მიმოხილვა: „ზვავი“ დონბასში - გარღვეულია ავდეევკის გამაგრებული რაიონი

© photo: Sputnik / Victor Antoniuk
  - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2022
გამოწერა
უკრაინის შეიარაღებული ძალების ავდეევკის გამაგრებული რაიონის გარღვევა, მიუდგომელი მარიინკისა და პესკის შტურმი, მოკავშირე ძალების აქტიური შეტევა დონბასის მთელ ფრონტზე კიევს აიძულებს, დაივიწყოს „ბრძოლა ხერსონისთვის“, აბრუნებს კოლექტიურ დასავლეთს უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მკაცრ რეალობაში.
გათავისუფლებულია პესკის დასახლებული პუნქტის ნახევარი. ის მიუდგომელ გამაგრებულ რაიონად და დონეცკის დასაცხრილად ძირითად საარტილერიო პოზიციად იყო გადაქცეული.
ირღვევა რვა წლის განმავლობაში აგებული მარიინკა-პესკი-ავდეევკის 30-კილომეტრიანი ბეტონის დამცავი ხაზი.
უკრაინული დანაყოფები უზარმაზარ დანაკარგს განიცდიან, იზრდება დეზერტირებისა და ტყვეების რაოდენობა. რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების მაღალი სიზუსტის იარაღის ერთი დარტყმით ლიკვიდირებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების 95-ე სადესანტო ბრიგადის 400-მდე სამხედრო მოსამსახურე და 20 ერთეული საბრძოლო ტექნიკა ქალაქ კონსტანტინოვკის მახლობლად, დონეცკიდან ჩრდილოეთით, 50 კმ-ის დაშორებით.
კიევი პესკისა და ავდეევკისკენ რეზერვისტების ახალ ფორმირებებს უყრის თავს. თუმცა რუსული ჯარის შეტევის პირობებში ბოლო სამი დღის განმავლობაში დანიშნულების ადგილამდე მიაღწია 600 -დან 80-მა მობილიზებულმა. უკრაინის გენერალური შტაბი ხალხს არ უფრთხილდება, ისწრაფვის, უკან დახევის შემდეგ დატოვოს გადამწვარი მიწა, უკაცრიელი, დანგრეული ქალაქები და სოფლები. სასიკვდილოდ განწირული უკრაინული დანაყოფები არც კი ცდილობენ კონტრშეტევას - უბრალოდ ისვრიან დონეცკის მიმართულებით.
ამერიკელები გულდასმით ადევნებენ თვალს უკრაინელების მოქმედებას და იძულებული არიან, აღიარონ, რომ რუსული ჯარი პრაქტიკულად დანაკარგის გარეშე აძევებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დონბასში დაკავებული პოზიციებიდან. ომის შესწავლის ინსტიტუტის ანალიტიკოსების მოხსენებაში აღნიშნულია მოკავშირე ჯარების წარმატება არტიომოვსკისა და სლავიანსკის მიმართულებით. უკრაინელების საყრდენი პუნქტები მთელ ფრონტზე ნადგურდება. უკრაინის შეიარაღებული ძალების პრობლემა ისაა, რომ დონბასში არ არის კარგად გამაგრებული პოზიციები.
ფრონტი არამყარია უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ხარკოვის, ზაპოროჟიეს, კრივოროჟსკის, ნიკოლაევსკის მიმართულებით. რუსეთის ჯარი ყოველდღიურად უტევს მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტებს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე. საჰაერო ბაზირების შორი მანძილის რაკეტებით 3 აგვისტოს განადგურებულია პოლონეთიდან გამოგზავნილი შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების საწყობი ლვოვის ოლქში.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პაველ იაბლონსკიმ ტელეარხ Polsat News -ის ეთერში ემოციურად განაცხადა, რომ ერთი რაკეტა პოლონეთის საზღვრიდან 15 კმ-ის მოშორებით შემთხვევით არ ჩამოვარდნილა, რადგან იმ დღეს უკრაინაში ვიზიტით იმყოფებოდა პოლონეთის დიპლომატიის ხელმძღვანელი ზბიგნევ რაუ. ვარშავა ამას იხილავს, როგორც მოსკოვის მხრიდან გაფრთხილებას. ნათელია, რომ რუსეთის პოზიცია დასავლეთში ბევრისთვის მხოლოდ ფრთოსანი და ჰიპერბგერითი რაკეტების მეშვეობით ხდება გასაგები, სიტყვებს ძალთა ახლებურ განლაგებაზე მსოფლიო არენაზე სპეცოპერაციის მეთოდით „პარტნიორები“ არ აღიქვამენ.
როგორც არ უნდა იყოს, კიევს სულ უფრო უჭირს დასავლეთისგან დახმარების მიღება. მაგალითად, გერმანია უკრაინას გულუხვად დაპირდა 100 თვითმავალი საარტილერიო დანადგარის Panzehaubitze 2000-ის გადაცემას, მაგრამ 2024-2027 წლებში. ხოლო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Amnesty International-მა დღეს უკრაინა საერთაშორისო და სამხედრო სამართლის დარღვევაში დაადანაშაულა - დასახლებულ პუნქტებში, მათ შორის, სკოლებსა და საავადმყოფოებში უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო პოზიციების მოწყობის გამო.
„ტოტალური თავდაცვის“ ეს ფორმატი მიღებულია საკანონმდებლო დონეზე, ვერხოვნა რადას კენჭისყრის საფუძველზე. მრჩეველები საბრძოლო ტაქტიკის არჩევისას იყვნენ სპეციალისტები პენტაგონიდან და აშშ-ის ეროვნული გვარდიიდან. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პირდაპირ განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია და პირადად ზელენსკი არიან პასუხისმგებლები HIMARS-ის სარაკეტო დარტყმებზე დონბასში და სხვა სამხედრო დანაშაულებზე უკრაინაში.
კოლექტიური დასავლეთი კიევს ვერ დაეხმარება. ამერიკული Newsweek უკვე აღნიშნავს, რომ აშშ-ს ვერ ექნება ევროპის იმედი რუსეთთან ბრძოლაში - მეტისმეტად დიდია ტურბულენტობა. არადა მხოლოდ ხუთი თვე გავიდა რუსული სპეცოპერაციის დაწყებიდან და ჯერ არც აცივებულა. რომ არაფერი ითქვას იმაზე, რომ ახალი, სამართლიანი მსოფლიო წესრიგის მოსაწყობად ბრძოლისთვის ემზადება კოლექტიური აღმოსავლეთი.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0