https://sputnik-georgia.com/20220810/qartuli-telearxebis-semosavlebi-reklamebidan-semcirda-269324501.html
ქართული ტელეარხების შემოსავლები რეკლამებიდან შემცირდა
ქართული ტელეარხების შემოსავლები რეკლამებიდან შემცირდა
Sputnik საქართველო
საანგარიშო პერიოდში ტელეარხების შემოსავლებმა 17,5 მლნ ლარი, ხოლო რადიოკომპანიების – 1,6 მლნ ლარი შეადგინა. 10.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-10T09:47+0400
2022-08-10T09:47+0400
2022-08-10T14:42+0400
საქართველო
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24856/61/248566127_0:213:2883:1835_1920x0_80_0_0_ce1832fc288b198964b8083da2fb7f03.jpg
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ტელე- და რადიოარხების შემოსავლებმა 2022 წლის მეორე კვარტალში 19 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 17,5%-ით ნაკლებია, ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.კომისიის მონაცემებით, შემოსავლების მკვეთრი კლება აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვას უკავშირდება, რომელიც 1 მარტიდან ამოქმედდა.ტელევიზიებმა და რადიოებმა აზარტული თამაშების კომპანიებისგან 2021 წლის მეორე კვარტალში 4,6 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს.მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ტელეკომპანიების შემოსავლებმა შეადგინა 17,5 ლარი, ხოლო რადიოკომპანიების – 1,6 მლნ ლარი.ტელე- და რადიოკომპანიების მთლიანი შემოსავლებიდან პირდაპირ რეკლამაზე მოდის 64,7%, კიდევ 21,7% სპონსორების ინვესტიციების წილია.შეზღუდვებმა საქართველოს ეკონომიკას დაარტყა - აზარტული თამაშების ასოციაცია>>ტელეკომპანიებიდან 2022 წლის მეორე კვარტალში რეკლამიდან შემოსავლების მხრივ პირველ ადგილზე ტელეკომპანია "იმედია" – 6 მლნ ლარი, მეორე ადგილზეა "მთავარი არხი" 2,6 მლნ ლარით, ხოლო მესამეზე – "რუსთავი2" 2,1 მლნ ლარით.რადიოკომპანიებს შორის ლიდერობს "ფორტუნა", რომელმაც მეორე კვარტალში 885 ათასი ლარი შემოსავალი მიიღო რეკლამიდან, მეორე ადგილზეა რადიო "იმედი" (156 ათასი ლარი), მესამეზე – რადიო "პალიტრა" (91,3 ათასი ლარი).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24856/61/248566127_76:0:2807:2048_1920x0_80_0_0_d04dc3fca9493adb9578a84bf6e59d61.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება
საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება
ქართული ტელეარხების შემოსავლები რეკლამებიდან შემცირდა
09:47 10.08.2022 (განახლებულია: 14:42 10.08.2022) საანგარიშო პერიოდში ტელეარხების შემოსავლებმა 17,5 მლნ ლარი, ხოლო რადიოკომპანიების – 1,6 მლნ ლარი შეადგინა.
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ტელე- და რადიოარხების შემოსავლებმა 2022 წლის მეორე კვარტალში 19 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 17,5%-ით ნაკლებია, ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.
კომისიის მონაცემებით, შემოსავლების მკვეთრი კლება აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვას უკავშირდება, რომელიც 1 მარტიდან ამოქმედდა.
ტელევიზიებმა და რადიოებმა აზარტული თამაშების კომპანიებისგან 2021 წლის მეორე კვარტალში 4,6 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს.
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ტელეკომპანიების შემოსავლებმა შეადგინა 17,5 ლარი, ხოლო რადიოკომპანიების – 1,6 მლნ ლარი.
ტელე- და რადიოკომპანიების მთლიანი შემოსავლებიდან პირდაპირ რეკლამაზე მოდის 64,7%, კიდევ 21,7% სპონსორების ინვესტიციების წილია.
ტელეკომპანიებიდან 2022 წლის მეორე კვარტალში რეკლამიდან შემოსავლების მხრივ პირველ ადგილზე ტელეკომპანია "იმედია" – 6 მლნ ლარი, მეორე ადგილზეა "მთავარი არხი" 2,6 მლნ ლარით, ხოლო მესამეზე – "რუსთავი2" 2,1 მლნ ლარით.
რადიოკომპანიებს შორის ლიდერობს "ფორტუნა", რომელმაც მეორე კვარტალში 885 ათასი ლარი შემოსავალი მიიღო რეკლამიდან, მეორე ადგილზეა რადიო "იმედი" (156 ათასი ლარი), მესამეზე – რადიო "პალიტრა" (91,3 ათასი ლარი).