახურის" ლიდერის დავით არახამიას განცხადებები საქართველოში რადიკალური ოპოზიციის ნარატივის იდენტურია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ.
არახამიამ გუშინ წარმოადგინა თავისი პასპორტი ხუთწლიანი ვიზით აშშ-ში და განაცხადა, რომ, საბედნიეროდ, ეს მიუღწეველია „ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილისა და მისი თანამოაზრეებისთვის. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ივანიშვილი ქვეყანას არაფორმალურად მართავს.

„მისი მხრიდან ეს არის საქართველოს მიმართ გაკეთებული არამეგობრული განცხადებები", – აღნიშნა თალაკვაძემ.

მისი თქმით, გასაოცარია, რომ პოლიტიკოსები, მათ შორის, პარლამენტის მაღალი თანამდებობის პირები იმ ქვეყნისა, სადაც კონფლიქტია, დროს ნახულობენ იმისთვის, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩაერიონ.
„მისი განცხადებები პირდაპირ იმეორებს საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის" ნარატივს და მინდა მას ვუთხრა: არცერთ ქართველს საქართველოსთან დაპირისპირება არ მოუგია", – განუცხადა თალაკვაძემ ჟურნალისტებს.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს, უკრაინას, მის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
პროვოკაციების გაგრძელება: „ქართულ ოცნებაში“ პოდოლიაკის განცხადება შეაფასეს>>
თალაკვაძემ დაამატა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, სანამ უკრაინაში შეიარაღებული დაპირისპირებაა, საქართველოს ხელისუფლება თავს იკავებდა ასეთი შეფასებებისგან უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ, რომლებსაც ისინი "რეალურად იმსახურებენ".
მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ჯერ კიდევ 2021 წლის იანვარში განაცხადა, ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ ის მაინც განაგრძობს ქვეყნის მართვას, ოღონდ კულისებიდან. ამის შესახებ პერიოდულად აცხადებენ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებიც, ასევე აკრიტიკებენ თბილისს, რომ მან უარი განაცხადა რუსეთის წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციების დაწესებაზე.
თბილისში უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის განცხადება გააკრიტიკეს>>
უფრო მეტიც, ევროპარლამენტმა 9 ივნისს მკაცრი რეზოლუცია მიიღო საქართველოს შესახებ, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად აღნიშნულია ივანიშვილის დესტრუქციული როლის შესახებ, რომელიც საქართველოში ერთადერთ ოლიგარქად არის მოხსენებული. ევროკავშირის საბჭოს ერთ-ერთი რეკომენდაციაა ინდივიდუალური სანქციების დაწესება ივანიშვილის წინააღმდეგ.
ყველა ახალი ამბავი
0