https://sputnik-georgia.com/20220715/shezgudvebma-ekonomikas-daartya-azartuli-tamashebis-asociacia-268563681.html
შეზღუდვებმა საქართველოს ეკონომიკას დაარტყა - აზარტული თამაშების ასოციაცია
შეზღუდვებმა საქართველოს ეკონომიკას დაარტყა - აზარტული თამაშების ასოციაცია
Sputnik საქართველო
მამულაიშვილის აზრით, შექმნილ სიტუაციაში არსებობს „შავი ბაზრის“ გაჩენის საშიშროება. 15.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-15T20:13+0400
2022-07-15T20:13+0400
2022-07-15T22:29+0400
საქართველო
ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24697/65/246976559_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_4bb605cb01d80debd1659cd1c6ebb754.jpg
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. შეზღუდვებმა გამოიწვია ის, რომ ტელევიზია მოგებას კარგავს, აზარტული თამაშების სექტორი კი ნაკლებ გადასახადს იხდის, რის გამოც ზარალდება საქართველოს ეკონომიკა, განაცხადა აზარტული თამაშების ასოციაციის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი მამულაიშვილმა BMG-ს ეთერში.საქართველოში 1 მარტიდან აიკრძალა სათამაშო ბიზნესის სატელევიზიო და გარე რეკლამა, ასევე რეკლამის განთავსება ქართულ ვებ-გვერდებზე. რეკლამა ნებადართულია მხოლოდ აეროპორტებსა და სპორტული ღონისძიებების გამართვის ადგილზე.მისი თქმით, 2022 წლის პირველ კვარტალში, საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლამდე, აზარტული თამაშების სექტორმა სატელევიზიო რეკლამაზე 170 მლნ ლარი დახარჯა.მამულაიშვილის აზრით, შექმნილ სიტუაციაში არსებობს „შავი ბაზრის“ გაჩენის საშიშროება.მისი თქმით, კავკასიის რეგიონში აზარტული თამაშების ყველაზე ძლიერი ბაზარი საქართველოში იყო, ასევე იყო კარგი კანონმდებლობა. ასოციაციას სხვა ქვეყნებთან ბევრი კონტრაქტი ჰქონდა, რომლებიც ამ მიმართულებით საქართველოს გამოცდილებით ინტერესდებოდნენ.„ისინი ჩვენი გამოცდილების გაზიარებას ცდილობდნენ. 2021 წლის ნოემბერში, როდესაც ხელისუფლებამ შეზღუდვების შემოღება გადაწყვიტა, საქართველოს ბაზარი გაფუჭდა, ამასთან გაუარესდა ინვესტორების ინტერესი. ეს ყველა იმ დარგზე აისახა, რომელსაც აზარტულ ბიზნესთან ჰქონდა კვეთა, მათ შორის, ტელევიზიაზეც“, – განაცხადა მამულაიშვილმა.2021 წელს აზარტული თამაშების სექტორის წარმომადგენლებმა ტელევიზიებში რეკლამაზე 258.159.318 ლარი დახარჯეს.გასული წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ონლაინ-კაზინოების მუშაობის წესების გამკაცრების ინიციატივით გამოვიდა. პირველ ეტაპზე ონლაინ-კაზინოებს გადასახადები 65–70%-მდე გაეზარდათ, აიკრძალა რეკლამა და აიწია ასაკობრივი ბარიერი 25 წლამდე, ასევე შეიქმნა იმ პირთა ბაზა, რომლებსაც სათამაშო ბიზნესში მონაწილეობის მიღება ეკრძალებათ.აზარტული თამაშები საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ინდუსტრიაა. ამ სექტორიდან შემოსავალი ბანკების შემოსავლებს აჭარბებს. ბოლო მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით ათი ონლაინ-კაზინო, 90 ტოტალიზატორი და 6,4 ათასი სათამაშო აპარატია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24697/65/246976559_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_89cccf83d8e6a31791fbd08e2625ae39.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
შეზღუდვებმა საქართველოს ეკონომიკას დაარტყა - აზარტული თამაშების ასოციაცია
20:13 15.07.2022 (განახლებულია: 22:29 15.07.2022) მამულაიშვილის აზრით, შექმნილ სიტუაციაში არსებობს „შავი ბაზრის“ გაჩენის საშიშროება.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. შეზღუდვებმა გამოიწვია ის, რომ ტელევიზია მოგებას კარგავს, აზარტული თამაშების სექტორი კი ნაკლებ გადასახადს იხდის, რის გამოც ზარალდება საქართველოს ეკონომიკა, განაცხადა აზარტული თამაშების ასოციაციის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი მამულაიშვილმა BMG-ს ეთერში.
საქართველოში 1 მარტიდან აიკრძალა სათამაშო ბიზნესის სატელევიზიო და გარე რეკლამა, ასევე რეკლამის განთავსება ქართულ ვებ-გვერდებზე. რეკლამა ნებადართულია მხოლოდ აეროპორტებსა და სპორტული ღონისძიებების გამართვის ადგილზე.
„დაზარალდა სარეკლამო სექტორი, ისევე, როგორც სატელევიზიო სექტორი, რადგანაც სათამაშო ბიზნესი საკმაოდ დიდ კონტრიბუციას ახორციელებდა“, – განაცხადა მამულაიშვილმა.
მისი თქმით, 2022 წლის პირველ კვარტალში, საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლამდე, აზარტული თამაშების სექტორმა სატელევიზიო რეკლამაზე 170 მლნ ლარი დახარჯა.
მამულაიშვილის აზრით, შექმნილ სიტუაციაში არსებობს „შავი ბაზრის“ გაჩენის საშიშროება.
მისი თქმით, კავკასიის რეგიონში აზარტული თამაშების ყველაზე ძლიერი ბაზარი საქართველოში იყო, ასევე იყო კარგი კანონმდებლობა. ასოციაციას სხვა ქვეყნებთან ბევრი კონტრაქტი ჰქონდა, რომლებიც ამ მიმართულებით საქართველოს გამოცდილებით ინტერესდებოდნენ.
„ისინი ჩვენი გამოცდილების გაზიარებას ცდილობდნენ. 2021 წლის ნოემბერში, როდესაც ხელისუფლებამ შეზღუდვების შემოღება გადაწყვიტა, საქართველოს ბაზარი გაფუჭდა, ამასთან გაუარესდა ინვესტორების ინტერესი. ეს ყველა იმ დარგზე აისახა, რომელსაც აზარტულ ბიზნესთან ჰქონდა კვეთა, მათ შორის, ტელევიზიაზეც“, – განაცხადა მამულაიშვილმა.
2021 წელს აზარტული თამაშების სექტორის წარმომადგენლებმა ტელევიზიებში რეკლამაზე 258.159.318 ლარი დახარჯეს.
გასული წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ონლაინ-კაზინოების მუშაობის წესების გამკაცრების ინიციატივით გამოვიდა. პირველ ეტაპზე ონლაინ-კაზინოებს გადასახადები 65–70%-მდე გაეზარდათ, აიკრძალა რეკლამა და აიწია ასაკობრივი ბარიერი 25 წლამდე, ასევე შეიქმნა იმ პირთა ბაზა, რომლებსაც სათამაშო ბიზნესში მონაწილეობის მიღება ეკრძალებათ.
აზარტული თამაშები საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ინდუსტრიაა. ამ სექტორიდან შემოსავალი ბანკების შემოსავლებს აჭარბებს. ბოლო მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით ათი ონლაინ-კაზინო, 90 ტოტალიზატორი და 6,4 ათასი სათამაშო აპარატია.