https://sputnik-georgia.com/20220811/profesiuli-ganatlebis-mirebis-msurvelta-registracia-grzeldeba-269369641.html
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია გრძელდება
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია გრძელდება
Sputnik საქართველო
პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კურსდამთავრებულები სკოლის ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს მიიღებენ. 11.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-11T19:30+0400
2022-08-11T19:30+0400
2022-08-11T21:27+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლება საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0c/251706018_0:157:3000:1845_1920x0_80_0_0_73b6af1438fa269f11f77e8909d6aa46.jpg
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია საქართველოში 22 აგვისტოს ჩათვლით გრძელდება, იუწყება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.წელს საჯარო და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები სტუდენტებს მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სფეროში 200-ზე მეტ მოთხოვნად პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მიიღებენ.პროფესიული განათლება ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ – ვებ-გვერდზე vet.emis.ge, ასევე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.საქართველოში პროფესიული განათლების რეფორმა მიმდინარეობს. განათლების სამინისტრო მიიჩნევს, რომ რეფორმის მომდევნო ეტაპზე მასშტაბები უნდა გაიზარდოს, რათა აქტიური მოსახლეობის უმეტესობამ მიიღოს პროფესიული განათლება და შრომის ბაზარზე დასაქმდეს.ამ მიზნით დაგეგმილია კერძო და სახელმწიფო პროფესიული დაწესებულებების ქსელის განვითარება, რათა 2032 წლისთვის შესაძლებელი იყოს მაღალი კლასის სხვადასხვა პროფილის 100 ათასი სპეციალისტის მომზადება.წარმატებით მიმდინარეობს 2020 წელს დამტკიცებული EQAVET (პროფესიული განათლების ევროპული ხარისხის ქსელი) ინდიკატორების შესაბამისი სტანდარტის დანერგვა. 6 წელიწადში ყველა სასწავლებელი ახალი სტანდარტების შესაბამისად იფუნქციონირებს, რაც განამტკიცებს საერთაშორისო კავშირებს და ხელს შეუწყობს ეროვნული კვალიფიკაციების საერთაშორისო დონეზე აღიარებას.კახეთში გასტრონომიის აკადემია გაიხსნება >>განათლების სამინისტრო გეგმავს უცხოურ სასწავლებლებთან ერთობლივი პროგრამების წახალისებას, უცხოელი სტუდენტების მოზიდვას, სასწავლებლებში გაჩნდება უცხო ენების ცენტრები. გაცვლით პროგრამებს შესთავაზებენ როგორც სტუდენტებს, ისე მასწავლებლებს.სასწავლო პროცესში ჩაერთვებიან უცხოელი პედაგოგებიც, რაც ხელს შეუწყობს განათლების საერთაშორისო სტანდარტის დანერგვას. ასევე იგეგმება პროფესიონალი განათლების მასწავლებლის პროფესიის განვითარების ახალი მოდელის დანერგვა.საქართველომ 2021 წლიდან მართვის ინოვაციური მოდელის დანერგვა შეძლო. კერძო და სახელმწიფო სექტორების პარტნიორობის მეშვეობით დაფუძნდა პროფესიული უნარების სააგენტო, რომელსაც სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად დამსაქმებელთა შვიდი მსხვილი გაერთიანება მართავს.განათლების სამინისტროს ათწლიანი გეგმის თანახმად, პროფგანათლების ბიუჯეტი 2030 წლისთვის 730 მლნ ლარს მიაღწევს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0c/251706018_166:0:2834:2001_1920x0_80_0_0_46df14c74afd973e4e474f740e9dadcd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პროფესიული განათლება მსურველთა რეგისტრაცია
პროფესიული განათლება მსურველთა რეგისტრაცია
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია გრძელდება
19:30 11.08.2022 (განახლებულია: 21:27 11.08.2022) პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კურსდამთავრებულები სკოლის ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს მიიღებენ.
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია საქართველოში 22 აგვისტოს ჩათვლით გრძელდება, იუწყება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
წელს საჯარო და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები სტუდენტებს მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სფეროში 200-ზე მეტ მოთხოვნად პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მიიღებენ.
მათ შორისაა ინტეგრირებული პროგრამები, რომლებიც საბაზო განათლების მქონე სტუდენტებს პროფესიის დაუფლებასთან ერთად სთავაზობს სრული ზოგადი განათლების მიღებასაც. აღნიშნული პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კურსდამთავრებულები სკოლის ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს მიიღებენ.
პროფესიული განათლება ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ – ვებ-გვერდზე
vet.emis.ge, ასევე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.
საქართველოში პროფესიული განათლების რეფორმა მიმდინარეობს. განათლების სამინისტრო მიიჩნევს, რომ რეფორმის მომდევნო ეტაპზე მასშტაბები უნდა გაიზარდოს, რათა აქტიური მოსახლეობის უმეტესობამ მიიღოს პროფესიული განათლება და შრომის ბაზარზე დასაქმდეს.
ამ მიზნით დაგეგმილია კერძო და სახელმწიფო პროფესიული დაწესებულებების ქსელის განვითარება, რათა 2032 წლისთვის შესაძლებელი იყოს მაღალი კლასის სხვადასხვა პროფილის 100 ათასი სპეციალისტის მომზადება.
წარმატებით მიმდინარეობს 2020 წელს დამტკიცებული EQAVET (პროფესიული განათლების ევროპული ხარისხის ქსელი) ინდიკატორების შესაბამისი სტანდარტის დანერგვა. 6 წელიწადში ყველა სასწავლებელი ახალი სტანდარტების შესაბამისად იფუნქციონირებს, რაც განამტკიცებს საერთაშორისო კავშირებს და ხელს შეუწყობს ეროვნული კვალიფიკაციების საერთაშორისო დონეზე აღიარებას.
განათლების სამინისტრო გეგმავს უცხოურ სასწავლებლებთან ერთობლივი პროგრამების წახალისებას, უცხოელი სტუდენტების მოზიდვას, სასწავლებლებში გაჩნდება უცხო ენების ცენტრები. გაცვლით პროგრამებს შესთავაზებენ როგორც სტუდენტებს, ისე მასწავლებლებს.
სასწავლო პროცესში ჩაერთვებიან უცხოელი პედაგოგებიც, რაც ხელს შეუწყობს განათლების საერთაშორისო სტანდარტის დანერგვას. ასევე იგეგმება პროფესიონალი განათლების მასწავლებლის პროფესიის განვითარების ახალი მოდელის დანერგვა.
საქართველომ 2021 წლიდან მართვის ინოვაციური მოდელის დანერგვა შეძლო. კერძო და სახელმწიფო სექტორების პარტნიორობის მეშვეობით დაფუძნდა პროფესიული უნარების სააგენტო, რომელსაც სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად დამსაქმებელთა შვიდი მსხვილი გაერთიანება მართავს.
განათლების სამინისტროს ათწლიანი გეგმის თანახმად, პროფგანათლების ბიუჯეტი 2030 წლისთვის 730 მლნ ლარს მიაღწევს.