https://sputnik-georgia.com/20220811/tbilisshi-podoliakis-gancxadebebi-gaakritikes-269366364.html
თბილისში უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის განცხადება გააკრიტიკეს
თბილისში უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის განცხადება გააკრიტიკეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. არავის აქვს უფლება საქართველოს უსაფუძვლო ბრალდებები წაუყენოს, უკრაინის ოფიციალურმა პირებმა ყურადღება უნდა მიაქციონ საკუთარ ტონს... 11.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-11T17:16+0400
2022-08-11T17:16+0400
2022-08-11T19:56+0400
საქართველო
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
პოლიტიკა
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/03/269146043_0:200:1920:1280_1920x0_80_0_0_e625f31f902988df3afc1f9eafc4db0f.jpg
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. არავის აქვს უფლება საქართველოს უსაფუძვლო ბრალდებები წაუყენოს, უკრაინის ოფიციალურმა პირებმა ყურადღება უნდა მიაქციონ საკუთარ ტონს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ სარჯველაძემ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილ პოდოლიაკის განცხადების კომენტირებისას.პოდოლიაკმა ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ, ხოლო თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ შეამცირონ საჯარო გამოსვლები, რაც უკრაინას ეხება. ეს მათივე რეპუტაციისთვის იქნება უკეთესი, დასძინა მან.მისი თქმით, უკრაინული მხარე მითებს იგონებს და შემდეგ თავად ებრძვის მათ.„ნუ გიკვირთ. როდესაც ბრალდებები ისმის უსაფუძვლოდ და უპასუხისმგებლოდ, ნურავის აკრიტიკებთ, როდესაც მიიღებთ მკაცრ პასუხს. ყველა პასუხი იყო გაცილებით მოზომილი და გაცილებით უფრო რბილი, ვიდრე საქართველოს ხელისუფლებიდან იმსახურებდა თითოეული ასეთი განცხადება“, – განაცხადა სარჯველაძემ უკრაინული მხარის მისამართით.საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დააწესა, მაგრამ იცავს საერთაშორისო სანქციებს და უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს. როგორც უფრო ადრე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, საქართველომ უკრაინას იარაღი არ მიაწოდა, რადგან არ უნდა ახალი კონფლიქტი თავის ტერიტორიაზე.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/03/269146043_213:0:1920:1280_1920x0_80_0_0_0c1158f5cf59f6532749752442ae9013.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , პოლიტიკა, ქართული ოცნება
საქართველო, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , პოლიტიკა, ქართული ოცნება
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. არავის აქვს უფლება საქართველოს უსაფუძვლო ბრალდებები წაუყენოს, უკრაინის ოფიციალურმა პირებმა ყურადღება უნდა მიაქციონ საკუთარ ტონს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ სარჯველაძემ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილ პოდოლიაკის განცხადების კომენტირებისას.
პოდოლიაკმა ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ, ხოლო თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ შეამცირონ საჯარო გამოსვლები, რაც უკრაინას ეხება. ეს მათივე რეპუტაციისთვის იქნება უკეთესი, დასძინა მან.
„არავის, მათ შორის ომში მყოფი ქვეყნის მაღალჩინოსანს არ აქვს უფლება, ასე დაუსაბუთებლად, იმ პირობებში, როდესაც ამას მხარე უარყოფს, რამე ბრალდება ასეთი ტონით წამოაყენოს. თუ ვინმეს საკუთარი საუბრის ტონი და შინაარსი აქვს გასაფილტრი, ეს პირველ რიგში, მაგალითად, პოდოლიაკია“, – განაცხადა სარჯველაძემ.
მისი თქმით, უკრაინული მხარე მითებს იგონებს და შემდეგ თავად ებრძვის მათ.
„ნუ გიკვირთ. როდესაც ბრალდებები ისმის უსაფუძვლოდ და უპასუხისმგებლოდ, ნურავის აკრიტიკებთ, როდესაც მიიღებთ მკაცრ პასუხს. ყველა პასუხი იყო გაცილებით მოზომილი და გაცილებით უფრო რბილი, ვიდრე საქართველოს ხელისუფლებიდან იმსახურებდა თითოეული ასეთი განცხადება“, – განაცხადა სარჯველაძემ უკრაინული მხარის მისამართით.
საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დააწესა, მაგრამ იცავს საერთაშორისო სანქციებს და უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს. როგორც უფრო ადრე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, საქართველომ უკრაინას იარაღი არ მიაწოდა, რადგან არ უნდა ახალი კონფლიქტი თავის ტერიტორიაზე.