https://sputnik-georgia.com/20220804/wyaltubos-ori-sanatoriumi-privatizebulia-269208697.html
„წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ – პირველი ორი სანატორიუმი პრივატიზებულია
„წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ – პირველი ორი სანატორიუმი პრივატიზებულია
Sputnik საქართველო
წყალტუბოს უნიკალური ბალნეოლოგიური კურორტის აღდგენისა და განვითარების გენერალური გეგმა „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ ითვალისწინებს კერძო კომპანიების ინვესტიციების... 04.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-04T23:14+0400
2022-08-04T23:14+0400
2022-08-04T23:14+0400
საქართველო
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
ტურიზმი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24688/24/246882423_0:73:2501:1479_1920x0_80_0_0_85c72172aec260a6d555beacbb2c4542.jpg
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. წყალტუბოს სანატორიუმების გაყიდვის აუქციონის ფარგლებში 14–დან ორი სანატორიუმი გაიყიდა.აუქციონების ვებ–გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, სანატორიუმი „თბილისი“ გაიყიდა 3,152 მლნ ლარად, ხოლო „მედეა“ – 5,83 მლნ ლარად.აუქციონის პირობების თანახმად, სანატორიუმ „თბილისის“ მყიდველმა, შპს „აკამ“, რომელიც საქართველოს ორ მოქალაქეს ეკუთვნის, 2023 წლის 1 იანვრამდე სანატორიუმის ადგილზე უნდა მოაწყოს110–ნომრიანი სასტუმრო საკონფერენციო დარბაზებითა და რესტორნებით, უნდა ჩადოს 9,4 მლნ ლარის ინვესტიციები.სანატორიუმ „მედეას“ ადგილზე, რომელიც კომპანია „ასი გრუპ ჰოტელ ჯორჯიამ“ შეისყიდა და რომლისმფლობელიც ეგვიპტისმოქალაქეა, 2024 წლის 10 ივლისამდე უნდა აშენდეს 120–ნომრიანი სასტურმო საკონფერენციო დარბაზებითა და რესტორნებით. კომპანიამ ასევე ძოგიერთი ძველი ნაგებობის დემონტაჟი უნდა განახორციელოს.წყალტუბო უნდა იქცეს ბადენ-ბადენად: მთავრობამ კურორტის აღდგენის გეგმა შეიმუშავა>>საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული წყალტუბოს უნიკალური ბალნეოლოგიური კურორტის აღდგენისა და განვითარების გენერალური გეგმა „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ ითვალისწინებს კერძო კომპანიების ინვესტიციების მოზიდვას მინიმუმ 500 მილიონი ლარის ოდენობითკურორტი წყალტუბო ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან ცნობილია თავისი თერმულ–რადონული მინერალური წყლებით. რადონოთერაპია გამოიყენება საყრდენ–მამოძრავებელი აპარატის, გულ-სისხლძარღვთა, მომნელებელი სისტემის, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის, კანის დაავადებების, გინეკოლოგიური დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის დაავადებების სამკურნალოდ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24688/24/246882423_133:0:2358:1669_1920x0_80_0_0_12e85b309a5c61810aa506f1c41c728a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, ტურიზმი საქართველოში
საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, ტურიზმი საქართველოში
„წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ – პირველი ორი სანატორიუმი პრივატიზებულია
წყალტუბოს უნიკალური ბალნეოლოგიური კურორტის აღდგენისა და განვითარების გენერალური გეგმა „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ ითვალისწინებს კერძო კომპანიების ინვესტიციების მოზიდვას მინიმუმ 500 მილიონი ლარის ოდენობით
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. წყალტუბოს სანატორიუმების გაყიდვის აუქციონის ფარგლებში 14–დან ორი სანატორიუმი გაიყიდა.
აუქციონების
ვებ–გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, სანატორიუმი „თბილისი“ გაიყიდა 3,152 მლნ ლარად, ხოლო „მედეა“ – 5,83 მლნ ლარად.
აუქციონის პირობების თანახმად, სანატორიუმ „თბილისის“ მყიდველმა, შპს „აკამ“, რომელიც საქართველოს ორ მოქალაქეს ეკუთვნის, 2023 წლის 1 იანვრამდე სანატორიუმის ადგილზე უნდა მოაწყოს110–ნომრიანი სასტუმრო საკონფერენციო დარბაზებითა და რესტორნებით, უნდა ჩადოს 9,4 მლნ ლარის ინვესტიციები.
სანატორიუმ „მედეას“ ადგილზე, რომელიც კომპანია „ასი გრუპ ჰოტელ ჯორჯიამ“ შეისყიდა და რომლისმფლობელიც ეგვიპტისმოქალაქეა, 2024 წლის 10 ივლისამდე უნდა აშენდეს 120–ნომრიანი სასტურმო საკონფერენციო დარბაზებითა და რესტორნებით. კომპანიამ ასევე ძოგიერთი ძველი ნაგებობის დემონტაჟი უნდა განახორციელოს.
საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული წყალტუბოს უნიკალური ბალნეოლოგიური კურორტის აღდგენისა და განვითარების გენერალური გეგმა „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ ითვალისწინებს კერძო კომპანიების ინვესტიციების მოზიდვას მინიმუმ 500 მილიონი ლარის ოდენობით
კურორტი წყალტუბო ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან ცნობილია თავისი თერმულ–რადონული მინერალური წყლებით. რადონოთერაპია გამოიყენება საყრდენ–მამოძრავებელი აპარატის, გულ-სისხლძარღვთა, მომნელებელი სისტემის, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის, კანის დაავადებების, გინეკოლოგიური დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის დაავადებების სამკურნალოდ.