მკვლელობა გურიაში: ქმარმა ყოფილი ცოლი მოკლა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2022
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციას თვითონ ჩაბარდა.
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. ოზურგეთში დღეს, დილით ყოფილმა ქმარმა 50-წლამდე ასაკის ქალი მოკლა, იუწყება გურია TV.
როგორც მეზობლები აცხადებენ, კონფლიქტი ყოფილ ცოლ-ქმარს შორის ბავშვის გამო დაიწყო. მკვლელობის იარაღი რა იყო, ჯერჯერობით უცნობია.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციაში თვითონ მივიდა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ყველა ახალი ამბავი
0