https://sputnik-georgia.com/20220808/erovnuli-banki-mosaxleobas-afrtxilebs-269280694.html
ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს
ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს
Sputnik საქართველო
ბევრი მოქალაქე ერთვება სხვადასხვა სქემაში, როდესაც გაცნობიერებული არ აქვს ყველა რისკი და იმედოვნებს, რომ ფულს იქამდე გამოიმუშავებს, სანამ სქემა ჩამოიშლება... 08.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-08T17:23+0400
2022-08-08T17:23+0400
2022-08-08T21:58+0400
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23406/65/234066508_1:0:1500:843_1920x0_80_0_0_52a8ef77ae8be48f01a05bdfe7d78f46.jpg
თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. სანამ სახსრებს დააბანდებთ, ყურადღებით უნდა შეისწავლოთ იმ კომპანიების საქმიანობა, რომლებიც ფინანსურ გარიგებებს გთავაზობენ, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.ეროვნული ბანკი 2013 წლიდან რეგულარულად აფრთხილებს საქართველოს მოქალაქეებს ერთი შეხედვით მაღალი მოგების მქონე სქემებში ინვესტირების რისკების შესახებ.ეროვნული ბანკი მოქალაქეებს მოუწოდებს, სახსრების დაკარგვის რისკის თავიდან აცილების მიზნით თანხების დაბანდებამდე აუცილებლად გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე.კერძოდ, კომპანიებმა, რომელთა საქმიანობას მოქმედი კანონმდებლობით არ აკონტროლებს რომელიმე საზედამხედველო ორგანო, მათ შორის ეროვნული ბანკი, ფიზიკურ პირებს შეიძლება შესთავაზონ ინვესტიციები სარისკო აქტივებში ან ბიზნეს-საქმიანობაში.რიგ შემთხვევებში მათი საქმიანობა „ფინანსური პირამიდის" კლასიკური მოდელის ნიშნებს შეიცავს.ინტერნეტ-თაღლითობა: ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს>>სებ-ის ინფორმაციით, ბოლო დროს სოციალურ ქსელებსა და მედიასივრცეში გააქტიურდნენ ისეთი კომპანიები, რომლებიც ინტენსიური სარეკლამო კამპანიების მეშვეობით მოსახლეობას ბაზრისთვის არაადეკვატურ მოგებას სთავაზობენ მოკლე დროში.რეგულატორი აღნიშნავს, რომ „ფინანსური პირამიდის" კლასიკური მოდელისგან განსხვავებით, ეს კომპანიები თავიანთ მომხმარებლებს არ სთავაზობენ ფინანსურ ინსტრუმენტებს, მაგალითად, ანგარიშზე თანხის განთავსებას, შესაბამისად, მათგან ფულად სახსრებს პირდაპირ არ იზიდავენ.თუმცა თანხის გამომუშავების სანაცვლოდ მომხმარებლებს სხვადასხვა მოქმედების შესრულებას სთხოვენ, რაც, მათ შორის, შეიძლება მოიცავდეს კომპანიის სხვადასხვა მომსახურების გამოწერას, ონლაინ სივრცეში სარეკლამო შინაარსის შემცველი ინფორმაციის გაცნობას, გავრცელებას და ამავე მიზნით ახალი მონაწილეების მოწვევას.ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ამგვარი ფინანსური პირამიდები, რომლებიც შეიძლება სხავადასხვა ფორმით არსებობდეს, გარკვეულწილად მყარია მხოლოდ საწყის ეტაპზე, სანამ სქემაში ახალი მონაწილეების ჩართვა გრძელდება.როგორ იცავს საქართველოს ეროვნული ბანკი მომხმარებელთა უფლებებს>>თუმცა, რამდენად წარმატებულიც არ უნდა ჩანდეს ასეთი კომპანია, დროის რომელიმე მომენტში სქემა აუცილებლად იშლება, როდესაც შეუძლებელი ხდება ახალი წევრის, დამატებითი თანხის მოზიდვა და, შედეგად, კომპანია ვეღარ ისტუმრებს წევრების მიმართ არსებულ ვალდებულებებს.ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ ბევრი მოქალაქე ერთვება ამ სქემაში, თუმცა გაცნობიერებული არ აქვს მისი რისკები, რადგან იმედოვნებს, რომ თანხის გამომუშავებას სქემის ჩამოშლამდე შეძლებს. ეს ძალიან დიდ რისკთან არის დაკავშირებული, რადგან იმ მომენტის ამოცნობა, როდის ჩამოინგრევა სქემა, პრაქტიკულად შეუძლებელია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23406/65/234066508_188:0:1312:843_1920x0_80_0_0_89f89d4b81582314978e3c0033308956.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები, საქართველო
ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს
17:23 08.08.2022 (განახლებულია: 21:58 08.08.2022) ბევრი მოქალაქე ერთვება სხვადასხვა სქემაში, როდესაც გაცნობიერებული არ აქვს ყველა რისკი და იმედოვნებს, რომ ფულს იქამდე გამოიმუშავებს, სანამ სქემა ჩამოიშლება, აღნიშნავს რეგულატორი.
თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. სანამ სახსრებს დააბანდებთ, ყურადღებით უნდა შეისწავლოთ იმ კომპანიების საქმიანობა, რომლებიც ფინანსურ გარიგებებს გთავაზობენ, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.
ეროვნული ბანკი 2013 წლიდან რეგულარულად აფრთხილებს საქართველოს მოქალაქეებს ერთი შეხედვით მაღალი მოგების მქონე სქემებში ინვესტირების რისკების შესახებ.
„ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ აფრთხილებს მოსახლეობას... უპირველეს ყოვლისა, წინასწარ მოიძიონ ინფორმაცია კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის, ასევე მისი გადამხდელუნარიანობის შესახებ, გაარკვიონ, რეგულირდება თუ არა ასეთი კომპანია რომელიმე უწყების მიერ, და მიიღონ გონივრული და ინფორმირებული გადაწყვეტილება", – ნათქვამია განცხადებაში.
ეროვნული ბანკი მოქალაქეებს მოუწოდებს, სახსრების დაკარგვის რისკის თავიდან აცილების მიზნით თანხების დაბანდებამდე აუცილებლად გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე.
კერძოდ, კომპანიებმა, რომელთა საქმიანობას მოქმედი კანონმდებლობით არ აკონტროლებს რომელიმე საზედამხედველო ორგანო, მათ შორის ეროვნული ბანკი, ფიზიკურ პირებს შეიძლება შესთავაზონ ინვესტიციები სარისკო აქტივებში ან ბიზნეს-საქმიანობაში.
რიგ შემთხვევებში მათი საქმიანობა „ფინანსური პირამიდის" კლასიკური მოდელის ნიშნებს შეიცავს.
სებ-ის
ინფორმაციით, ბოლო დროს სოციალურ ქსელებსა და მედიასივრცეში გააქტიურდნენ ისეთი კომპანიები, რომლებიც ინტენსიური სარეკლამო კამპანიების მეშვეობით მოსახლეობას ბაზრისთვის არაადეკვატურ მოგებას სთავაზობენ მოკლე დროში.
რეგულატორი აღნიშნავს, რომ „ფინანსური პირამიდის" კლასიკური მოდელისგან განსხვავებით, ეს კომპანიები თავიანთ მომხმარებლებს არ სთავაზობენ ფინანსურ ინსტრუმენტებს, მაგალითად, ანგარიშზე თანხის განთავსებას, შესაბამისად, მათგან ფულად სახსრებს პირდაპირ არ იზიდავენ.
თუმცა თანხის გამომუშავების სანაცვლოდ მომხმარებლებს სხვადასხვა მოქმედების შესრულებას სთხოვენ, რაც, მათ შორის, შეიძლება მოიცავდეს კომპანიის სხვადასხვა მომსახურების გამოწერას, ონლაინ სივრცეში სარეკლამო შინაარსის შემცველი ინფორმაციის გაცნობას, გავრცელებას და ამავე მიზნით ახალი მონაწილეების მოწვევას.
„საყურადღებოა, რომ ამ ტიპის საქმიანობის მთავარი მიზანი, ფინანსური პირამიდის მსგავსად, სქემაში რაც შეიძლება ბევრი ახალი წევრის ჩართვა და მათი სახსრების არაპირდაპირი გზით მოზიდვა და არა ბიზნესის განვითარებაა. ამასთან, რაც უფრო მეტი ადამიანი ერთვება, მით უფრო იზრდება სქემის სიცოცხლისუნარიანობა", – აღნიშნულია განცხადებაში.
ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ამგვარი ფინანსური პირამიდები, რომლებიც შეიძლება სხავადასხვა ფორმით არსებობდეს, გარკვეულწილად მყარია მხოლოდ საწყის ეტაპზე, სანამ სქემაში ახალი მონაწილეების ჩართვა გრძელდება.
თუმცა, რამდენად წარმატებულიც არ უნდა ჩანდეს ასეთი კომპანია, დროის რომელიმე მომენტში სქემა აუცილებლად იშლება, როდესაც შეუძლებელი ხდება ახალი წევრის, დამატებითი თანხის მოზიდვა და, შედეგად, კომპანია ვეღარ ისტუმრებს წევრების მიმართ არსებულ ვალდებულებებს.
ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ ბევრი მოქალაქე ერთვება ამ სქემაში, თუმცა გაცნობიერებული არ აქვს მისი რისკები, რადგან იმედოვნებს, რომ თანხის გამომუშავებას სქემის ჩამოშლამდე შეძლებს. ეს ძალიან დიდ რისკთან არის დაკავშირებული, რადგან იმ მომენტის ამოცნობა, როდის ჩამოინგრევა სქემა, პრაქტიკულად შეუძლებელია.