მიმოხილვა: მოკავშირე ჯარები არტიომოვსკსა და სოლედარში შევიდნენ

  - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2022
გამოწერა
რუსეთის ჯარის და დონეცკის მებრძოლები განაგრძობენ დონბასში უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების გარღვევას. დარჩენილია მხოლოდ ერთი - სლავიანსკი-კრამატორსკის გამაგრებული რაიონი.
მოკავშირე ძალები უტევენ არტიომოვსკსა და სოლედარს, ბრძოლები სამრეწველო და საცხოვრებელ კვარტალებში მიმდინარეობს.
დონეცკის ძალები წარმატებით არღვევენ უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვას ავდეევკის მიმართულებით. ბოლო დღე-ღამეში განადგურებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-14 და 66-ე მექანიზებული ბრიგადების პირადი შემადგენლობის 50% არტიომოვკისა და ავდეევკის მიმართულებით.
პესკის დასახლებული პუნქტის რაიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების 56-ე მოტომსროლელმა ბრიგადამ გაიმეორ 57-ე ბრიგადის ბედი, დაკარგა პირადი შემადგენლობის 70% და ბრძოლისუნარიანობა.
  - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2022
მიმოხილვა: „ზვავი“ დონბასში - გარღვეულია ავდეევკის გამაგრებული რაიონი
სოლედარში რუსულმა ჯარმა კონტროლი დაამყარა მსხვილ სამრეწველო ობიექტზე - ბელოკამენსკის ქარხანაზე. მოწინააღმდეგის ძალების ნაწილი შახტებს აფარებს თავს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სევერსკი-სოლედარი-არტიომოვსკის თავდაცვითი ხაზი ერთ-ერთ ყველაზე კარგად გამაგრებულ რაიონად მიიჩნეოდა. კიევში მას მეორე მანერჰაიმის ხაზსაც უწოდებდნენ. მისი გარღვევა გეგმაზომიერად და ეფექტურად მიმდინარეობს.
ბრძოლის ველზე დომინირებს რუსული იარაღი - მაღალი სიზუსტის ფრთოსანი რაკეტები, ავიაცია, არტილერია, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, მძიმე საცეცხლე სისტემები „სოლნცეპეკი“, „ბურატინო“ ან „ტოსოჩკა“.
როგორ უკრაინული წყაროები იტყობინებიან, უკრაინის გენერალურმა შტაბმა ვოლოდიმირ ზელენსკის აჩვენა რუკა-სქემა, რომელზეც ნათლად ჩანს: რუსული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები დნეპრის მარცხენა სანაპიროდან გაანადგურებენ ნებისმიერი რაოდენობის ჯარს, რომელიც ნიკოლაევისა თუ კრივოი როგის მხრიდან შეუტევს. უკრაინას შეტევისთვის არ გააჩნია ცოცხალი ძალის რეზერვი, კვალიფიციური სამეთაურო შემადგენლობა და საბრძოლო ტექნიკა.
  - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2022
მოსაზრება: კიევს ჯერ ვერ გადაუწყვეტია, საით შეუტიოს
უკრაინული წყაროების ინფორმაციით, პრეზიდენტ ზელენსკის ილუზიები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დაუჯდა ცხრა ათასი მოკლული და ათობით ათასი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე, რომ არაფერი ითქვას ორი ათას ერთეულ განადგურებულ ჯავშანტექნიკაზე, რამდენიმე ათეულ თვითმფრინავზე.
აშშ აპირებს რუსეთთან გამოუცხადებელი „წმინდა ომის“ გაგრძელებას უკანასკნელ უკრაინელამდე. პენტაგონის ხელმძღვანელი ლოიდ ოსტინი 10 აგვისტოს კვლავ დაპირდა უკრაინას იარაღის მიწოდებას. იმავე დღეს გერმანიამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადასცა საზენიტო თვითმავალი დანადგარების Gepard 1A2 მორიგი პარტია.
ამერიკულმა გამოცემამ Politico-მ დღეს დაადასტურა, რომ უკრაინული ჯარი დანაშაულს ჩადის სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ: უფლებადამცველი ორგანიზაციის Amnesty International-ის ანგარიში შეიძლება პოლიტიკურად არახელსაყრელი იყოს უკრაინის ხელისუფლებისთვის და მისი მოკავშირეებისათვის დასავლეთში, მაგრამ ეს არ აქცევს მას არასწორად ან არაზუსტად“.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0