https://sputnik-georgia.com/20220809/provokaciebis-gagrzeleba-qartul-ocnebasi-podoliakis-gancxadeba-seafases-269321937.html
პროვოკაციების გაგრძელება: „ქართულ ოცნებაში“ პოდოლიაკის განცხადება შეაფასეს
პროვოკაციების გაგრძელება: „ქართულ ოცნებაში“ პოდოლიაკის განცხადება შეაფასეს
Sputnik საქართველო
ეს განცხადებები მიზნად ისახავს საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციას, მიაჩნიათ მმართველ პარტიაში
2022-08-09T23:23+0400
2022-08-09T23:23+0400
2022-08-09T23:24+0400
ახალი ამბები
საქართველო
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/04/269201790_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_13256d6149e2a4021477bb90a6647d43.jpg
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. ახალი არაფერია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებაში, რომელიც საქართველოში რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების შესაძლო გვერდის ავლას უკავშირდება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ქადაგიშვილმა.პოდოლიაკმა ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინას ხელთ აქვს სანქციების გვერდის ავლის მტკიცებულებები და საჭიროების შემთხვევაში მათ საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით წარადგენს. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლება აკვირდება, თუ რას აკეთებენ გარკვეული კერძო ბიზნესები და კომპანიები, რომლებიც სხვადასხვა იურისდიქციაში საქმიანობენ.ამავე დროს „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რომ უკრაინას საქართველოს წინააღმდეგ ჯერ არცერთი მტკიცებულება არ წარუდგენია.საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დააწესა, მაგრამ იცავს საერთაშორისო სანქციებს და უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს. როგორც უფრო ადრე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, საქართველომ უკრაინას იარაღი არ მიაწოდა, რადგან არ უნდა ახალი კონფლიქტი თავის ტერიტორიაზე.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/04/269201790_346:0:3077:2048_1920x0_80_0_0_76bb57492ec8efd6e59ce447b5f513f2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პროვოკაციების გაგრძელება: „ქართული ოცნება“ მიხაილო პოდოლიაკი განცხადება შეფასება
პროვოკაციების გაგრძელება: „ქართული ოცნება“ მიხაილო პოდოლიაკი განცხადება შეფასება
პროვოკაციების გაგრძელება: „ქართულ ოცნებაში“ პოდოლიაკის განცხადება შეაფასეს
23:23 09.08.2022 (განახლებულია: 23:24 09.08.2022) ეს განცხადებები მიზნად ისახავს საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციას, მიაჩნიათ მმართველ პარტიაში
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. ახალი არაფერია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებაში, რომელიც საქართველოში რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების შესაძლო გვერდის ავლას უკავშირდება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
პოდოლიაკმა ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინას ხელთ აქვს სანქციების გვერდის ავლის მტკიცებულებები და საჭიროების შემთხვევაში მათ საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით წარადგენს. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლება აკვირდება, თუ რას აკეთებენ გარკვეული კერძო ბიზნესები და კომპანიები, რომლებიც სხვადასხვა იურისდიქციაში საქმიანობენ.
„ამ მხრივ სამწუხაროდ ახალი არაფერია. ეს არის ჩვეულებრივი პროვოკაციული განცხადებები, რომლებიც მიზნად ისახავს ერთადერთ რამეს - საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციას შეუწყოს ხელი, შეურაცხყოფას აყენებენ ამით მთლიანად ქართველ ერს და ვფიქრობ. ამავდროულად, როდესაც თვითონ არიან გარკვეულ სასოწარკვეთაში ჩავარდნილი, ცდილობენ, რომ ეს ისრები საქართველოზე გადმოიტანონ“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ამავე დროს „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რომ უკრაინას საქართველოს წინააღმდეგ ჯერ არცერთი მტკიცებულება არ წარუდგენია.
„რაც შეეხება სანქციებზე საუბარს, ეს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აყენებს ამ ადამიანებს, ვინაიდან ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის დამაზიანებელი ვერაფერი დადეს და ვერ დადებენ, იმიტომ რომ ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დააწესა, მაგრამ იცავს საერთაშორისო სანქციებს და უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს. როგორც უფრო ადრე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, საქართველომ უკრაინას იარაღი არ მიაწოდა, რადგან არ უნდა ახალი კონფლიქტი თავის ტერიტორიაზე.