https://sputnik-georgia.com/20220812/mkvleloba-ozurgetsi-dakavebulia-mamakaci-269391739.html
მკვლელობა ოზურგეთში: დაკავებულია მოკლულის ყოფილი ქმარი
მკვლელობა ოზურგეთში: დაკავებულია მოკლულის ყოფილი ქმარი
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს უვადო პატიმრობა ემუქრება. 12.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-12T17:59+0400
2022-08-12T17:59+0400
2023-08-23T09:04+0400
შემთხვევები საქართველოში
გურია
საქართველო
ახალი ამბები
კრიმინალი საქართველოში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/15/264655015_0:322:3067:2047_1920x0_80_0_0_0d1583f37437919256235b666aec1479.jpg
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. სამართალდამცველებმა ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 41 წლის მამაკაცი დააკავეს.შემთხვევა დღეს ოზურგეთში მოხდა. 40 წლამდე ასაკის ქალი ყოფილმა ქმარმა ცივი იარაღით მოკლა.სამართალდამცვლებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქალი სამ შვილთან ერთად ნაქირავებ კერძო სახლში ცხოვრობდა. მკვლელობის დროს დედასთან ერთად 4 წლის ბავშვი იმყოფებოდა, რომელიც ამ დროისათვის პოლიციის სამმართველოშია გადაყვანილი და ფსიქოლოგის და შესაბამისი სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.მკვლელობა გურიაში: ქმარმა ყოფილი ცოლი მოკლა>>როგორც მოკლულის ძმა აცხადებს, მისი ყოფილი სიძის მიმართ რამდენჯერმე იყო გამოცემული შემაკავებელი ორდერი, აქედან პოლიციის მხრიდან ბოლო შემაკავებელი ორდერი მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე გაიცა.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გურია
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/15/264655015_560:282:2914:2047_1920x0_80_0_0_80d1d6c92eec2dce2e396a10372baefa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, გურია , საქართველო, ახალი ამბები, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში, გურია , საქართველო, ახალი ამბები, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
მკვლელობა ოზურგეთში: დაკავებულია მოკლულის ყოფილი ქმარი
17:59 12.08.2022 (განახლებულია: 09:04 23.08.2023) ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს უვადო პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. სამართალდამცველებმა ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 41 წლის მამაკაცი დააკავეს.
შემთხვევა დღეს ოზურგეთში მოხდა. 40 წლამდე ასაკის ქალი ყოფილმა ქმარმა ცივი იარაღით მოკლა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყოფილ მეუღლეს ბასრი საგნის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ მამაკაცი ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა", – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
სამართალდამცვლებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქალი სამ შვილთან ერთად ნაქირავებ კერძო სახლში ცხოვრობდა. მკვლელობის დროს დედასთან ერთად 4 წლის ბავშვი იმყოფებოდა, რომელიც ამ დროისათვის პოლიციის სამმართველოშია გადაყვანილი და ფსიქოლოგის და შესაბამისი სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
როგორც მოკლულის ძმა აცხადებს, მისი ყოფილი სიძის მიმართ რამდენჯერმე იყო გამოცემული შემაკავებელი ორდერი, აქედან პოლიციის მხრიდან ბოლო შემაკავებელი ორდერი მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე გაიცა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.