„ქართული ოცნება“ ტელევიზიების წინააღმდეგ - საქმეს კომუნიკაციების კომისია განიხილავს

© photo: Sputnik / Stringer„ქართული ოცნება“
„ქართული ოცნება“ - Sputnik საქართველო, 1920, 11.08.2022
გამოწერა
ოპოზიციური ტელეარხები მმართველი პარტიის საჩივარს განიხილავენ, როგორც საქართველოში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობას.
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. კომუნიკაციების ეროვნული კომისია განიხილავს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის მიღების საკითხს ოპოზიციური ტელეარხების წინააღმდეგ.
საჩივარში საუბარია ახალგაზრდული ორგანიზაცია „სირცხვილიას“ დაკვეთით ტელეარხებზე „ფორმულა“, „მთავარი არხი“ და „TV პირველი“ გასულ სარეკლამო რგოლზე.
ვიდეორგოლში ნაჩვენებია პირობითი ოჯახის რეაქცია მმართველი პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დასაცავად პარტიის წარმომადგენლის განცხადებაზე, ევროპარლამენტის კრიტიკაზე, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შეფასებაზე და ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე საქართველოსთან მიმართებით. ვიდეორგოლის არცერთი მონაწილე, როდესაც ამ ყველაფერს ტელევიზორში უყურებს, არცერთ სიტყვას არ ამბობს, ნაჩვენებია მხოლოდ მათი სახეები და ემოციები. ვიდეორგოლს მოჰყვება „სირცხვილიას“ მოწოდება აქციაზე წასვლისკენ.
მმართველმა პარტიამ ეს ვიდეორგოლი შეაფასა, როგორც პოლიტიკური რეკლამა.
დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ რეკლამას ჰქონდა პოლიტიკური აზრი, ხოლო მისი გაშვების დრო არ ემთხვევა წინასაარჩევნო პერიოდს, რაც კანონის დარღვევაა.
ოპოზიციურმა ტელეარხებმა საჩივარი შეაფასეს, როგორც საქართველოში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა.
ქართული ტელეარხების შემოსავლები რეკლამებიდან შემცირდა>>
„ხელისუფლება კომუნიკაციების კომისიას საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების წინააღმდეგ იყენებს“, – განაცხადა „ფორმულის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ მიშა მშვილდაძემ.
„TV პირველის“ წამყვანი ზაალ უდუმაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ამგვარად ცდილობს დაადუმოს ტელეარხები.
„არაერთი შემთხვევა ყოფილა ტელევიზიებზე სანქციების დადების, მათ შორის, ძალიან სოლიდური და დიდი ჯარიმების, მხოლოდ და მხოლოდ იმ იმედით, რომ ეს ტელევიზიები ვეღარ შეძლებენ ამ ჯარიმების გადახდას და, შედეგად, დაიხურებიან“, – განაცხადა უდუმაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაციებში კი, რომლებიც მასმედიის პრობლემებზე მუშაობენ, „ქართული ოცნების“ საჩივარში მომავალ არჩევნებამდე მათთვის საჭირო პრეცედენტის შექმნის მცდელობას ხედავენ.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიის ადვოკატირების კოალიციის“ წარმომადგენელმა ნათია კაპანაძემ განაცხადა, მმართველი პარტია ცდილობს მიაღწიოს იმას, რომ მის წინააღმდეგ არ ისმოდეს კრიტიკა და შეიქმნას პირობები მომავალი არჩევნებისთვის.
მდინარაძემ სახალხო დამცველს რადიკალიზმსა და „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერაში დასდო ბრალი>>
საბოლოო გადაწყვეტილება კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ უნდა მიიღოს, რომელმაც უნდა დაადგინოს, იყო თუ არა „სირცხვილიას“ ვიდეორგოლი პოლიტიკური და წინასაარჩევნო რეკლამა.
„სირცხვილიას“ მიერ ორგანიზებული აქცია პარლამენტის წინ 24 ივნისს ჩატარდა – ერთი კვირის მერე მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა გადაწყვიტა, საქართველოს არ მიანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ორგანიზატორებმა აქციაზე წამოაყენეს მთავრობის გადადგომისა და ახალი, ტექნოკრატული მინისტრთა კაბინეტის შექმნის მოთხოვნა ეროვნული თანხმობის საფუძველზე.
ყველა ახალი ამბავი
0