https://sputnik-georgia.com/20220811/turqetis-ert-erti-kvelaze-didi-holdingi-saqartveloti-dainteresda-269373719.html
თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰოლდინგი საქართველოს საინვესტიციო გარემოთი დაინტერესდა
თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰოლდინგი საქართველოს საინვესტიციო გარემოთი დაინტერესდა
Sputnik საქართველო
კომპანია წყალტუბოში ახალი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს – „ძველი ივერია“ მშენებლობაში მსხვილ ინვესტიციას განახორციელებს.
2022-08-11T23:39+0400
2022-08-11T23:39+0400
2022-08-11T23:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
თურქეთი
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/0b/269371873_0:3:1280:723_1920x0_80_0_0_54d3847f085fb5c987a53f3090377bb6.jpg
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Demirören Holding-ის თავმჯდომარე ილდირიმ დემირორენს შეხვდა. იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.შეხვედრაზე საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი განიხილებოდა. მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.ყურადღება დაეთმო ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში, უძრავი ქონების სექტორში, ენერგეტიკასა და ინფორმაციულ ტექნოლოგიებში.ცნობილი გახდა, რომ კომპანია წყალტუბოში ახალი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს – „ძველი ივერია“ მშენებლობაში მსხვილ ინვესტიციას განახორციელებს.შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ პოტენციალს. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოში ინვესტორებისთვის სტაბილური და ხელსაყრელი ბიზნესგარემოა, დაბალი გადასახადები, ხოლო ქვეყნის უნიკალური ადგილმდებარეობა საქართველოს უცხოელი ინვესტორებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის.Demirören Holding – თურქული ჰოლდინგია, რომელიც 1956 წელს დაფუძნდა. მისი საქმიანობა მოიცავს ისეთ სექტორებს, როგორებიცაა მედია, მშენებლობა, ენერგეტიკა და ტურიზმი.„წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ – პირველი ორი სანატორიუმი პრივატიზებულია >>სტატისტიკის მიხედვით, 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, 2019 წელთან შედარებით, 57,2%-ით შემცირდა და 572 მლნ დოლარი შეადგინა. 2021 წელს ინვესტიციების მოცულობა ორჯერ გაიზარდა და 1,2 მლრდ დოლარს მიაღწია.2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2021 წლის იანვარი-მარტთან შედარებით 4,3-ჯერ გაიზარდა და 568,2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/0b/269371873_168:0:1164:747_1920x0_80_0_0_51b1b7c342806211ec1340cb2e32dccc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თურქეთი ჰოლდინგი demirören holding საქართველო საინვესტიციო გარემო დაინტერესება
თურქეთი ჰოლდინგი demirören holding საქართველო საინვესტიციო გარემო დაინტერესება
თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰოლდინგი საქართველოს საინვესტიციო გარემოთი დაინტერესდა
კომპანია წყალტუბოში ახალი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს – „ძველი ივერია“ მშენებლობაში მსხვილ ინვესტიციას განახორციელებს.
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Demirören Holding-ის თავმჯდომარე ილდირიმ დემირორენს შეხვდა. იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.
შეხვედრაზე საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი განიხილებოდა. მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
ყურადღება დაეთმო ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში, უძრავი ქონების სექტორში, ენერგეტიკასა და ინფორმაციულ ტექნოლოგიებში.
ცნობილი გახდა, რომ კომპანია წყალტუბოში ახალი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს – „ძველი ივერია“ მშენებლობაში მსხვილ ინვესტიციას განახორციელებს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ პოტენციალს. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოში ინვესტორებისთვის სტაბილური და ხელსაყრელი ბიზნესგარემოა, დაბალი გადასახადები, ხოლო ქვეყნის უნიკალური ადგილმდებარეობა საქართველოს უცხოელი ინვესტორებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის.
Demirören Holding – თურქული ჰოლდინგია, რომელიც 1956 წელს დაფუძნდა. მისი საქმიანობა მოიცავს ისეთ სექტორებს, როგორებიცაა მედია, მშენებლობა, ენერგეტიკა და ტურიზმი.
სტატისტიკის მიხედვით, 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, 2019 წელთან შედარებით, 57,2%-ით შემცირდა და 572 მლნ დოლარი შეადგინა. 2021 წელს ინვესტიციების მოცულობა ორჯერ გაიზარდა და 1,2 მლრდ დოლარს მიაღწია.
2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2021 წლის იანვარი-მარტთან შედარებით 4,3-ჯერ გაიზარდა და 568,2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.