მოსაზრება: კიევს ჯერ ვერ გადაუწყვეტია, საით შეუტიოს

© AP Photo / Vadim Ghirda
  - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2022
გამოწერა
უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგი დონბასსა და შავი ზღვისპირეთში კიევის გეგმებს ცვლის. იდეაფიქსი „ბრძოლა ხერსონისთვის“ თანდათანობით უთმობს ადგილს ხარკოვის მიმართულებით უკრაინული ჯარის კონტრშეტევის გეგმებსა და მოწოდებებს.
უკრაინის გენერალური შტაბი არაერთი თვეა ემზადება ხერსონზე შეტევისთვის ნიკოლაევისა და კრივოი როგის მხრიდან. დეზინფორმაციის ნაკადი უკრაინულ საზოგადოებაში ქმნის პარალელურ რეალობას, რომელშიც უკრაინის ჯარი ყოველდღიურად ათავისუფლებს ათობით დასახლებულ პუნქტს.
კიევის პროპაგანდა კონტრშეტევის თემაზე მობილიზაციისთვის, მოსახლეობის პანიკისგან დასაცავად დროის მოგების საშუალებას იძლევა. თუმცა ჯერ კიდევ მარტში გაერომ 10 მლნ უკრაინელი დევნილი დათვალა.
ნატოს დაზვერვის თანამგზავრები აფიქსირებენ რუსული ჯარების დომინირებას ხარკოვიდან ნიკოლაევამდე 1000 კმ-იან ბრძოლის ველზე, უკრაინის ნაწილების უკან დახევას, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე არსენალებისა და სამხედრო ობიექტების განადგურებას. უკრაინული პროექტის დასავლელი სპონსორები დარწმუნდნენ, რომ ფულსა და იარაღს უმიზნოდ ფლანგავენ. აშშ-ის ევროპელი მოკავშირეები ნელ-ნელა კარგავენ ინტერესს კონფლიქტის გაგრძელების მიმართ, რომლის შედეგიც რუსეთის გამარჯვება და უახლოეს წლებში სხვა უსიამოვნებები იქნება.
  - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2022
მიმოხილვა: „ზვავი“ დონბასში - გარღვეულია ავდეევკის გამაგრებული რაიონი
კიევს ჰაერივით სჭირდება მოჩვენებითი კონტრშეტევა მაინც. ვოლოდიმირ ზელენსკის 7 აგვისტოს შემთხვევით არ გამოუცხადებია ხარკოვის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გამაგრების შესახებ, ქალაქის მერმა იგორ ტერეხოვმა კი იმავე დღეს დააჯილდოვა სამხედრო მფრინავები, რომლებიც ხარკოვს იცავენ.
ვრცელდება ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების რეზერვების კონცენტრაციაზე სუმის, ჩერნიგოვის, ხარკოვის ოლქებში – 1 მილიონამდე მობილიზებული, მნიშვნელოვანი რაოდენობის საბრძოლო ტექნიკა, საწვავი, საბრძოლო მასალა. ეს განსაკუთრებით ეხება ხარკოვსა და ახლომდებარე საცხოვრებელ პუნქტებს.
ხარკოვის მიმართულება რაღაც დროით ხელს უწყობს რუსული ჯარის შეკავებას ზაპოროჟიეს, კრივოი როგისა და ნიკოლაევის მიმართულებით.

რეალობასთან დაბრუნება

8 აგვისტოს ხარკოვში მაღალი სიზუსტის რაკეტების დარტყმებით განადგურებულია ორი ბატალიონის – უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის 92-ე მექანიზებული ბრიგადის და 113-ე ბრიგადის დროებითი დისლოკაციის პუნქტები. უკრაინელებმა დაკარგეს 150-მდე სამხედრო მოსამსახურე და 14 ერთეული სატანკო ჯავშანტექნიკა.
თითქმის სრულად დაკარგა ბრძოლისუნარიანობა საჯარისო ფორმირება „კრაკენმა“. უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ქვეითთა 36-ე ბრიგადა ავდეევკიდან და ნიკოლაევიდან დასავლეთისკენ იხევს.
  - Sputnik საქართველო, 1920, 06.08.2022
მიმოხილვა: რუსული სნაიპერული შაშხანა ამერიკულ Barret-ს ჯაბნის
მარიუპოლში ამზადებენ მოედანს და საკნებს უკრაინელი და უცხოელი სამხედრო დამნაშავეების ტრიბუნალისთვის. პროცესი აგვისტოს მეორე ნახევარში დაიწყება. სასჯელის უმაღლესი ზომა დონეცკში დახვრეტაა.
კიევის რეჟიმი ობიექტურად განწირულია მარცხისთვის. საერთო სამხედრო-პოლიტიკური ტურბულენტობა მსოფლიოში ამ პროცესს მხოლოდ აჩქარებს. ტაივანის კრიზისის ნეგატიური განვითარების ფონზე უკიდურესად რუსოფობიული პოლონეთიც კი პროგნოზირებს დასავლური სამხედრო დახმარების შემცირებას უკრაინისთვის და აშშ-ის ჯარების გაყვანას ევროპიდან. პოლონეთის სახმელეთო ძალების ყოფილი სარდალი ვალდემარ სკშიპჩაკი აღნიშნავს: „საიდუმლო არ არის, რომ აშშ-ის სახმელეთო ჯარების პოტენციალი საშუალებას არ აძლევს მათ, ერთდროულად იმოქმედონ საბრძოლო მოქმედებების ერთმანეთისგან დაშორებულ ორ თეატრზე“.
რას ნიშნავს ომი ევროპაში აშშ-სთვის, მარტივ მაგალითზეც გასაგებია. დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველ თვეს გაჩნდა 227 ათასი ახალი სამუშაო ადგილი – უდავო წარმატებაა, ხოლო უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების ერთ თვეში – 850 ათასი. ასეთი მატება უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყებიდან ყოველთვიურად შეიმჩნევა.
  - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2022
მიმოხილვა: რუსეთის ახალი იარაღი უკრაინაში
აშშ-სთვის ომი ჩვეულებრივი მოვლენაა, თუ ის ტრადიციულად ოკეანის გადაღმა მიმდინარეობს. ავღანეთი, ერაყი, ლიბია, სირია, იუგოსლავია, უკრაინა თუ ტაივანი – მნიშვნელობა არა აქვს. თუ 200 ათასმა მოკლულმა და დაჭრილმა უკრაინელმა მებრძოლმა ამერიკელებს საშუალება მისცა, ნახევარ წელიწადში დაახლოებით 5 მლნ ახალი სამუშაო ადგილი შეექმნათ, ევროპასა და აზიაში მრავალმილიარდიანი შეკვეთები მიეღოთ იარაღზე, ეს მათთვის უბრალოდ კაპიტალის მომგებიანი დაბანდებაა.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0