https://sputnik-georgia.com/20220729/internet-tarlitoba-seb-i-mosaxleobas-afrtxilebs-268992287.html
ინტერნეტ-თაღლითობა: ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს
ინტერნეტ-თაღლითობა: ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს
Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკი მოუწოდებს მომხმარებლებს, გადაამოწმონ და კარგად დააკვირდნენ ვებ-გვერდის მისამართს, სადაც შეჰყავთ პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია. 29.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-29T13:53+0400
2022-07-29T13:53+0400
2022-07-29T19:57+0400
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველო
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24816/46/248164699_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_fb0992d86f415a53a165f37b82fc3c21.jpg
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ ინტერნეტ-სივრცეში ფინანსური და პირადი მონაცემების მითითებისას.როგორც ეროვნული ბანკის განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო პერიოდში ინტერნეტ-სივრცეში გახშირდა მომხმარებლებისთვის ერთი შეხედვით ხელსაყრელი ფინანსური შეთავაზებები, რომლებიც რეალურად შეიცავენ ე.წ. ფიშინგის ნიშნებს. უფრო კონკრეტულად, ვრცელდება ისეთი სახის სარეკლამო შეთავაზებები, რომელთა ინტერნეტ-ბმულები მიმსგავსებულია რეალური ვებ-გვერდების მისამართებს.ეროვნული ბანკი მოუწოდებს მომხმარებლებს, პირველ ყოვლისა, გადაამოწმონ და კარგად დააკვირდნენ ვებ-გვერდის მისამართს, სადაც შეჰყავთ ინფორმაცია, მოიძიონ აღნიშნული კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის შესახებ მონაცემები, ხოლო თუ კომპანია ერთი შეხედვით სანდო და ნაცნობია, გადაამოწმონ მათთან შემოთავაზების ნამდვილობა.ზემოთ აღწერილი ფორმით ინფორმაციის თაღლითური გზით მოპოვების სქემას ფიშინგი ეწოდება.ფიშინგის დროს ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებული სარეკლამო შეტყობინების ან ელექტრონული მეილის საშუალებით მიღებული ბმულით მომხმარებელი ყალბ ვებ-გვერდზე შედის/გადადის, სადაც პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება კიბერთაღლითების მიერ ფინანსური ოპერაციების თაღლითური გზით განხორციელების რისკს ზრდის.დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია დარეკოს „ცხელ ხაზზე" – 2 406 406.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24816/46/248164699_520:0:2936:1812_1920x0_80_0_0_c07edd09d956d7ec581e74a180ed593b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველო, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველო, ახალი ამბები, საზოგადოება
ინტერნეტ-თაღლითობა: ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს
13:53 29.07.2022 (განახლებულია: 19:57 29.07.2022) ეროვნული ბანკი მოუწოდებს მომხმარებლებს, გადაამოწმონ და კარგად დააკვირდნენ ვებ-გვერდის მისამართს, სადაც შეჰყავთ პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია.
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ ინტერნეტ-სივრცეში ფინანსური და პირადი მონაცემების მითითებისას.
როგორც ეროვნული ბანკის განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო პერიოდში ინტერნეტ-სივრცეში გახშირდა მომხმარებლებისთვის ერთი შეხედვით ხელსაყრელი ფინანსური შეთავაზებები, რომლებიც რეალურად შეიცავენ ე.წ. ფიშინგის ნიშნებს. უფრო კონკრეტულად, ვრცელდება ისეთი სახის სარეკლამო შეთავაზებები, რომელთა ინტერნეტ-ბმულები მიმსგავსებულია რეალური ვებ-გვერდების მისამართებს.
„მომხმარებელი მომხიბვლელი შეთავაზების მიღების მიზნით სტუმრობს აღნიშნულ გვერდს და ავსებს მოთხოვნილ ინფორმაციას. სინამდვილეში კი ვებ-გვერდის მფლობელს უზიარებს პერსონალურ, საბანკო ან/და სხვა საყურადღებო ინფორმაციას. მათ შორის, ფიქსირდება ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მომხმარებლებს სთავაზობენ მობილური ტელეფონის ანგარიშის იაფად შევსებას, მაგალითად, სხვადასხვა პაკეტის შემთხვევაში", – ნათქვამია ინფორმაციაში.
ეროვნული ბანკი მოუწოდებს მომხმარებლებს, პირველ ყოვლისა, გადაამოწმონ და კარგად დააკვირდნენ ვებ-გვერდის მისამართს, სადაც შეჰყავთ ინფორმაცია, მოიძიონ აღნიშნული კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის შესახებ მონაცემები, ხოლო თუ კომპანია ერთი შეხედვით სანდო და ნაცნობია, გადაამოწმონ მათთან შემოთავაზების ნამდვილობა.
ზემოთ აღწერილი ფორმით ინფორმაციის თაღლითური გზით მოპოვების სქემას ფიშინგი ეწოდება.
ფიშინგი წარმოადგენს კიბერდანაშაულს, რომლის დროსაც კონკრეტულ პირს ან ორგანიზაციას კიბერთაღლითის მიერ ეგზავნება შეტყობინება ელექტრონული ფოსტით, ტელეფონით, სოციალური ქსელით იმისთვის, რომ მომხმარებელს მოტყუების გზით პირადი მონაცემები გამოსძალოს. ფიშინგის დროს ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებული სარეკლამო შეტყობინების ან ელექტრონული მეილის საშუალებით მიღებული ბმულით მომხმარებელი ყალბ ვებ-გვერდზე შედის/გადადის, სადაც პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება კიბერთაღლითების მიერ ფინანსური ოპერაციების თაღლითური გზით განხორციელების რისკს ზრდის.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია დარეკოს „ცხელ ხაზზე" – 2 406 406.